შეთავსება
კირჩხიბი
კირჩხიბი
შეთავსება

თავსებადობა - 83%. შეხვედრისას, მათ უჩნდებათ გრძნობა, თითქოს ერთმანეთი იპოვეს. შეიძლება ასეც არის, მაგრამ წინასწარ არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები.

სიყვარული

ქალი-კირჩხიბი და მამაკაცი-კირჩხიბი უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს. მათი ინტუიცია და მგრძნობელობა იმდენად კარგადაა განვითარებული, რომ საკუთარი სურვილების გახმოვანებაც კი არ სჭირდებათ. პაემნები იდეალური ექნებათ: სანთლების, ღვინის და სასიამოვნო გარემოს თანხლებით - რომანტიკულობა ნამდვილად არ აკლია არცერთს.

მხოლოდ ორ კირჩხიბს შეუძლია ბოლომდე გაუგონ ერთმანეთს, რადგან მათი სურვილები, მოთხოვნები და მოლოდინები - სრულიად ემთხვევა. წყვილის სასიყვარულო ურთიერთობაში პრობლემატურ საკითხად შეიძლება ჩაითვალოს მერყეობა და შეუპოვრობის ნაკლებობა, რასაც ისინი ხშირად პარტნიორში ეძებენ. იმისათვის, რომ ეს დანაკლისი გადაიფაროს, ორივეს საკმაოდ ბევრი შრომა მოუწევს.

სექსი

კირჩხიბები ნაზი და ალერსიანები არიან. სექსიც რბილი, სენტიმენტალური და ნელი უყვართ. ხშირად მათ გაუჩნებათ ენერგიულობის და აქტივობის ნაკლებობის გრძნობა, რაც რეალურად სიამოვნებას ანიჭებთ სექსის დროს. ამიტომ, ხარისხიანი ინტიმური ურთიერთობისთვის, ორივეს დასჭრიდება საკუთარი ტემპერამენტის გააქტიურება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერასოდეს მიიღებენ სასურველი კმაყოფილების გრძნობას სექსუალური ურთიერთობისგან.

ქორწინება და ოჯახი

რამდენადაც კირჩხიბი ძალიან ოჯახური ნიშანია, ორი კირჩხიბი ერთად ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად დაქორწინდებიან და თანაცხოვრებასთან მიმართებით ექნებათ მსგავსი გეგმები და მიზნები. შვილები მათ ოჯახში აუცილებლად გაჩნდებიან. პრობლემები შეიძლება წარმოიშვას პრაქტიკული საკითხების მხრივ, რადგან ორივე პარტნიორის ინიციატივაზეა დამოკიდებული და ერთმანეთისგან ელიან პსუხისმგებლობის აღებას. ამ ვითარებაში, უფრო მეტად მაინც მამაკაცი-კირჩხიბი დაზარალდება, რადგან ქალს მისგან მეტის მოლოდინი აქვს.

მეგობრობა

მეგობრულ ურთიერთობაში ორ კირჩხიბს უპრობლემოდ შეუძლია საერთო ენის გამონახვა. მათ უსიტყვოდ ესმით რას გრძნობს, რა სურს და რას ელის ახლობელი ადამიანი. შეხვედრებისას ისინი ყოველთვის მოუსმენენ, გაამხნევებენ და დაამშვიდებენ ერთმანეთს. მათი მეგობრობა ძალიან დასაფასებელია, რადგან დაფუძნებულია ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე. შესაბამისად, ის დიდხანს გაგრძელდება.

სამსახური და ბიზნესი

ქალი-კირჩხიბი და მამაკაცი-კირჩხიბი ქმნიან საკმაოდ წარმატებულ ტანდემს და მათი ერთად მუშაობა სრულიად შესაძლებელია. უმეტეს შემთხვევაში, ისინი ირჩევენ შემოქმედებით მიმართულებას, რადგან ფინანსები და სავაჭრო სფერო დიდად არ იზიდავთ. ასევე, ამ წყვილისთვის წარმატებული იქნება მუსიკის, კინოს, გართობის და მომსხურების სფეროები. იმისათვის, რომ მათი საქმიანობა კარგი შემოსავლის მომტანიც იყოს, რეკომენდირებულია გუნდში უფრო პრაქტიკული ადამიანების მოზიდვა. საუკეთესო ვარიანტია ცეცხლის და მიწის სტიქიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება