შეთავსება
ვერძი
ვერძი
შეთავსება

თავსებადობა 91%. ისინი ერთნაირები არიან, თუმცა, ყოველი მათგანი იმდენად ნათლად წარმოაჩენს საკუთარ გენდერულ როლს, რომ სრულიად განსხვავებული ჩანან.

სიყვარული

მათ შორის სიყვარული იწყება სტიქიურად, ექსტრემალურად - მასში ყველაფერი ძალიან ცეცხლოვანი და მხურვალეა. ორივე სწრაფად ფეთქებადი ბუნების არიან, რის გამოც ვნების ალი ხშირად “უწვავთ” საღ გონებას. როცა ქალი-ვერძი და მამაკაცი-ვერძი ერთმანეთს მზერით შეხვდებიან, მათ გარშემო უდიდესი ენერგეტიკა იგრძნობა.

ერთი სიტყვით, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგებლების ურთიერთობაში არის ბევრი ვნება და გაუთვლელი მომენტები. სინაზე ნაკლები და თავისებურად გამოხატული აქვთ. ურთიერთობაში თითქმის არ არის სტაბილურობა და გაგება იმ ფორმით, როგორიც ჩვეულებრივ წყვილებს შორის არსებობს. სამაგიეროდ, ყველაფერი არის ძალიან გულახდილი: არანაირი საიდუმლო თემები ან ფლირტი პარალელურ რეჟიმში. ორივემ იცის, რომ მხოლოდ ერთმანეთი უნდათ…

სექსი

ორ ვერძს შორის სექსი არის ვნებიანი. ვერძები საწოლშიც კონკურენციას უცხადებენ არამარტო პარტნორს, არამედ საკუთარ თავსაც. ერთი, რაც შეიძლება ვერძების ინტიმურ ცხოვრებას აკლდეს - არის პარტნიორის სურვილებისადმი ყურადღება, რადგან ისინი მიჩვეული არიან მხოლოდ საკუთარი თავის მოსმენას და სურვილების ასრულებას. თუმცა, სექსისც ისეთი პროცესია, სადაც ნაკლებად უნდა განსაჯო, მეტი შეიგრძნო და აკეთო - ეს კი ვერძებს ყველაზე კარგად გამოსდით.

ქორწინება და ოჯახი

მათი ქორწინება იქნება ძალიან მყარი. ზოგადად, ასეთი რამ გასაკვირია ვერძების ხასიათიდან გამომდინარე, თუმცა, როცა ორი ვერძი ერთად ცხოვრებას გადაწყვეტს - ეს ასეც იქნება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი საკუთარ გრძნობებსა და არჩევანში ბოლომდე დარწმუნებული არ არიან, სჯობს ერთმანეთს ზედმეტი დაპირებები არ მისცენ - განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში. ასეთ დროს უმჯობესია მიყვნენ დინებას და ყველაფერი უკეთესად გამოუვათ. აღსანიშნავია, რომ მათგან საუკეთესო მშობლები დგებიან.

მეგობრობა

ორ ვერძს შორის მეგობრობა გამოირჩევა ერთგულებით და სტაბილურობით. სასიყვარულო ურთიერთბებისგან განსხვავებით, მეგობრობა ვერძებს საშუალებას აძლევს შეინარჩუნონ სიმშვიდე, რადგან მეგობრობაში არ არის ვნება და ემოციური აფეთქვებები, რაც მათ ენერგეტიკულად დაწვავს. ორი ვერძი ერთმანეთს ფაქტიურად უსიტყვოდ გაუგებს. მეგობარი-ვერძები ნებისმიერ სიტუაციაში პირდაპირ გაუმხელენ ერთმანეთს სურვილებს და ეცდებიან, რომ ერთად აისრულონ. მათ მეგობრობაში მნიშვნელობა არ აქვს სქესს - ყველაფერი თანასწორუფლებიანი პრინციპით ხდება.

სამსახური და ბიზნესი

ორივე ვერძს ახასიათებს გადაწყვეტილების სწრაფად მიღება - ზედმეტი ფიქრის გარეშე. მათი თანამშრომლობა საკმაოდ კარგად წარიმართება, თუკი ერთმანეთსაც დაეხმარებიან და საჭიროების შემთხვევაში, არც სხვიგან დახმარების მიღებაზეც იტყვიან უარს. საქმეში “მესამე” - მათ სჭირდებათ ბალანსისთვის, რათა უფრო მშვიდი და გაწონასწორებული გონებით იმოქმედონ. ვერძები ზედმეტად ორიენტირებული არიან მიზნების მიღწევასა და ფულის შოვნაზე, რის გამოც, ხშირად ვერ ახერხებენ ბალანსის პოვნას და  ძალიან ცუდი შედეგების წინაშე დგებიან. მათი საქმიანობის ყველაზე დიდი პლიუსი არის მაღალი შრომისუნარიანობა და განვითარებისკენ სწრაფვა, უარყოფითი კი, მოთმინებისა და დიპლომატიის არქონა და დეტალებისადმი უყურადღებობა.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება