კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ნიშნები და ცრურწმენა
• არასასურველია ფულის გაჩუქება ორშაბათს და პარასკევს – ზარალს მოგიტანთ. ასეთი რამ შეგიძლიათ გააკეთოთ სამშაბათს და შაბათ-კვირას. ფულის კვირას გაჩუქება ნიშნავს საკუთარი ფინანსური კეთილდღეობის გაზრდას.
• მზის ჩასვლისას (საღამოს) ფულის გაჩუქებამ, შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს გამცემზე - შეიძლება მან სრულად ან დიდი ხნით დაკარგოს ფინანსური კეთილდღეობა.
• კარგია თუ პირველად გაყიდული ნივთით მიღებულ ფულს შეახებთ სხვა გასაყიდ ნივთებს - ამის შემდეგ ისინიც სწრაფად და სარფიანად გაიყიდება.
• სახლში ფულის მოზიდვის მიზნით, ცოცხი უნდა იდოს ტარით ქვემოთ.
• სადილის წინ და მის შემდეგ პურის პატარა ნატეხის მარილთან ერთად შეჭმა - ფულისა და წარმატების მომტანია.
• სამშაბათს არასოდეს არ ისესხოთ ფული, რათა მთელი ცხოვრება ვალებში არ გაატაროთ.
• ორშაბათს ფული არ გაასესხოთ - მთელი კვირა გაუთვალისწინებელი ხარჯები გექნებათ.
• ფული ყოველთვის მარცხენა ხელით აიღეთ და მარჯვენა ხელით გაეცით.
• სახლში ფულის მოსაზიდად, მაგიდის გაასაფარებლის ქვეშ შედეთ კუპიურა და არ გახარჯოთ. რკინის ფულის დადება შემოსასვლელი კარის საძირკველთან - სიმდიდრეს მოიზიდავს.
• ფულის მოსაზიდად ხშირად გადაითვალეთ არსებული თანხა.
• საფულეში არ შეიძლება დაჭმუჭნული და გაცვეთილი ფულის გაჩერება.
• გუგულის პირველ ხმაზე კარგად ააჩხრიალეთ ხურდები, რომ ფული არ გაედინოს სახლიდან.
• ფული სულ რომ გქონდეთ - სტუმრების წასვლის შემდეგ მაგიდის გადასაფარებელი გარეთ გაფერთხეთ.
• სამშაბათს ფულის სესხება — მთელი ცხოვრება ვალებში ყოფნას ნიშნავს.
• კვირას არ შეიძლება ფრჩხილების დაჭრა — ბედნიერება და ფული არ გექნებათ.
• ფეხსაცმლის ქუსლი თუ მოგტყდათ - ფულს დაკარგავთ.
• ქაღალდის კუპიურები საფულეში "სახით" თქვენსკენ და მოწერიგებულად იქონიეთ. ერთნაირი კუპიურები უნდა იყოს დალაგებული ერთად - და არა შერეულად.
• თუ თასმები ხშირად გიწყდებათ - ადვილად ნაშოვნ ფულს მიიღებთ.
• პატარა წითელ ობობას ინგლისურად ეძახიან “ფულის მქსოველს”. თუ ასეთი ობობა სამოსზე აგაცოცდათ - ახალ ტანსაცმელს  შეიძენთ. თუ მას დაიჭერთ და ჯიბით ატარებთ - ფული ყოველთვის გექნებათ
• მარცვლეული, ვარდის ფურცლები, ფული და კანფეტები უნდა შეაყაროთ ახალდაქორწინებულებს ქორწინების სახლიდან გამოსვლისას - ეს მათ ბედნიერ ცხოვრებას მოუტანს.
• სამსახურში სიარული - ფულის მიღება.
• საფულე - ფულს მოიზიდავს მისთვის, ვისაც აჩუქებენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში ნებისმიერი სახის ხურდას ან ქაღალდის კუპიურას ჩადებენ.
• იმისათვის, რომ ახალდაქორწინებულები უფულობას არ განიცდიდნენ, ქორწილის დღეს სიძემ მარჯვენა ფეხსაცმელში უნდა ჩაიდოს რკინის ფული და შემდეგ ოჯახური რელიქვიის სახით შეინახოს ის. 

• ქუდს მაგიდაზე ნუ დადებთ - ფული არ გექნებათ.
• გასაღებს მაგიდაზე ნუ დადებთ - ფული არ შემოვა ოჯახში.
• თუ ფრინველის ფეკალია დაგეცათ  – ფინანსური წარმატების ნიშანია, თუმცა, იმისათვის, რომ ეს ნიშანი ახდეს, საჭიროა ის სწრაფად ჩამოირეცხოთ.
• თუ დღისით ველოსიპედით მიმავალი ახალგაზრდა მამაკაცი დაინახეთ – სატელეფონო ზარს ელოდეთ; თუ საშუალო ასაკის მამაკაცი დაინახეთ - ფულს არ ელოდოთ.
• სახლში თუ დარგეთ «ფულის ხე» – შემოსავალი გექნებათ.
• მარჯვენა ხელი თუ გექავებათ - ფულს მიიღებთ, ან ნაცნობს ხელს ჩამოართმევთ. თუ მარცხენა ხელი გექავებათ - ფულის გაცემა გელით.
• დიდი ფულის მოსაზიდად, საფულეში ატარეთ ერთი კონკრეტული კუპიურა, არ გახარჯოთ ის და არც არავის გაუცვალოთ - ეს კუპიურა მოიზიდავს ფულს.
• ორშაბათს ფულს არ გასცემენ, იმისათვის, რომ მთელი კვირა სულ გასავალი არ ჰქონდეთ.
• ფულის სესხება უმჯობესია ზრდადი მთვარისას, ხოლო გაცემა ჯობია, როცა მთვარე ილევა.
• თუ ობობა ჩამოდის ან დაეცემა ადამიანს სახურავიდან - მალე მიიღებთ მემკვიდრეობას ან ფულს დამატებითი შემოსავლის წყაროდან.