თავსებადობა - 82%. ქალი-ვერძი ყველას აოცებს თავის ენერგეტიკით, მამაკაცი-თხის რქა — სიჯიუტით. რამდენადაც ერთმანეთს გვანან, იმდენად განსხვავებულიც არიან.
ქალი-ვერძი შეძლებს სიყვარულის გაღვივებას ისეთ ხისტ არსებაშიც კი, როგორიც არის მამაკაცი-თხის რქა, რომელსაც მთლად შეიძლება არ მოეწონოს მისი ასეთი სწორხაზოვნება, მაგრამ ქალი-ვერძი მიზანს მაინც მიაღწევს და თავს შეაყვარებს, დაანახვებს, რა დიდი ვნებისა და სიყვარულის ალია მასში. ზოდიაქოს ვერცერთ ნიშანს ვერ გამოუვიდოდა ასე კარგად იმის ჩვენება მამაკაცი-თხის რქასთვის, თუ როგორი ნათელი ბუნება აქვს, რომელსაც კარგად მალავს არამარტო სხვებისგან, არამედ საკუთარი თავისგანაც.
მამაკაც-თხის რქას შეუძლია გაუჩინოს ის ნდობა, რომელსაც ქალი-ვერძი მუდმივად ეძებს, რათა სიყვარული შეინარჩუნოს სამუდამოდ. მათი სიყვარული შეძლებს ბევრი დაბრკოლების გადალახვას. ერთადერთი, რაც შეიძლება პრობლემად იქცეს ამ წყვილის ურთიერთბაში, არის ხისტი ხასიათი და სენტიმენტალურობის დეფიციტი.
მათ შორის სექსი იქნება ვნებიანი და ტემპრამენტიანი, ხშირი, ინტენსიური და ზოგჯერ ნაზიც. ქალი-ვერძი შეძლებს გააღვიძოს მამაკაც-თხის რქას სექსუალურობა. ხოლო ის ქალ-ვერძისთვის უზრუნველყოფს სტაბილურობის განცდას. მათი ინტიმური ურთიერთობა იქნება ღრმა და ხანგრძლივი, თუმცა, შთაგონების ნაკლებობით. ვარსკვლავები ამბობენ, რომ რომანტიკული ფილმები, წიგნები და მუსიკა ამ პრობლემას თავისუფლად მოაგვარებს.
მამაკაცი-თხის რქა ეკუთვნის იმ კატეგორიას, ვინც ქორწინებას სერიოზულად უდგება. ის არასოდეს გადადგამს ამ ნაბიჯს დაუფიქრებლად და სწრაფად ან ერთი ნახვით შეყვარებით. მას სჭირდება პარტნიორის გამოცდა, მისი გაგება სრულყოფილად. ქალი-ვერძი ხშირად ჩქარობს ურთიერთობების დაკანონებას, რადგან სურს “დაიკავოს” რჩეულის გული სამუდამოდ და გახდეს მისი ცხოვრების ნაწილი.
შეხედულებებსა და სურვილებში ასეთი აცდენის გამო, მათ შორის შეიძლება გაუგებრობა გაჩნდეს: ქალი-ვერძი მოითხოვს ხელის თხოვნას, ის კი წინააღმდეგობას გაუწევს. თუმცა, მას შემდეგ, რაც დრო მათ ურთიერთობას გამოცდის და მამაკაცი-თხის რქა დარწმუნდება საკუთარი და პარტნიორის გრძნობებში, თავად მივა ამ გადაწყვეტილებამდე და ამის შემდეგ, მათი კავშირი იქნება იდეალური და ხანგრძლივი.
ისინი შეძლებენ მეგობრობას: ქალი-ვერძი დაეხმარება მამაკაც-თხის რქას გაუმკლავდეს საკუთარ ემოციურ პრობლემებს (ცნობილია, რომ მათ ხშირი დეპრესიული შეტევები აქვთ…). მამაკაცი-თხის რქა კი თავის მხრივ დაეხმარება ქალ-ვერძს გადაჭრას მორალის და ზნეობის ჩარჩოებს გაცდენილი საკითხები, როცა უბრალოდ მისაღებია რაციონალური გადაწყვეტილებები. ისინი სჭირდებიან ერთმანეთს, რადგან შეუძლიათ ერთმანეთის შევსება, აქვთ ხასიათის ის ნიშნები, რაც მეგობარს უნდა ჰქონდეს. რამდენადაც ორივე ჩაციკლულია გრძელვადიან ურთიერთობებზე, მათი მეგობრობა იქნება ხანგრძლივი და სასიამოვნო.
ქალი-ვერძები და მამაკაცი-თხის რქების სამუშაო წყვილში, ვერძს ექნება ინიციატორის როლი, ხოლო თხის რქას სამოქმედო სქემის შემქმნელის, რომლის მიხდვითაც განახორციელებენ დავალებებს შედეგების მისაღებად. ვერძი იქნება იდეების გენერატორი, შთაგონების და მოტივაციის მიმცემი სერიოზული და ნელი თხის რქასთვის. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ შეძლებს საჭიროების დროს გაანეიტრალოს და ფანტაზიებში გაჭრილი ჰიპერაქტიური ვერძი, რეალობას დაუბრუნოს.