შეთავსება
კირჩხიბი
ლომი
შეთავსება

თავსებადობა - 82%. ისინი განსხვავებულ სტიქიებს მიეკუთვნებიან. ქალი-კირჩხიბი რბილი, ნაზი და დამატყვევებელია. მამაკაცი-ლომი კი სერიოზული და საკუთარ თავზე შეყვარებული. საინტერესოა, აქვს თუ არა არსებობის შანსი მათ ურთიერთობას?

სიყვარული

ქალი-კირჩხიბი მამაკაც-ლომს იზიდავს სიმშვიდით, სინაზით და გამორჩეული ქალურობით. ლომი კი ქალს ხიბლავს თავისი გულუხვობით და ამბიციურობით. წყვილში მიზიდულობის ცენტრი გახდება ლომი: სწორედ ის აძლევს ელფერს ურთიერთობას და ადგენს წესებს, რომელთა მიხედვითაც განვითარდება რომანი. ქალი-კირჩხიბი ძალიან დამყოლია და უპრობლემოდ იღებს ლომის წინადადებებს. 

თუმცა, მანამდე, ლომს საკმაოდ ბევრი შრომა მოუწევს მისი გულის მოსაპოვებლად, რადგან ქალ-კირჩხიბს ახასიათებს თავშეკავება. ის არასოდეს იქნება შეხვედრის ინიციატორი. ამიტომ, მათ სასიყვარულო ურთიერთობაში, როლები ბუნებრივად და ჰარმონიულად ნაწილდება.

სექსი

ინტიმურ ურთიერთობაში ქალი-კირჩხიბი შეიტანს სინაზეს და ალერსს, მამაკაცი-ლომი კი ვნებას და ენერგიას. შესაბამისად, საკითხის ემოციურ მხარეზე პასუხისმგებელი იქნება ქალი, ხოლო მატერიალურზე - მამაკაცი. კირჩხიბი მარტივად მოადუნებს თავის ცეცხლოვან პარტნიორს და მოუხსნის დაძაბულობას, რომელიც მას ხშირად უგროვდება. წყვილის სექსუალური ურთიერთობის პრობლემური მხარე შეიძლება გახდეს ქალი-კირჩხიბის მელანქოლიური ხასიათი, რომელიც ინტიმშიც ვლინდება. თუმცა, დროთა განმავლობაში, და მამაკაცი-ლომის მცდელობით, ეს საკითხი საუკეთესო ფორმით გადაწყდება.

ქორწინება და ოჯახი

წყვილში ოჯახის შექმნაზე ორიენტირებულია ქალი-კირჩხიბი. მამაკაცი-ლომი უფრო დაინტერესებულია ქალის სიყვარულის მოპოვებით და მისი შენარჩუნებით. როგორც ჩანს, მათი მიზნები ამ მიმართულებით დიდად არ ემთხვევა და შეიძლება კომპრომისიც ვერასოდეს იპოვონ. ქალი ყოველთვის შეზღუდავს ლომის მხრიდან ქორწინების გარეშე მის სრულად დაუფლების სურვილს, ის კი ეცდება ფორმალობების გვერდის ავლით მაინც გაიტანოს თავისი. გამარჯვებული გამოვა ის, რომლის ნებაც უფრო მტკიცე აღმოჩნდება, და სავარაუდოდ, ეს არ იქნება მამაკაცი-ლომი.

დაქორწინების შემთხვევაში, მათი ურთიერთობა ორი ძლიერი პიროვნების კავშირის სახით წარიმართება. ის დაბალანსდება ძლიერი შინაგანი ენერგეტიკით, რომელსაც ორივე პარტნიორი სხვადასხვა ფორმით ასხივებს.

მეგობრობა

ზოდიაქოს ამ ორ ნიშანს შორის მეგობრობა სრულიად შესაძლებელია და მათი ურთიერთობა იქნება მშვიდი. ქალი ყოველთვის გაუზიარებს სითბოს და ყურადღებას მამაკაც-ლომს, ის კი ძალას და თავდაჯერებულობას შემატებს კირჩხიბს. შეხვედრების ინიციატორი იქნება მამაკაცი-ლომი. პირად საკითხებში სასარგებლო რჩევების მიმცემი კი ქალი-კირჩხიბი. სხვადასხვა სტიქიების გავლენებიდან გამომდიანრე, ზოდიაქოს ეს ორი ნიშანი, ურთიერთობის ამ ფორმატში ერთმანეთს ენერგეტიკულად შეავსებენ.

სამსახური და ბიზნესი

წყვილი სამსახურებრივ ურთიერთობაში ყოველთვის ნახავს კომპრომისს. საქმე იმაშია, რომ მათი რითმები ძალიაინ განსხვავდება: თუ ქალ-კირჩხიბს პროდუქტიული მუშაობისთვის სჭირდება მშვიდი გარემო და გარშემომყოფების მინიმალური რაოდენობა, მამაკაცი-ლომი პირიქით - საჭიროებს ხალხმრავლობას. თუ ისინი ერთ პროექტზე იმუშავებენ, კირჩხიბი ხშირად გაღიზიანდება ლომის ჭარბი აქტივობით, მან კი შეიძლება ქალი ნაკლები ინიციატივისთვის გაკიცხოს .

მთლიანობაში, თუ ორივე კონცენტრირდება საკუთარ ძლიერ მხარეებზე და ყურადღებას არ მიაქცევს პარტნიორის ჩავარდნებს, შესაძლებელია, რომ პროდუქტიულად იმუშაონ და საკმაოდ კარგი შედეგებიც მიიღონ. 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება