შეთავსება
ვერძი
ტყუპები
შეთავსება

თავსებადობა - 72%. ქალი-ვერძი არის ცეცხლოვანი. მამაკაცი-ტყუპები შედარებით ცივი და მასთან ურთიერთობით ვერძი ან ბოლომდე იკაშკაშებს ან პირიქით, სრულად ჩაქვრება. შეიძლება ვერძმა ვერ შეძლოს მამაკაცი-ტყუპების გულის დაპყრობა, თუმცა, საკმაოდ დიდხანს დარჩება მის მეხსიერებაში.

სიყვარული

ქალი-ვერძისა და მამაკაცი-ტყუპების ურთიერთობას ვერ ვუწოდებთ სულიერად ახლობელს - ვერძის სტიქია ცეცხლია, რაც გულისხმობს მის სწრაფად ანთებას და ასევე სწრაფად ჩაცხრობას. ტყუპების სტიქია ჰაერია, რაც იმას გულისხმობს, რომ ის მსუბუქია და ქარივით თავისუფლად ქროლვა უყვარს. გრძნობების ხანმოკლე დროით გაღვივება არის მათი ურთიერთობის მიზეზი. ამიტომ, ყოველთვის ექნებათ სიღრმისეული კავშირის უკმარისობა. შესაძლოა, ქალი-ვერძის გვერდით ყოფნა საუკეთესო ვარიანტი იყოს მამაკაცი-ტყუპებისთვის, მაგრამ არა ქალი-ვერძისთვის, რადგან მას მუდმივად ექნება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ამ ურთიერთობით. საჭრო მომენტში, მამაკაცი-ტყუპები არასოდეს იქნება მის გვერდით - ის ტიპიური ფიგაროა. არასტანდარტული სიყვარულის გამო, ამ წყვილის ურთიერთობა საკმაოდ რთულია. თუმცა, ვარსკვლავები ამბობენ, რომ დიდი სურვილის შემთხვევაში (უფრო ქალი-ვერძის მხრიდან), მათ კავშირს არსებობის შანსი ნამდვილად აქვს.

სექსი

ქალ-ვერძსა და მამაკაც-ტყუპებს შორის სექსი შეიძლება იყოს ძალიან სასიამოვნო და უცნაური. მასში ვნებას შეიტანს ვერძი, ტყუპები კი იზრუნებს იმაზე, რომ პროცესი არ იყოს ტრივიალური. ისინი უფრო მეტად შეხვდებიან სპონტანურად, დაუგეგმავად, რაც ტყუპების ფანტაზიის ნაკლებობას შეავსებს და ვერძის მოულოდნელ სურვილებს დააკმაყოფილებს.

ზოდიაქოს ეს ორი ნიშანი, ინტიმურ ურთიერთობაში ერთმანეთს საკმაოდ კარგად გაიცნობენ საიმისოდ, რომ სათანადო სიამოვნება მიიღონ ამ კავშირით, თუმცა, ყოველთვის დარჩება იდუმალი მომენტები, რაც მამაკაც-ტყუპებს საშუალებას მისცემს ყოველ ჯერზე ხელახლა აღმოაჩინოს საოცარი ქალი.

ქორწინება და ოჯახი

ქორწინებაში შესვლისას, ქალი-ვერძი და მამაკაცი-ტყუპები გააგრძელებენ ერთმანეთთან ემოციურ და ფსიქოლოგიურ დაპირისპირებას: ქალი ეცდება მამაკაცზე სრულფასოვანი უფლების მოპოვებას, ის კი ყველანაიარად გაწევს წინააღმდეგობას, რადგან არ თვლის, რომ ქორწინება არის მისი ითავისუფლების შეზღუდვის საბაბი. მათ ოჯახში იქნება ბევრი ნათელი მომენტიც ვერძის წყალობით და ცოტაოდენი ფანტაზიის დამატებით - ტყუპების მხრიდან. თუ შვილების გაჩენას გადაწყვეტენ - ნამდვილად კარგი მშობლები იქნებიან.

მათი წყვილი ხშირად დაშორდება და შერიგება, საქმე შეიძლება ოფიციალურ გაყრამდეც კი მივიდეს, თუმცა, ქალი-ვერძის მხრიდან ყოველთვის იქნება ოჯახის შენარჩუნების მცდელობა.

მეგობრობა

მათი მეგობრობა იქნება მარტივი და საინტერესო. ქალი-ვერძი აავსებს მამაკაც-ტყუპებს ემოციით და ენერგიით, როცა ის ამ მხრივ ფაქტიურად განულებული იქნება, ხოლო მამაკაცი-ტყუპები დაეხმარება ვერძს სულიერად გახსნაში და სიმშვიდის პოვნაში. ერთად ივლიან გასართობად და ერთმანეთს ახალი პარტნიორის შერჩევაში დაეხმარებიან. ერთი სიტყვით, მათი მეგობრობა იქნება სწორედ იმ ურთიერთობის ხორცშესხმა ქალსა და მამაკაცს შორის, რომელზეც ხშირად ამბობენ, რომ არ არსებობს ბუნებაში.

სამსახური და ბიზნესი

მათი საერთო პროექტები შეიძლება ძალიან წარმატებული იყოს ორი მიზეზით: პირველი - მამაკაც-ტყუპებს კარგად ესმის რა სურს ხალხს, რადგან კარგი ინტუიცია აქვს და შეუძლია შექმნას ისეთი პროდუქტი, რომელიც პოპულარული იქინება და მოიტანს შემოსავალს. მეორე - ქალი-ვერძი პროექტს დამუხტავს ენერგიით, ფაქტიურად მისით გამოიკვებება ყოველი ახალი საქმე და ის იქნება იდეების ერთგვარი გენერატორი.

ერთადერთი საყურადღებო მომენტი ამ წყვილის საქმიან ურთიერთობაში შეიძლება იყოს ის, რომ მამაკაცი-ტყუპები მიდრეკილია სიმართლის დამალვისკენ, რასაც პირადი ინტერესების გასატარებლად სჩადის, ხოლო ქალი-ვერძი ტყუილებს არ პატიობს არავის. ის ემხრობა გამჭვირვალობას და სამართლიანობას არამარტო პირად, არამედ საქმიან ურთიერთობაშიც. მოკლედ, თუ მამაკაცი-ტყუპები დააფასებს ქალი-ვერძის მსგავს საქმიან პარტნიორს, მათი ბიზნესი და თანამშრომლობა იქნება მყარი და წარმატებული.


 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება