თავსებადობა - 83%. შესაძლოა, ეს კავშირი როლების არასტანდარტული გადანაწილებაა - მიზანანმიმართული ქალის და მერყევი მამაკაცის სახით - მაგრამ მათ ასეთი სიტუაცია, ძალიანაც მოსწონთ.
ქალი-ვერძი რთულად მოსაპოვებელია, რაც მამაკაც-სასწორს ძალიან მოსწონს და ყველაფერს ცდილობს იმისათვის, რომ აჩვენოს ვერძს ნამდვილი სიყვარული და სინაზე. თავიდან, მათ ერთად ყოფნა დიდად არ მოეწონებათ, რადგან ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისს წარმოადგენენ: ქალი-ვერძი არის აქტიური, ექსპანსიური, მამაკაცი-სასწორი - პასიური და ნეიტრალური. როცა ისინი ხვდებიან ერთმანეთს, სასწორი ძალიან თავშეკავებულად იქცევა და ელოდება, როდის გამოიჩენს ინიციატივას ვერძი. მას რა თქმა უნდა შეუძლია ისეც გააკეთოს, რომ მიიქციოს ვერძის ყურადღება, მაგრამ არასოდეს ჩქარობს ნაბიჯის გადადგმას. ქალ-ვერძს კი ძალიან აინტრიგებს იმის გაგება, თუ რა იმალება სასწორის ასეთი თავშეკავების უკან. როცა ორივე ხვდება, რომ ერთმანეთი ძალიან შეუყვარდათ, გრძნობებს აღარ მალავენ და აქტიურ ურთიერთობაზეც გადადიან, სადაც სასწორი სრულად მოერგება საყვარელი ქალის სურვილებს.
ვნებაც და სინაზეც ერთდროულად იქნება ამ წყვილის ინტიმურ ურთიერთობაში. ფიზიკური სიახლოვის ინიციატივა უმეტესწილად ქალი-ვერძისგან წამოვა, თუმცა მამაკაცი-სასწორიც საკმაოდ მაცდუნებლად წარმოაჩენს თავს. ემოციური მხარე სასწრორის ხელში გადავა, ვერძი კი ურთიერთობაში შეიტანს სიცხადეს, ენერგიას, ვნებას - საქმის ბოლომდე მიყვანისთვის აქტივობას. ამ წყვილს არ ექნება სერიოზული პრობლემები და შეძლებენ შეინარჩუნონ სექსუალური ინტერესი ერთმანეთის მიმართ დიდი ხნის მანძილზე. იმის წყალობით, რომ მათი ტემპერამენტები ერთმანეთს ავსებს, ქალი-ვერძი და მამაკაცი-სასწორი შეძლებენ ინტიმური ურთიერთობისას ყოველთვის სასიამოვნო შგრძნებები განიცადონ.
მათი ქორწინება ბედნიერი იქნება. ურთიერთგაგების დამყარებით, ისინი შეძლებენ მყარი ოჯახის შექმნას. რა თქმა უნდა პრობლემებიც არ არის გამორიცხული ქალი-ვერძის ფეთქებადი ხასიათის გამო, თუმცა, მამაკაცი-ვერძის დიპლომატია თავისას იზამს. ბედნიერი თანაცხოვრებისთვის, ქალ-ვერძს მოუწევს იმუშაოს საკუთარ ქალურ, ნაზ მხარეზე და ისწავლოს დათმობა. მამაკაცი-სასწორი კი უნდა გახდეს უფრო მტკიცე და დაიცვას საკუთარი აზრი, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს აგრესიულ და აქტიურ ვერძს. ქორწინება მოახდენს ორივეს სტიმულირებას პიროვნული განვითარების კუთხით, რაც თავისთავად ძალიან კარგია.
ამ წყვილს მეგობრობა კარგად გამოსდის. მამაკაცი-საწორი გაანეიტრალებს და რჩევას მისცემს ქალ-ვერძს, რომელიც თავის მხრივ ახალი მიღწევებისკენ უბიძგებს სასწორს. ისინი თითქოს ერთი მთლიანის ნაწილი არიან, ამიტომ მეგობრობა მათთვის ძვირფასი იქნება. ერთად მათ შეუძლიათ აკეთონ ნებისმიერი რამ, უსიტყვოდ გაუგონ ერთმანეთს და მხარდაჭერა გამოუცხადონ საჭირო დროს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეგობრული ურთიერთობით, ისინი საკმაოდ დიდ გავლენას მოახდენენ ერთმანეთზე, მაგრამ ეს იქნება პოზიტიური და სასიამოვნო გავლენა, რომელიც სტრესს არ იწვევს.
ერთად მუშაობისას ქალ-ვერძს და მამაკაც-სასწორს ყველაფერი გამოუვათ. მთავარი ფიგურა საერთო ბიზნესში ქალი-ვერძი იქნება - სწორედ მისი იდეებით დაიწყება ყველაფერი. მამაკაცი-სასწორი კი ალღოს აუღებს მის ფიქრებს, მოიზიდავს საჭირო ადამიანებს საერთო საქმისთვის და პროექტების განვითარებისთვის. ორივე მათგანს ახასიათებს დეტალებისადმი ყურადღება. ვარსკვლავები ამბობენ, რომ საქმიან სფეროში, მათთვის კონკურენციის ნაცვლად თანამშრომლობა გაცილებით მეტი სარგებლის მომტანი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ქალი-ვერძი და მამაკაცი-სასწორი - ეს არის გუნდი, რომელსაც შეუძლია ბევრის მიღწევა.