• პარასკევი, ისევე როგორც ორშაბათი, მძიმე დღეა.
• პარასკევს უზმოზე თუ დააცემინეთ - პაემანი გელით.
• ბავშვს პარასკევს და კვირას არ აბანავებენ .
• ბავშვი ძუძუს კარგ დღეს უნდა მოაშოროთ. მართლმადიდებლური ტრადიციებით, ამისათვის საუკეთესო დღეა - ვნების პარასკევი.
• ფრჩხილებს თუ ორშაბათს და პარასკევს დაიჭრით - ყოველთვის მდიდარი იქნებით.
• პარასკევს, ისევე როგორც ორშაბათს, არ შეიძლება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, ან საქმის წამოწყება - არ გაგიმართლებთ.
• პარასკევს დილით არ შეიძლება მღერა და მხიარულება — ცრემლებად შეგეცვლებათ.