შეთავსება
ვერძი
მშვილდოსანი
შეთავსება

თავსებადობა - 92%. მათ ურთიერთობაში ბევრი ვნებაა, თუმცა, საინტერესოა, რამდენად ეგუება მესაკუთრე ქალი-ვერძი, თავისუფლების მოყვარულ მამაკაც-მშვილდოსანთან თანაცხოვრებას?

სიყვარული

რადგან ქალი-ვერძიც და მამაკაცი-მშვილდოსანიც მიეკუთვნებიან ცეცხლის სტიქიას, მათ ურთიერთობაში ბევრი ვნება იქნება. სხვაობა მხოლოდ იმაშია, რომ ქალი-ვერძი — ცეცხლის პირველადი კერაა, ყველაზე ცხელი, ყველაზე ძლიერი. მამაკაცი-მშვილდოსანი კი წარმოადგენს თანაბარ ალს, თბილს, სასიამოვნოს, რომელიც ნელა იწვის. სავარაუდოდ, ქალი-ვერძის მხრიდან წამოსული აქტივობა, მისთვის ზედმეტი იქნება — მამაკაცი-მშვილდოსანი, ვნებიანობის მიუხედავად ემხრობა მსუბუქ და მარტივ ურთიერთობებს. ქალი-ვერძი კი პარტინიორისგან მოითხოვს სრულად მასზე გადართვას და დახარჯვას, რადგან თავად სწორედ ასე იქცევა. მამაკაცი-მშვილდოსანი ერთ ქალზე არ იციკლება, რაც თავისთავად არ აწყობს ქალ-ვერძს და თვლის, რომ ის საკმარისად არ უყვართ და არ სჭირდებათ. მამაკაცი-მშვილდოსანისთვის ურთიერთობებში აუცილებელია “ჰაერი”, ქალი-ვერძი კი მას “ხუთავს” ჭარბი სიყვარულით. 

ერთი სიტყვით, თუ ქალი-ვერძი შეასუსტებს ზეწოლას, ხოლო მამაკაცი-მშვილდოსანი ცოტათი შეზღუდავს საკუთარ თავისუფლებას, სრულიად შესაძლებელია, რომ ჰქონდეთ ხანგრძლივი და მჭიდრო ურთიერთობა.

სექსი

ქალ-ვერძსა და მამაკაც-მშვილდოსანს შორის სექსი არასოდესაა დაგეგმილი და გათვლილი. ის, რაც მათ ინტიმში აერთიანებთ, ძირითადად არის სპონტანურობის სიყვარული. ისინი პროცესშივე იგონებენ რაიმე ახალს, არჩევენ საინტერესო ადგილს სექსისთვის და ცდილობენ განახორციელონ ყველაზე ფარული სურვილები. ერთადერთი, რამაც მათ შეიძლება ხელი შეუშალოს ინტიმურ ურთიერთობაში, არის მამაკაცი-მშვილდოსნის მორჩილება ქალი-ვერძის მიმართ.

ქორწინება და ოჯახი

ქალ-ვეძსა და მამაკაც-მშვილდოსანს შორის ქორწინება - წარმატებული იქნება, რადგან ორივე აქტიური, ენერგიული და საერთო ფასეულობების მატარებელია. მშვიდი და მყუდრო გარემოს მიმართ მოთხოვნილება ნაკელბი აქვთ - მათ მხოლოდ სიახლეები და თავგადასავლები სჭირდებათ. ამ ენერგიულ პროცესში ჩართული იქნებიან მათი შვილებიც და ნამდვილად არ მოიწყენენ.

მეგობრობა

ქალ-ვერძს და მამაკაც-მშვილდოსანს სასაუბრო ბევრი ექნება. ორივე აქტიური ცხოვრების მოყვარულები არიან და ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდებიან. ისინი ერთმანეთს მხარს დაუჭერენ ნებისმიერ წამოწყებაში, თუმცა, უმეტესწილად, ქალი-ვერძი ვერ გაიგებს რა სურს მამაკაც-მშვილდოსანს, რადგან მისთვის მნიშვნელოვანია ესმოდეს საქმე რატომ კეთდება და როგორია გეგმა. მამაკაცი-მშვილდოსანი ქალი-ვერძის ცხოვრებაში შეიძლება დროდადრო გაუჩინარდეს, თუმცა, ასეთი ქცევაც კი, ვერ შეძლებს მათი მეგობრობისთვის ზიანის მიღენებას.

სამსახური და ბიზნესი

თუ ზოდიაქოს ეს ორი ნიშანი გაერთიანდება იმისათვის, რომ ერთად იმუშაონ, დიდ შედეგებს მიაღწევენ. რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ პროცესი იყოს სრულყოფილი და უწყვეტი, მათ დასჭირდებათ სხვა, მაგალითად მიწის სტიქიის წარმომადგენლები, თავის გუნდში. თუმცა, ქალი-ვერძი და მამაკაცი-მშვილდოსანი ყოველთვის თავად ქმნიან პირველად იმპულსს, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი კარგი პროექტის სტარტისთვის სხვადასხვა სფეროში.


 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება