შეთავსება
კირჩხიბი
მორიელი
შეთავსება

თავსებადობა - 91%. ქალი-კირჩხიბი - სინაზის განსახიერებაა, მამაკაცი-მორიელი კი აგრესიული და ვნებიანი. საიანტერესოა, სად არის ის “ოქროს შუალედი”, რომელიც მათი ურთიერთობის არსებობის შესაძლებლობას შექმნის?

სიყვარული

ქალ-კირჩხიბს და მამაკაც-მორიელს ერთმანეთი მალევე უყვარდებათ, რადგან ორივე ღრმად ემოციურები არიან და ადვილად ყვებიან გულისთქმას. მათი სასიყვარულო ურთიერთობა მართლაც ლამაზი იქნება: ქალი-კირჩხიბი უზრუნველყოფს სიმშვიდეს, მგრძნობელობას, მზრუვნელობას და ალერსს, ხოლო მამაკაცი-მორიელი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქალმა თავი ბედნიერად და სასურველად იგრძნოს.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ორივეს ძალიან უყვარს ძვირფასი საჩუქრები - ეს მათთვის სიყვარულის და პატივისცემის გამოხატვის საშუალებაა. ქალი-კირჩხიბი და მამაკაცი-მორიელი ერთმანეთს დიდხანს ხვდებიან, რითაც ურთიერთობას ხვეწენ იდეალურობამდე და ამის შემდეგ ასაჯაროებენ რომანს.

სექსი

ფიზიკურ სიახლოვეზე გადასვლამდე, წყვილი დიდხანს ხვდება ერთმანეთს. ქალი ძველმოდურია, მამაკაცს კი შეუძლია ტრადიციების დაცვა. მათი ინტიმური ურთიერთობა იქნება ნაზიც და ვნებიანიც, რადგან ისინი ერთმანეთის სექსუალური სურვილების და მოთხოვნების შესწავლას სერიოზულად უდგებიან. კარგი სექსის მთავარი კრიტერიუმი მათთვის არის კმაყოფილების დონე და ღმა სულიერი და ემოციური კონტაქტის დამყარების შესაძლებლობა.

ქორწინება და ოჯახი

მათი ოჯახი იდეალური იქნება და სხვაგვარად არც არსებობს, როცა ცოლი ქალი-კირჩხიბია. ის ყვალაფერს და უფრო მეტსაც გააკეთებს იმისათვის, რომ მისმა ქმარმა თავი საუკეთესო მამაკაცად იგრძნოს. მამაკაცი-მორიელი დააფასებს მის ერთგულებას და ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე ზრუნვას. შესაძლოა, მათ ქორწინებას აკლდეს რაციონალურობა და გათვლები: მხოლოდ სიყვარულით ოჯახის უზრუნველყოფა შეუძლებელია, მაგრამ, ერთობლივი მონდომებით, ნებისმიერ პრობლემას გაუმკლავდებიან.

თავის მხრივ, მამაკაცი-მორიელიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მისმა საყვარელმა ქალმა თავი უზრუნველყოფილად იგრძნოს. წყვილს აუცილებლად ეყოლებათ შვილებიც.

მეგობრობა

მათი მეგობრობა იქნება ნაზი. მოსაკთხად ხშირად დაურეკავენ ერთმანეთს, გაუგზავნიან ტექსტურ შეტყობინებებს და ყველა საშუალებას გამოიყენებენ კომუნიკაციის შესანარჩუნებლად. მათი გემოვნება ემთხვევა მუსიკის მხრივ და ერთად ყოფნისას დიდ სიამოვნებას მიიღებენ. ქალი-კირჩხიბი ყოველთვის დაამშვიდებს ფეთქებად მამაკაც-მორიელს, ის კი არასოდეს მიატოვებს რთულ სიტუაციაში და ყოველთვის დაიცავს. მათი მეგობრობა ძალიან მყარია და ხშირ შემთხვევაში, სასიყვარულო ურთიერთობაში გადადის.

სამსახური და ბიზნესი

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლები ვერანაირად ვერ შეძლებენ საკუთარი ბიზნესის წამოწყებას. მამაკაცი-მორიელი ზედმეტად იმპულსურია იმისათვის, რომ ასეთ საქმეს შეეჭიდოს. ასევე, მისთვის რთული იქნება ფინანსებთან და ანგარიშებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ამიტომ, ამ მიმართულებით იმუშავებს ქალი-კირჩხიბი. მათ ერთობლივ საქმიანობას მეტი წარმატება ელის სავაჭრო და შემოქმედებით სფეროებში.

მამაკაცი-მორიელის სითამამის და გამბედაობის წყალობით, წყვილს შეუძლია საკმაოდ დიდი პოპულარობის მოპოვება, თუმცა, ნებისმიერი წარუმატებელი ნაბიჯი, მათთვის ძალიან რთულად გადასატანი იქნება - განსაკუთრებით ქალი-კირჩხიბისთვის, რომელსაც ყოველთვის სჭირდება სტაბილურობა და განსაზღვრული მოცემულობაში მუშაობა.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება