კვირის პროგნოზი - მიხეილ ცაგარელი
ნიშნები და ცრურწმენა
• თუ ვაშლი გადმოვარდა მაგიდიდან – სიყვარულის ნიშანია.
• ჯვარდაწერილმა ქალმა არ უნდა მოიზომოს ნიშნობის ბეჭედი - საქმროსთან დაშორებას ნიშნავს.
• დაქალს ან სხვა ქალს სარკესთან თქვენს წინ დადგომის უფლება არ მისცეთ  - შეიძლება საყვარელი მამაკაცი წაგართვათ.
• თმის სამაგრის ან სავარცხლის დაკარგვა - საყვარელ მამაკაცთან დაშორების ნიშანია.
• უცოლო მამაკაცი არ უნდა დაჯდეს კარის ზღურბლზე – ქალები ცოლად არ გაჰყვებიან.
• არ არის რეკომენდირებული კიბეზე შეხვედრა  - რომანი მარტივად და დალაგებულად ვეღარ გაგრძელდება.
• დღისით ობობას დანახვა - სიყვარულის ნიშანია.
• ჯვარდაწერილებმა ერთად ფოტო არ უნდა გადაიღონ - მალე დაშორდებიან ან თანაცხოვრება ბედნიერი არ ექნებათ.
• შეყვარებულებისთვის საუკეთესო ქვად ითვლება - ფირუზი. მისი ფერი მუდმივობის სიმბოლოა.