კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ნიშნები და ცრურწმენა
• არ შეიძლება ზღურბლზე მისალმება და დამშვიდობება - კამათის მომასწავებელია თუ რაიმე დაგრჩათ სახლში და უკან მობრუნდით, ჩაიხედეთ სარკეში, თუ არა და წარმატება არ გექნებათ. წვიმაში მოხვედრა კარგის ნიშანია ზღურბლზე მარცხენა ფეხით გადაბიჯება - კარგის ნიშანია თუ გამოდიხართ ვინმეს სახლიდან და ფეხს წამოიკრავთ - მალე დაბრუნდებით უკან თუ გაყვებით წინ მიმავალი ადამიანის კვალს - ნიშნავს, რომ მის ძალებს თქვენ იღებთ თუ გზას მამაკაცი გადაგიჭრით - კარგის ნიშანია თუ გამგზავრების წინ გასაღები დაგივარდათ - წარუმატებლობის ნიშანია შავი ძაღლის დანახვა გზაზე - ცუდის ნიშანია კარგი იქნება, თუ გამგზავრების წინ სახლს და კიბეებს გაწმენდთ - გზა იქნება ნაყოფიერი ორშაბათი - მძიმე დღეა მგზავრობისთვის შორეული მგზავრობის წინ ბანაობა ან თმის დაბანა - ცუდის ნიშანია თუ შეხვედბით ქალს სავსე ვედროთი ან კალათით - წარმატებას მოასწავებს გამგზავრების წინ თუ წვიმა დაიწყო - ბედნიერი მგზავრობის ნიშანია თუ ფეხის გულები გექავებათ - გამგზავრებას მოასწავებს თუ მარჯვენა წარბი გექავებათ - სიხარული ან მეგობართან შეხვედრა, ხოლო თუ მარცხენა - ვიღაც გეჩხუბებათ ან მგზავრობის მომასწავებელია. ფეხები თუ გეწვით - მგზავრობის მომასწავებელია კარგი იქნება გამგზავრების წინ თუ სიჩუმეში იჯდებით - წარმატებული მგზავრობა გექნებათ