შეთავსება
კირჩხიბი
მშვილდოსანი
შეთავსება

თავსებადობა - 82%. კირჩხიბს და მშვილდოსანს თავსებადობის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ძალიან უჭირთ კომუნიკაცია. როცა კირჩხიბს სურს დასვენება და მოდუნება, მშვილდოსანს სწორედ მაშინ მოუნდება გართობა და სიამოვნების მიღება.

სიყვარული

ქალი-კირჩხიბი ყოველთვის ეცდება ემოციურად მიიჭაჯვოს მამაკაცი-მშვილდოსანი, თუმცა, ეს მცდელობა ხშირ შემთხვევაში წარუმატებლად დასრულდება, რადგან თავისუფლებისმოყვარე მამაკაც-მშვილდოსანზე გავლენის მოხდენა და მისი შეზღუდვა წარმოუდგენელია. ქალ-კირჩხიბს სტაბილური ურთიერთობა სურს, მამაკაც-მშვილდოსანს კი არაფერი არ მოსწონს, რაც ზღუდავს და მალე ბეზრდება სიტუაცია თუ ყოველ დღე რამე ახალი არ ხდება. ამიტომ, მათი ურთიერთობა დალაგდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორმხრივი ძლიერი გრძნობები ექნებათ და გარკვეულ დათმობებზე წასვლას შეძლებენ.

სექსი

ქალი-კირჩხიბი სექსში ეძებს სინაზეს და ძალას, მამაკაცი-მშვილდოსანი კი უჩვეულო ქცევას და თავისუფლებას თვითგამოხატვაში. რითმების სხვაობის გამო, შეიძლება ინტიმური ურთიერთობის დროს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გაუჩნდეთ, რადგან როცა ქალ-კირჩხიბს კიდევ ენდომება სიამოვნების განცდა, მამაკაცი-მშვილდოსანი სრულად დაცლილი იქნება და მოინდომებს დაძინებას ან სხვა საქმით დაკავებას, რაც ქალს ძალიან გაანაწყენებს. ინტიმური ურთიერთობით სიამოვნების მისაღებად, ორივეს დასჭირდება გარკვეულ დათმობებზე წასვლა.

ქორწინება და ოჯახი

დაქორწინება მათ შორის შესაძლებელია, თუმცა, ამისთვის დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო ქალი-კირჩხიბის მხრიდან, რადგან მამაკაცი-მშვილდოსანი წინააღმდეგია თავი შეიზღუდოს რაიმე სახით. მას უყვარს ყველაფერში თავისუფლება - მათ შორის ქორწინებაშიც. ეს არ ნიშნავს, რომ მშვილდოსანს საერთოდ არ შეუძლია ოჯახური თანაცხოვრება, თუმცა, პერიოდულად, ყოველდღიურობაში გარკვეული ცვლილებების შეტანის სურვილი უჩნდება.

მეგობრობა

ზოდიაქოს ამ ნიშნებს მეგობრობა კარგად გამოსდით. ურთიერთობის ასეთი ფორმატი განსაკუთრებით კომფორტული იქნება მამაკაცი-მშვილდოსანისთვის.  ერთად ისინი სიამოვნებით იმოგზაურებენ და შეისწავლიან ახალ ადგილებს. პერიოდულად მათ ურთიერთობაში იმპულსურობა და არასტაბილურობაც იჩენს თავს, თუმცა, მეგობრობა იძლევა იმის საშუალებას, რომ წყენა და გაუგებრობები მალევე აღმოიფხვრას.

სამსახური და ბიზნესი

ქალ-კირჩხიბს და მამაკაც-მშვილდოსანს შეუძლიათ საკმაოდ ნაყოფიერად იმუშაონ ერთად. იდეები წამოვა მამაკაცისგან, ქალი კი დეტალებს დაამუშავებს და ყველაფერს გააკეთებს მათ განსახორციელებლად. მშვილდოსანი, როგორც ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი, მოტივაციას აუმაღლებს ქალ-კირჩხიბს და დაეხმარება ნებისმიერ საკითხზე პასუხისმგებლობის თამამად აღებაში.

მთლიანობაში, ზოდიაქოს ამ ნიშნების საქმიანი პარტნიორობა ძალიან წარმატებული იქნება.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება