ნიშნები და ცრურწმენა
• ობობა სახლში - აყვავებისა და ბედნიერების ნიშანია.
• ობობას დანახვა თავის ქსელში - წერილს მიიღებთ.
• ობობას დღისით დანახვა - სიყვარულის ნიშანია.
• თუ ჭერიდან ჩამოვარდნილი ობობა სახეზე დაგეცათ - სიკეთის ნიშანია.
• ობობა კაბაზე - შემოსავალს მიიღებთ.
• ობობას დილით დანახვა - დარდია; საღამოს - იმედი; ღამე - საზრუნავი.
• პატარა წითელ ობობას ინგლისურად ეძახიან “ფულის მქსოველს”. თუ ასეთი ობობა სამოსზე აგაცოცდათ - ახალ ტანსაცმელს  შეიძენთ. თუ მას დაიჭერთ და ჯიბით ატარებთ - ფული ყოველთვის გექნებათ.
• თუ ობობა ჩამოდის ან დაეცემა ადამიანს სახურავიდან - მალე მიიღებთ მემკვიდრეობას ან ფულს დამატებითი შემოსავლის წყაროდან.