თავსებადობა - 97%. ორივე მიეკუთვნება ცეცხლის სტიქიას: ნათელი და ენერგიულები, სწრაფად აენთებიან და ასევე სწრაფად ქვრებიან.
ქალი-ვერძი, რომელიც ისეთივე გულუხვ ადამიანზე ოცნებებს, როგორიც თავად არის, გაუცნობიერებლად ხატავს მამაკაცი-ლომის სახებას. ის ელეგანტური, სასიამოვნო პიროვნებაა და მზადაა ქალი-ვერძის გული მოიგოს მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება, რადგან ქალ-ვერძს დიდი დრო სჭირდება ურთიერთობის დასაწყებად. თუმცა, უნდა იქთვას, რომ ორივეს საკმაოდ მოსწონს ერთმანეთთან ასეთი თამაში. ისინი ერთად არასოდეს მოიწყენენ: ქალი-ვერძიც და მამაკაცი-ლომიც ურთიერთობაში თავიდან-ბოლომდე ერთვებიან, ვერავის ამჩნევენ გარშემო ერთმანეთის გარდა. მათი კავშირის ძირითადი პრობლემა შეიძლება იყოს ეჭვიანობა - ორივე მათგანი საშინელი მესაკუთრეა.
ქალი-ვერძი ზედმეტად იეჭვიანებს მამაკაც-ლომზე, რადგან მას ძალიან უყვარს საზოგადოებაში კეკლუცობა და თავის წარმოჩენა. გაბრაზებული ქალი-ვერძის დანახვა ლომს ძალიან სიამოვნებს. საქმე შეიძლება იქამდეც მივიდეს, რომ ვერძმა კარი გაიხუროს და გაიქცეს, მაგრამ მამაკაცი-ლომი აუცილებლად ეცდება მის დაბრუნებას. ზოგიერთ წყვილში ასეთი სიტუაცია შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს.
ქალი-ვერძის და მამაკაცი-ლომის წყვილში იქნება ბევრი და ვნებიანი სექსი. ორივეს უყვარს სპონტანურობა, ჭავლივით მოზღვავებული ემოციები და მათი ბუნებრივად გამოხატვა. ერთმანეთის აღგზნება, მათი საუკეთესო გასართობი გახდება. საწოლში მათ შეუძლიათ განუსაზღვრელად დიდი დრო გაატარონ. ერთადერთი პრობლემა, რაც შეიძლება ამ ორი ნიშნის ურთიერთობაში იყოს, ეს არის ახალი ეროტიკული იდეების პერიოდული დეფიციტი. მთლიანობაში, ქალი-ვერძი და მამაკაცი-ლომი საუკეთესო წყვილია და ძალიან შეეფერებიან ერთმანეთს.
მათი ოჯახი იქნება იტალიურის მსგავსი - ბევრი ემოციით და ნაკლები კონსტრუქციულობით. რაც უფრო დიდხანს იქნებიან ერთად, მით უფრო დაწყნარდება სიტუაცია, მაგრამ თანაცხოვრების დასაწყისში, დაპირისპირებას ვერ აცდებიან. მათ ქორწინებაზე ფილმის გადაღებაც კი იქნება შესაძლებელი, მსუბუქი კომედიის ჟანრში. თავადაც ისე მოიქცევიან, როგორც მსახიობები სცენაზე.
მათი ბავშვები თავს ბედნიერად იგრძნობენ მშობლებთან. თუმცა, ზოგჯერ სიმშვიდე დასჭირდებათ, რაც იშვიათობაა ქალი-ვერძისა და მამაკაცი-ლომის სახლში.
ქალი-ვერძისა და მამაკაცი-ლომის მეგობრობა სრულიად შესაძლებელია. ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს, აქვთ საერთო ინტერესები და შეხედულებები. მათ შეუძლიათ დროის საინტერესოდ გატარება, მაგალითად: სავარჯიშოდ ერთად წასვლა, მუზეუმში და ლაშქრობებზე წასვლა, საინტერესო საუბრის წარმართვა ნებისმიერ თემაზე. არცერთს არ უყვარს ლოდინი, ამიტომ, მათი შეხვედრები იქნება ხანმოკლე, თუმცა ნაყოფიერი.
საქმიანობაში ქალი-ვერძი და მამაკაცი-ლომი დაუღალავები არიან. მამაკაცი-ლომი უფრო ორიენტირებულია გარემოცვაზე, ვიდრე ქალი-ვერძი. ერთად მუშაობისას, სჯობს, რომ მამაკაცი-ლომი იყოს ქალი-ვერძის დაქვემდებარებაში, რადგან მასშტაბურად აზროვნება არ ახასიათებს. მათი ერთად მუშაობის ან ბიზნესის წარმოებისთვის ყველაზე შესაფერისი სფეროებია: პიარი, ხელოვნება და მასმედია.
ქალი-ვერძიც და მამაკაცი-ლომიც ორიენტირებული არიან სტატუსსა და პრესტიჟზე, ამიტომ, ყველაფერს აკეთებენ დასახული მიზნის მისაღწევად და თავის დასამკვიდრებლად. გამორიცხული არ არის, რომ ერთმანეთს კონკურენციაც კი გაუწიონ - მათ უყვართ შეჯიბრი, რაც საუკეთესოდ ავლენს თითოეულის ხასიათს და კიდევ უფრო ააქტიურებს მათ. ერთადერთი, რითაც ისინი არ უნდა დაკავდნენ - არის ფინანსური ანგარიშები და დოკუმენტაციასთან მუშაობა.