• ბავშვის გაჩენამდე არ შეიძლება მისი ტანსაცმლისა თუ სათამაშოების ყიდვა, ცუდად იმოქმედებს მასზე.
არ შეიძლება სხვისი ცხვირსახოცის გამოყენება - ცრემლების მომასწავებელია. თუ გჩუქნიან ახალ ცხივრსახოცს, სიმბოლურად რაღაც უნდა გადაუხადოთ.
თუ ითხოვებთ ჭურჭელს (ტაფა, თეფში, ჭიქა) - ცარიელი არ დააბრუნოთ უკან, რადგან თქვენი თეფში მუდმივად ცარიელი იქნება.
კარგი იქნება თუ შეეხებით ფულს, რომელიც გამოიმუშავეთ პირველი განაყიდისგან. თუ თქვენ ამას გააკეთებთ, სხვა ნივთები რომლებსაც ყიდით, სწრაფად და სარფიანად გაიყიდება.
ნალის ნახვა - ბედნიერების ნიშანია. კარგი იქნება, თუ მას დაკიდებთ შემოსასვლელი კარის თავზე.
ჩამოტეხილი ან გაბზარული თეფშიდან ჭამა არ შეიძლება, უიღბლობა იცის. ასე ვთქვათ ცხოვრება "ბზარებს" გიმზადებთ.
ბოროტი თვალისგან დასაცავად ატარეთ ქინძისთავი ტანსაცმელზე. სახლისთვის - კარის თავზე შეგიძლიათ ნემსით და ძაფით დაიცვათ თავი ცუდი თვალისაგან
თუ ძეწკვი გაწყდა კისერთან - რთული ვალდებულებისგან გათავისუფლებას მოასწავებს.
თუ სარკე გატყდა - უბედურებას მოასწავებს. ნამსხვრევები სასწრაფოდ უნდა გაიტანოთ სახლიდან და იყიდოთ ახალი სარკე
თუ გააჩუქებთ ან გაყიდით ნივთებს, რომლითაც თქვენი ბავშვი გაიზარდა - მალე მეორე შვილს ელოდეთ.
პალტოს ან კაბის დაკარგული ქამარი - უკანონო შვილზე მოასწავებს.
თუ თეთრეულს არასწორად ჩაიცვამთ - თქვენმა ოჯახის წევრებმა ზურგზე უნდა დაგარტყან ხელი, თორემ უსიამოვნებები გექნებათ.
თუ გინდათ, რომ ბავშვს ყველაფერი კარგად ჰქონდეს - თეთრეული ღამით არ გაფინოთ თოკზე.
ბავშვის დასვრილი ნივთები ძირს არ დაყაროთ - ბავშვი სიღარიბეში იცხოვრებს.
თუ დაკარგავთ ხელთათმანებს - უბედურების მომტანია. თუ დაკარგავთ საყურეს - ცუდი ამბების. ბეჭედს - საყვარელ ადამიანთან დაშორების. საათს - საქმეებში წარუმატებლობის. ქურთუკს - სკანდალის. პროდუქტებს - ვიღაც თქვენს ხარჯზე ცხოვრობს. გასაღებს - სახლს გაგიქურდავენ. საფულეს - ჩაფიქრებული არ განხორციელდება. ტელეფონს - კამათი გექნებათ.
სხვისი ტანსაცმლის ჩაცმა - თქვენს ბედს შეცვლით