თავსებადობა - 81%. ქალი-ვერძი - არის ენერგიული და შემტევი, მამაკაცი-კირჩხიბი - მერყევი და სენტიმენტალური. ერთი შეხედვით, ისინი ერთმანეთს კარგად უნდა შეეწყონ, რადგან ურთიერთსაჭირო მახასიათებლებს ატარებენ. მათ ურთიერთობაში ბევრი კამათი იქნება, მაგრამ ისე სასიამოვნოდ შერიგდებიან ყოველ ჯერზე, რომ ეს კინკლაობა მოეწონებათ კიდეც.
ეს არის წყვილი, სადაც ქალი-ვერძი მართავს ურთიერთობებს, ხოლო მამაკაცის ფაქტორი უბრალოდ არსებობს, რადგან მამაკაცი-კირჩხიბი მართვის სადავეებს სრულად გადასცემს ქალ-ვერძს, მაგრამ არის სიტუაციები, როცა მამაკაცი-კირჩხიბი ახერხებს ქალ-ვერძს სრულიად შეუმჩნევლად შეასრულებინოს თავისი კაპრიზები ისე, რომ ვერძი ვერც კი მიხვდეს ამას და ეგონოს, თითქოს ყველაფერი პირიქით ხდება. მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ ქალი-ვერძი და მამაკაცი-კირჩხიბი საკმაოდ კარგი წყვილია.
ეს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია. ქალი-ვერძის სიძლიერე შერწყმულია მამაკაცი-კირჩხიბის რბილ ხასიათთან. მამაკაც-კირჩხიბს აქვს უნარის შეაღწიოს ვერძის ქვეცნობიერში და ამის დახმარებით მისი ინტიმური სურვილები მთლიანად დააკმაყოფილოს. სექსუალურ ურთიერთობაში ამ წყვილს ზედმეტი სიტყვები არ სჭირდებათ.
ქორწინება მათ შორის სრულიად შესაძლებელია. ამის მინიმუმ ორი მიზეზი არსებობს: მამაკაცი-კირჩხიბის მისწრაფება სტაბილურობისა და პროგნოზირებადი სიტუაციისადმი და ქალი-ვერძის სურვილი, შეინარჩუნოს ძვირფასი ადამიანი. ოჯახის შექმნაში დაინტერესებული უფრო მამაკაცი-კირჩხიბი იქნება. ქალ-ვერძს კი უფრო აინტერესებს საყვარელი მამაკაცის სრულად დაუფლება და დამორჩილება. მოკლედ - თუ მოინდომებენ, ოჯახური ცხოვრება მათ ნამდვილად გამოუვათ.
თანაცხოვრებისას იქნება რთული მომენტები და კამათიც, მაგრამ ეს სწორედ ის “ცხარე სოუსი” იქნება, რომელიც აუცილებელია ურთიერთობების “გემოს” შესანარჩუნებლად. ქალი-ვერძის და მამაკაცი-კირჩხიბის წყვილი ერთმანეთს შეავსებენ და ოჯახური თანაცხოვრებით მიიღებენ იმას, რასაც ვერასოდეს შეძლებდნენ ცალ-ცალკე ან სხვასთან ცხოვრებით.
ახლო და კარგი მეგობრობა ამ წყვილს ნაკლებად გამოუვა - ერთად ყოფნისას, მათ უჩნდებათ ფიზიკური ლტოლვა პრინციპით: “ყველაფერი ან არაფერი”, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ურთიერთობა ინტიმით არ სრულდება, მხოლოდ მეგობრობა არ აინტერესებთ და ურჩევნიათ საერთოდ არ იკონტაქტონ.
ქალი-ვერძის და მამაკაცი-კირჩხიბის საქმიანი პარტნიორობის ყველაზე დადებითი მხარე არის ის, რომ ვერძი ძალიან მიზანმიმართულია, ხოლო კირჩხიბი ყველაფერს აკეთებს ამ მიზნების მისაღწევად. ის ერთგვარი ზურგი იქნება ქალი-ვერძისთვის, რომელიც მუდმივად ფრონტის წინა ხაზზეა. ვერძი ყოველთვის შეძლებს კირჩხიბში გააღვივოს ის ენერგია, რომელიც საჭიროა დასახული გეგმების და მიზნების მისაღწევად. უარყოფით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს მამაკაცი-კირჩხიბის უპასუხისმგებლობა და ქალი-ვერძის იმპულსურობა.
ერთი სიტყვით, თუ ქალი-ვერძი მიიღებს გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, ხოლო მამაკაცი-კირჩხიბი ყურადღებით იქნება და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ დროულად შეატყობინებს მას - პრობლმები ნაკლებად გაჩნდება, საქმე კი წარმატებით შესრულდება.