შეთავსება
ვერძი
მორიელი
შეთავსება

თავსებადობა - 76%. ქალი-ვერძი მიეკუთვნება იმ ქალებს, რომლებიც არ არიან დიდხანს ლოდინს მიჩვეული და ინიციატივას იღებენ საკუთარ ხელში, ხოლო მამაკაცი-მორიელი იმ კატეგორიის მამაკაცების წარმომადგენელია, რომლებსაც უყვართ, როცა ქალი საკუთარ თავს მკაფიოდ და დამოუკიდებლად წარმოაჩენს.

სიყვარული

რამდენადაც ზოდიაქოს ორივე ნიშანი - ვერძიც და მორიელიც - იმყოფებიან ვნებიანი მარსის გავლენის ქვეშ, მათ შორის სასიყვარულო კავშირი ხშირია. ისინი ერთმანეთს სწრაფად ამჩნევენ. ქალი-ვერძი ხიბლავს მამაკაც-მორიელს თავისი ღიაობით და სწორხაზოვნებით: მაგალითად, მას შეუძლია პირველი პაემანის ინიციატორი იყოს, რადგან კარგად იცის რა სურს და მოქმედებს თამამად. მამაკაცი-მორიელი კი მას მოდუნების და საკუთარი ქვეცნობიერის უკეთ გაგების საშუალებას აძლევს. მორიელს შეუძლია ვერძის ტრანსში შეყვანა, რაც ხელს უწყობს კიდევ უფრო მეტად დაახლოვებას. მაგრამ, ზემოთ ჩამოთვლილი მომენტების მიუხედავად, მათ ურთიერთობაში იქნება სტაბილურობის ნაკლებობა, თუმა, ეს რეალურად არც არაფერში სჭირდებათ.

სექსი

მარსი და პლუტონი, რომლებიც ვერძს და მორიელს განაგებენ - ყველაზე სექსუალური პლანეტებია. ამიტომ, ქალ-ვერძსა და მამაკაც-მორიელს შორის სექსი იქნება - განუმეორებელი და ვნებიანი. მათ ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით, გრძნობენ იმას, რისი გამოხატვაც სიტყვებით შეუძლებელია. ქალი-ვერძი და მამაკაცი-მორიელი შეძლებენ ხანგრძლივი ექსპერიმენტების ჩატარებას ინტიმურ ურთიერთობაში, საწოლში მოსინჯავენ ყველაზე ექსტრემალურ და უცნაურ პოზებს - დაწესებულ საზღვრებსაც გადავლენ, რადგან მათთვის რეალურად არანაირი საზღვარი არ არსებობს.

მამაკაცი-მორიელი მოხერხებულად შესთავაზებს ქალ-ვერძს თავის ყველაზე თამამ სექსუალურ სურვილებს, ის კი სიამოვნებით დათანხმდება მათ განხორციელებას. თუმცა, არსებობს რისკი იმისა, რომ ორივე პარტნიორი შეიძლება ერთ დღესაც დაიღალოს და ვეღარ შეძლონ აქტიური სექსის ქონა. ასეთ დროს, მათ შეუძლიათ აიღონ ხანმოკლე შესვენება, მოიკრიბონ ძალები და ახალი იდეებით გააგრძელონ ინტიმური ცხოვრება.

ქორწინება და ოჯახი

ქალი-ვერძის და მამაკაცი-მორიელის წყვილი ხშირად ქორწინდებიან. მათ ერთმანეთის მიმართი დიდი მიზიდულობა აქვთ, რომელიც შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე გაყვეთ. ერთადერთი მინუსი მათ თანაცხოვრებაში შეიძლება იყოს კომპრომისზე წასვლის არცოდნა. ორივე მღელვარე, ემოციური, ჯიუტი და პრინციპულია. წყვილი შეიძლება ხშირად და ძალიან სკანდალურად დაშორდეს, თუმცა, ყოველი დაშორების შემდეგ იქნება ვნებიანი შერიგება.

მეგობრობა

ამ წყვილს მეგობრობა გამოუვა, თუ შეძლებენ და ურთიერთობას ინტიმურ სიახლოვეში არ გადაიყვანენ. მეგობრობაში მათ შეუძლიათ ერთმანეთის მხარდაჭერა, ნებისმიერ სიტუაციაში უპირობო დახმარება. ერთგულება - ეს ის თვისებაა, რომელსაც ორივე აფასებს და უნდა ითქვას, რომ ახასიათებთ კიდეც.

სამსახური და ბიზნესი

საქმიანობაში ეს არის წარმატებული წყვილი. ქალი-ვერძი და მამაკაცი-მორიელი შეძლებენ შემოქმედებით და პროფესიულ წვას ნებისმიერი სფეროში. ისინი დაუღალავი ენთუზიასტები არიან და შეუძლიათ იმპულსი მისცენ ნებისმიერ პროექტს. რაც შეეხება დეტალებს - მათი დამუშავება შეიძლება ორივეს სუსტ მხარედ ჩაითვალოს. ერთი სიტყვით, თუ მამაკაცი-მორიელი შეძლებს რაიმე საკთხზე კონცენტრირებას და ჩაღრმავებას, ქალი-ვერძი ამ რეჟიმს ვერ გაუძლებს და უბრალოდ წყობიდან გამოვა, მაგრამ, თუ მიზანი იქნება მნიშვნელოვანი და ფასეული, მაშინ შეძლებს კონცენტრირებას და სასურველის მიღწევაც გამოუვათ ერთობლივი ძალებით.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება