თავსებადობა - 84%. ქალი ვერძი არის — ცეცხლოვანი, მამაკაცი-ქალწული დაბალანსებული და პრაქტიკული.
სასწორი ზედმეტად რაციონალურია ქალი-ვერძისთვის. მამაკაც-ქალწული არ უყვარს მოულოდნელობები და ზემდმეტი აგრესია, რის განსახიერებაც არის ქალი-ვერძი. რა თქმა უნდა, ის უდაოდ სექსუალურია და ქალწული ამას აფასებს კიდეც, თუმცა ურჩევნია უფრო დაბალანსებული რომ იყოს ვერძის ქცევა. ქალი-ვერძი მიჩვეულია გარემოს შევსებას საკუთარი აქტივობით - ის არის ხალასი, ვნებიანი და შეუძლებელია, რომ შეუმჩნეველი დარჩეს.
მამაკაც-ქალწულს უყვარს უფრო რბილი, ნაზი ქალები, რომლებიც არ ითხოვენ ზედმეტ ყურადღებას. მას თავად უნდა რომ იყოს გრძნობების გამოხატვის ინიციატორი. ქალი-ვერძი მის კუთვნილ სიყვარულს და სითბოს მიღებას უწყეტად და ჭარბად ელის, ქალწული ასე მარტივად არ ემორჩილება მის მოთხოვნებს. მაშინაც კი, თუკი მამაკაცი-ქალწული აირჩევს დანებების ტაქტიკას, ეს დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან არ შეუძლია სხვისი გავლენის ქვეშ ხანგრძლივი დროით ყოფნა.
თუ მათ ერთმანეთი შეუყვარედათ, მოუწევთ საკუთარი პიროვნების და ქცევის კორექტირება, თუმცა, პროცესში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ დიდი მონდომების მიუხედავად, არაფერი გამოსდით.
სექსში ქალ-ვერძს ბადალი არ ყავს. მისი ენერგია ულევია. მამაკაცი-ქალწული გაოგნებული დარჩება მათი ურთიერთობის ახალ ეტაპებზე სწრაფად გადასვლით, რადგან მისთვის მისაღებია ურთიერთობის ნელი და სტაბილური განვითარება, მას სურს უხელმძღვანელოს პროცესებს, იმოქმედოს მეთოდურად, აუჩქარებლად, თუმცა, ქალ-ვერძს არ შეუძლია ლოდინი. ტემპო-რითმების ასეთი აცდენის გამო, მათი ინტიმური ურთიერთობა, დიდი ალბათობით არ შედგება. თუმცა, ძლიერი გრძნობა და ლტოლვა ექნებათ და დათმობზეც წავლენ - მაშინ შესაძლებელია.
ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც მათ ქორწინება არ უნდა გააფორმონ, არის შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობა. ქალი-ვერძი მუდმივად თავის ნათქვამზე იქნება, ხშირად მისი სურვილები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვა რეალობასთან, მამაკაცი-ქალწული კი ყოველთვის მოითხოვს წესებისა და ნორმების დაცვას, რადგან მიჩვეულია რეალობაზე დაყრდნობით მოქმედებას - ეს მისი ძლიერი მხარეა. ქალი-ვერძი ვერ მოიშლის ინპულსურ ქცევას. არის მცირედი შანსი, რომ ერთმანეთი დააბალანსონ, თუმცა, ამის მიღწევა ძალიან რთულია.
ერთადერთი ვარიანტი, როცა მათი თანაცხოვრება შესაძლებელი შეიძლება იყოს, არის ქალ-ვერძის მხრიდან საკუთარი ირაციონალურობის და მესაკუთრე ხასიათის მოთოკვა, ხოლო მამაკაცი-ქალწულის მხრიდან უფრო ტოლერანტულობა საყვარელი ქალის მიმართ.
ქალი-ვერძის და მამაკაცი-ქალწულის მეგობრობა სასარგებლოა ორივე მხარისთვის. ვერძი იღებს აუცილებელ მხარდაჭერას ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, ხოლო ქალწული იზიარებს მის ემოციებს და “თბება” მასთან ყოფნით. მეგობრობა, ყველაზე იდეალური ფორმატია, რაც შეიძლება ზოდიაქოს ამ ნიშნებს ჰქონდეთ. მათი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება და რთულ მომენტებში, ყოველთვის გაამხნევებენ ერთმანეთს .
მთავარი რჩევა ვარსკვლავების მხრიდან ორივესთვის არის ის, რომ ეცადონ ერთმანეთს საკუთარი აზრები და სურვილები არ მოახვიონ თავს. ქალი-ვერძი უნდა იყოს ძალიან ფრთხილი ქცევის მეგობარი მამაკაცი-ქალწულის მიმართ, ხოლო მამაკაცი-ქალწული თავის მხრივ, უფრო მარტივად უნდა მიუდგეს ქალი-ვერძის სპონტანურობას და თავი შეიკავოს ზედმეტი კრიტიკისგან.
ქალ-ვერძს და მამაკაცს-ქალწულს საკმაოდ კარგი ბიზნეს პარტნიორობა და თანამშრომლობა გამოსდით. თითოეულ მათგანს აქვს ის, რაც აკლია მეორეს მაღალი შრომისუნარიანობისა და პროდუქტიულობისთვის. მაგალითად: მამაკაც-ქალწულს აქვს იდეებისა და ენერგიულობის ნაკლებობა, ქალ-ვერძს კი სჭირდება ვინმე, ვინც სწორ რჩევებს, მიმართულებას მისცემს და შესთავაზებს მიზნების მიღწევის მოსახერხებელ მეთოდებს. თუ მათ საერთო ბიზნესი აქვთ, ეს ორივეს დადებითად დამუხტავს. ამ პროცესში მამაკაცი-ქალწულის მოვალეობაა დეტალების და დოკუმენტაციის დამუშავება, ხოლო ქალი-ვერძის - მოტივაცია და ახალი იდეების შეთავაზება.