თავსებადობა - 93%. ისინი თითქოს ერთმანეთისთვის არიან შექმნილი. ქალი-კირჩხიბი ძალიან ნაზი და მეოჯახეა, მამაკაცი-კურო კი გამორჩეულად მზრუნველი და მშვიდი.
წყვილს შორის სასიყვარულო ურთიერთობა - ძალიან ბუნებრივი და ორგანულია. ორივე მიდრეკილია ცხოვრების მშვიდი რითმისკენ, უყვართ სახლში ყოფნა და ცოტა სენტიმენტალურობა. ქალი-კირჩხიბი იპოვის მამაკაც-კუროში იმ დასაყრდენს, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა, ის კი ქალის სინაზესა და ზრუნვას შეერწყმება.
მათი რომანის პრობლემური მხარე შეიძლება იყოს ქალი-კირჩხიბის მხრიდან უკმარისობის გრძნობა, რაც უკავშირდება მამაკაც-კუროში სითამამის და პრინციპულობის ნაკლებობას. მამაკაცს კი შეიძლება გაუჭირდეს ქალი-კირჩხიბის ხასიათის სწრაფი ცვლილებების გამო. მაგრამ, თუ მათ ნამდვილად ეყვარებათ ერთმანეთი და უფრთხილდებიან ურთიერთობას, შეძლებენ ყველაფეთან გამკლავებას. მითუმეტეს, რომ მათ ურთიერთობაში დადებითი უფრო მეტია, ვიდრე უარყოფითი.
წყვილის სექსუალური ცხოვრება საუკეთსო იქნება. პირველ რიგში იმიტომ, რომ ორივე ძალიან ნელია მომზადების კუთხით და უშუალოდ პროცესში და ასეთი “დეტალურობა” ორივეს ძალიან მოსწონს. ერთმანეთისთვის არ უწევთ იმის ახსნა, როდის რა გააკეთონ, როგორ რითმსა და ტემპში. ქალი-კირჩხიბიც და მამაკაცი-კუროც ამ საკითხებს ქვეცნობიერად გრძნობენ.
წყვილის ინტიმური ურთიერთობა იქნება ნამდვილად ინტიმური: ორივე ემხრობა იმ აზრს, რომ პირადი ურთიერთობების აფიშირება საჭირო არ არის. სინაზე, ალერსი და დროული აღგზნება - ეს არის ის, რაც ორივეს ძალიან მოსწონს.
მათგან საუკეთესო მეუღლეები დადგებიან: ქალი-კირჩხიბი სამაგალითო ცოლია - ნაზი, კეთილი, მეოჯახე. მამაკაცი-კურო კი ნამდვილი მზრუნველი, გონიერი და პასუხისმგებლიანი ქმარი. მათი ოჯახი იქნება ტრადიციული და აუცილებლად ეყოლებათ შვილები, რადგან ქალი-კირჩხიბი ბავშვობიდან ოცნებობს დედობაზე, მამაკაც-კუროს კი უყვარს ზრუნვა და დაცვა, განსაკუთრებით პატარების.
დიდი ალბათობით, ისინი სახლს ქალაქგარეთ შეიძენენ და სხვებისგან განცალკევებით მოიწყობენ ცხოვრებას, რითაც შეეცდებიან უცხო თვალისა და ემოციებისგან დაიცვან ოჯახური სიმყუდროვე.
ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებს ძალიან კარგი მეგობრობა ექნებათ. ერთმანეთის თანადგომას უსიტყვოდ შეძლებენ და დასახმარებლად ყოველთვის მზად იქნებიან. ქალი შეავსებს კუროს ემოციური ძალებით და თავდაჯერებულობით, ის კი თავის მხრივ, მეგობარ-კირჩხიბზე იზრუნებს როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად. მათი გემოვნება მუსიკისა და ფილმების მიმართ ძალიან თანხვედრია: ორივეს უყვარს ძველმოდურობა, ესთეტიკა და მარადიულობა. ერთი სიტყვით, დროს ერთად ძალიან საინტერესოდ და სიამოვნებით გაატარებენ, როგორც ნამდვილ მეგობრებს შეეფერებათ.
ერთად ძალიან პროდუქტიულად იმუშავებენ, რადგან ორივე გამოირჩევა საქმის არსში წვდომის უნარით. შეიძლება პერიოდულად იდეები დააკლდეთ, რისთვისაც შეუძლიათ პროფესიონალებს მიმართონ, საქმის რეალიზებაში კი პრობლემა ნამდვილად არ შეექმნებათ, რადგან ორივესთვის დამახასიათებელია მიზნისკენ პატარა ნაბიჯებით სვლა. ქალი-კირჩხიბი იზრუნებს ნებისმიერი პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ატმოსფეროს შექმნაზე, ხოლო მამაკაცი-კურო გეგმის გაწერით და დეტალების დამუშავებით დაკავდება.
შეიძლება ითქვას, რომ მათი ტანდემი “კარგი გუნდია” და ნებისმიერ სფეროში საქმიანობა წარმატებით გამოუვათ.