თავსებადობა - 90%. ორივე წყლის სტიქიას ეკუთვნიან, ამიტომ კარგად ესმით ერთმანეთის.
ქალ-კირჩხიბსა და მამაკაც-თევზებს შორის ურთიერთობა ძალიან რომანტიკული, ღრმა და საინტერესო იქნება. მათთვის მნიშვნელოვანია გრძნობები, ამიტომ, პირად ცხოვრებას ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობენ. ასეთი თანხვედრის მიუხედავად, მათ ბევრი განმასხვავებელი ნიშანიც აქვთ, მაგალითად, ქალ-კირჩხიბს მუდმივად დასჭირდება მხარდაჭერა და მფარველობა, მამაკაცი-თევზები კი ნამდვილად არ ეკუთვნის იმ კატეგორიას, რომელსაც ამის უზრუნველყოფა შეუძლია.
თავის მხრვ, თევზები ელის მხარდაჭერას სხვადასხვა საკითხებში, თუმცა, ეს ყველაფერი მისი საყვარელი ქალი-კირჩხიბის შესაძლებლობებს აღემატება. სასიყვარულო ურთიერთობის შესანარჩუნებლად, მათ სჭირდებათ მოთმინების და პასუხისმგებლობის გამოჩენა, რათა ერთმანეთს არ გადააბარონ საკუთარი პრობლემები და თავად მოაგვარონ ყველა საკითხი.
ქალი-კირჩხიბის და მამაკაცი-მორიელის ინტიმური ცხოვრება საკმაოდ ჰარმონიული იქნება, რადგან ერთნაირი სექსუალური ტემპერამენტი აქვთ. ამიტომ, უპრობლემოდ გაიგებენ რა სურთ, რა მოთხოვნები აქვთ და რას ელიან პარტნიორისგან. ისინი უსასრულო ექსპერიმენტებში გაატარებს ინტიმურ ცხოვრებას და ყოველ ჯერზე სიამოვნების ახალ ეტაპზე გადავლენ. ერთადერთი პრობლემა, რაც შეიძლება მათ სექსუალურ ურთიერთობაში გაჩნდეს, არის პერიოდული პასიურობა და ინიციატივის აღების სურვილის არქონა.
ქალი-კირჩხიბიც და მამაკაცი-თევზებიც ინტიმში აქტივობის დაწყებას ყოველთვის პარტნიორისგან ელიან და რამდენადაც არცერთი ამის გამკეთებელი არ არის, ხშირად ექნებათ იმედგაცრუების მომენტი.
წყვილის დაქორწინება, მხოლოდ დიდი სიყვარულის საფუძველზე მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი-თევზები არ არის სამაგალითო ქმარი, მათი ოჯახური თანაცხოვრება საკმაოდ დამაკმაყოფილებელია. პრობლემები, რომლებსაც ისინი პერიოდულად შეეჯახებიან, იქნება არამარტო ემოციური, არამედ მატერიალურიც, თუმცა, სიყვარული ყველაფერს გადაფარავს. თუ ეყოლებათ შვილები, ისინი გაიზრდებიან მზრუნველობასა და სიყვარულში.
ქალი-კირჩხიბის და მამაკაცი-მორიელის მსოფლმხედველობა ბევრ რამეში ემთხვევა, ამიტომ, შეუძლიათ იშვიათი სიმტკიცის ოჯახის შექმნა.
თუ მამაკაცი-თევზები და ქალი-კირჩხიბი დამეგობრდებიან, ურთიერთობა მთელი ცხოვრება გასტანს. მათ უამრავი საერთო ინტერესი და ჰობი აქვთ, ამიტომ, ძალიან დიდ დროს გაატარებენ ერთად. პრაქტიკული და მატერიალური დახმარების მხრივ, ერთმანეთის იმედი დიდად არ უნდა ჰქონდეთ, თუმცა, ეს საკითხი უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ურთიერთგაგება, რომელსაც ერთმანეთისგან იღებენ.
თუ ქალი-კირჩხიბი და მამაკაცი-თევზები ერთად მუშაობენ, უნდა გაითვალისწინონ, რომ ყველა დარგში არ გაუმართლებთ. უპიორობო წარმატება მათ ელით შემოქმედებით სფეროში, სადაც საჭიროა მდიდარი წარმოსახვა და ფანტაზია - ეს კი ორივეს ჭარბად აქვს. არცერთი არ გამოირჩევა ინიციატურობით, მაგრამ უკვე არსებულ საკითხზე მუშაობა, ძალიან კარგად გამოსდით. დასწყისში მათ ერთგვარი ბიძგი სჭირდებათ, რომლის წყალობით ახდენენ მთელი თავისი პოტენციალის რეალიზებას.
ვარსკვლავები ამბობენ, რომ მათთვის რეკომენდირებული არ არის ფინანსური საკითხებით დკავება - ძალიან გაუჭირდებათ რაიმე შედეგის მიღება. თუმცა, მაქსიმალური ძალისხმევის გამოჩენისას, ყველაფერი შესაძლებელია.