კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ნიშნები და ცრურწმენა
• დანით ჭამა - გაბრაზებას მოგიტანთ.
• როცა ბავშვი პირველ ნაბიჯებს დგამს, დედამ მის ტერფებს შორის დანა უნდა გაატაროს, რითაც უხილავ ძაფებს გაჭრის და თან უნდა თქვას: “იარე დაუღალავად, იცხოვრე დიდხანს და ტკბილად”.
• დანის, მაკრატლის და მსგავსი ბასრი ნივთების ჩუქება ცუდია - ოჯახისთვის და მისი წევრებისთვის მოაქვს წარუმატებლობა.
• დანა პირით მაღლა არ დადოთ მაგიდაზე - ცუდი რამ მოხდება.
• თუ ვინმეს დანას, მაკრატელს, ნემსს აძლევთ (რაც ჭრის და ესობა) - გაიღიმეთ, რომ ჩხუბი არ მოხდეს.
• მაგიდაზე ორი დანის გადაჯვარედინება - უბედურების მომტანია.