• ბავშვის გაჩენამდე არ შეიძლება მისი ტანსაცმლისა თუ სათამაშოების ყიდვა, ცუდად იმოქმედებს მასზე.
ორსულისთვის არ შეიძლება ვერანდაზე (აივანზე) ჯდომა, ასევე კარის ზღურბლზე დგომა.
თუ ორსულს მუცელი ოდნავ მოგრძო, წაწვეტებული ფორმის აქვს - ბიჭი იქნება
ორსულისთვის არ შეიძლება ჩხუბი და ცუდი აურა - ბავშვს შეიძლება თანდაყოლილი ლაქა ჰქონდეს სხეულზე.
ჯერ არდაბადებული ბავშვის სახელი აუცილებლად საიდუმლოდ უნდა გქონდეთ.
არ შეიძლება ფეხი-ფეხზე გადადებული ჯდომა. ბავშვი შეიძლება ბრტყელტერფიანი იყოს
არ შეიძლება ხელების თავს ზევით აწევა, ფარდების ჩამოკიდება და გარეცხილი თეთრეულის დაკიდება - ბავშვი შეიძლება ჭიპლარში გაეხვას
არ შეიძლება კერვა - ბავშვს შეიძლება უიღბლობა სდევდეს ცხოვრების განმავლობაში.
ორსული ქალისთვის კატასტან თამაში არ შეიძლება - ბავშვს ბევრი მტერი ეყოლება.
თუ ორსულობაში ქალი ისეთივე ლამაზი არ არის, როგორიც იყო - გოგო იქნება