• შავმა კატამ გადაირბინა გზაზე - დაბრუნდით, თორემ არ გაგიმართლებთ; ეს მიშანი რომ არ ასრულდეს, აიღეთ ბარი, გატეხეთ შუაზე და სხვადასხვა მხარეს გადააგდეთ - გზა რომ გახსნათ; ან მარჯვენა ხელის შუა თითი დაადეთ საჩვენებელ თითს; ანდა დატრიალდით წრეზე და ისე განაგრძეთ გზა საითაც მიდიოდით იმ მიმართულებით.
• კატა ჩამოეკიდა ადამიანს – ახალი ტანსაცმლის შეძენის ნიშანია; კატა დახტის კუთხიდან-კუთხეში - სიხარულის ან ჩხუბის ნიშანია.
• კატა გაუთავებლად კნავის – ოჯახში ბავშვს ელოდეთ; კატა პირს იბანს, იქექება – სტუმრებს ელოდეთ.
• კატა თათებით ეჭიდება ფანჯრის რაფას და იყურება გარეთ – სტუმრიანობა იქნება.
• თუ კატამ ფეხსაცმელი დასვარა - სტუმრები მოვლენ.
• ორსული ქალისთვის არ ვარგა კატასთან თამაში - ბავშვს ბევრი მტერი ეყოლება.