თავსებადობა - 81%. მას შეუძლია დარჩეს კუროს გვერდით აქტიური და კაშკაშა, ის კი დინჯი და გაწონასწორებული. როცა ვერძის ენერგეტიკა შეხვდება კუროს შინაგან სამყაროს, დაიწყება ორი ჯიუტის უსიტყვო ჭიდილი. მოგვიანებით ერთმანეთი შეუყვარდებათ და ეს ჭიდილი კიდევ უფრო საინტერესო გახდება.
მათ შეუძლიათ ერთმანეთი ძალიან შეიყვარონ. მამაკაც-კუროს მიიზიდავს ქალი-ვერძის ენერგია, რომელიც მას არასაკმარისად აქვს, ხოლო ქალი-ვერძი იპოვის მასში სტაბილურობას, რომელიც ძალიან სჭირდება. თუმცა, კუროს სტაბილურობა და მონოტონურობა, ვერძს ზოგჯერ აღიზიანებს. კუროს კი თავის მხრივ ძაბავს ვერძის იმპულსურობა და ვერ ხვდება, რაში სჭირდება მას ძალების ასე უაზროდ ხარჯვა.
ვერძი ყოველთვის იხარჯება, კურო ნაკლებად. ვერძი მუდმივად გადასცემს კუროს ემოციებს, სურვილებს, ის კი თვლის, რომ სჯობს სიმშვიდე შეინარჩუნოს. იმისათვის, რომ სრულფასოვნად წარმოვიდგინოთ, როგორია ქალი-ვერძის და მამაკაცი-კუროს ურთიერთობა, უნდა გავიხსენოთ ფილმი “ჭირვეულის მორჯულება” - და დამატებითი კომენტარის გაკეთება საჭირო აღარ იქნება…
მათი სექსუალური ურთიერთობა ძალიან ვნებიანია. ქალი-ვერძი სავსეა ემოციებით და ვნებით, ხოლო მამაკაცი-კურო ახდენს ამ ყველაფრის ტექნიკურ მხარდაჭერას და იძლევა გარანტიას, რომ არცერთი მათგანი არ გაჩერდება შუა გზაზე. ვერძს უყვარს ინიციატორობა, ვნებების ცეცხლის დანთება, კურო კი მხარს უჭერს და ხელს უწყობს ამ განწყობის დიდი ხნით შენარჩუნებას. ერთი სიტყვით, მათ ყველაფერი კარგად აქვთ მანამ, სანამ ქალი-ვერძი გატაცებული იქნება მამაკაცი-კუროთი, ხოლო ეს უკანასკნელი არ დაიღლება.
რა თქმა უნდა მათ შეუძლიათ დაქორწინდნენ, თუმცა რთული სათქმელია, რომელი მათგანი იქნება უფრო დაინტერესებული ურთიერთობის გაოფიციალურებით. სავარაუდოდ - ქალი-ვერძი, რადგან მას სურს იყოს ყველგან და ყოველთვის პირველი. ამიტომ, მამაკაც-კუროს ის სწრაფად და თამამად განუცხადებს საკუთარი სურვილების შესახებ. თუმცა, მათი ოჯახური ცხოვრება მარტივი არ იქნება და ტემპერამენტში დიდი სხვაობა, მალევე იჩენს თავს პრობლემების სახით.
მამაკაცი-კუროს ბუნებრივი მოთმინება, საშუალებას იძლევა მოგვარდეს ნებისმიერი კონფლიქტი. ოჯახისთვის მას შეუძლია არ გამოხატოს უკმაყოფილება. რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ქალ-ვერძზე, რომელსაც ყველა საკამათო საკითხის მყისიერად გარკვევა და მოგვარება სურს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ მამაკაცი-კურო მეტ ყურადღებას მიაქცევს ქალი-ვერძის რეაქციებს, ხოლო ის თავის მხრივ, იქნება უფრო თავშეკავებული. თუ ამას შეძლებენ, დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებენ.
თუ ქალი-ვერძი და მამაკაცი-კურო მეგობრობენ, ვერძი აძლევს რჩევებს, როგორ მოიქცეს ქალებთან. კურო კი ცდილობს გაანეიტრალოს ვერძის ქცევა, აზროვნება და იდეები. ვერძი კუროს ასწავლის ემოციურად გახსნას, კურო კი იმპულსურობასთან გამკლავებას და ცივი გონებით ფიქრს. ვერძს სწყურია მეტი აქტივობა, კუროს მეტი სიმშვიდე. ისინი ერთმანეთს აბალანსებენ და ფაქტიურად გასაყოფი არაფერი აქვთ. ამიტომ, მათი მეგობრობა შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს.
ვერძი აინიცირებს ახალ საქმეს, კურო ითვლის რა რაოდენობის ფინანსური რესურსი დასჭირდება ამ ყველაფერს. მათგან იდეალური საქმიანი პარტნიორები დადგება. ქალი-ვერძის ენერგიულობა და მამაკაცი-კუროს გონიერება, საშუალებას მისცემთ წარმატებას მიაღწიონ საქმიანობაში. მათი თანამშრომლობის ნეგატიური მხარე არის ის, რომ ორივეს შეუძლია ჩაციკვლა მატერიალურ საკითხებზე და ამის გამო ხშირად განიცდიან იდეების დეფიციტს, რაც ძალიან აუცილებელია საქმის განვითარებისთვის.
ქალი-ვერძიც და მამაკაცი-კუროც ფიქრობენ აწმყოში, ამიტომ, ხშირად, მათ შეიძლება ვერ გათვალონ მოსალოდნელი შედეგები და მიიღონ მცდარი გადაწყვეტილებები. დანარჩენ საკითხებს რაც შეეხება - მათი, როგორც ორი მატერიალისტის კავშირი საკმაოდ წარმატებულია.