თავსებადობა - 84%. ქალი-კირჩხიბი შესანიშნავი ცოლია, მამაკაცი-ქალწული კი საუკეთესო ქმარი. საინტერესოა, ზედმეტად იდეალური ხომ არ იქნება მათი ურთიერთობა?
წყვილის რომანტიკული ურთიერთობა ტიპიური ფორმატით ვითარდება. ხანგრძლივი შეხვედრები, გასეირნება მთვარის შუქზე და ა.შ. ქალს უყვარს, როცა ყველაფერს ახლავს სინაზე, მამაკაცი კი მზად არის გამოიჩინოს ყურადღება და ისე მოიქცეს, როგორც ძველ ფილმებშია. ზოდიაქოს ორივე ნიშანი საკმაოდ მგრძნობიარეა, ამიტომ, მათი სიყვარული იქნება ნამდვილი და ღრმა. ზოგჯერ, შეიძლება პრობლემები გაჩნდეს მათში არათანაბარი ემოციურობის გამო. ქალი-კირჩხიბი ძალიან ცვალებადია და ყველაფერს განიცდის, თუმცა, ამას ყოველთვის მალავს. მამაკაცი-ქალწულიც ძალიან თავშეკავებული და ემოციურად შებოჭილია. მას არ ესმის, რატომ მიაქვს ასე ახლოს გულთან ყველაფერი მის საყვარელ ქალს.
რადგან ქალი-კირჩხიბიც და მამაკაცი-ქალწულიც ძალიან მგრძნობიარეები არიან, მათი სექსუალური ცხოვრება გამოირჩევა სიღრმით და სინაზით. ურთიერთობაში განწყობის შექმნაზე ზრუნავს ქალი, ტაქტიკაზე კი მამაკაცი. ყოველი ინტიმური აქტისთვის, გარემო მოწყობილია იდეალურად: ახალი თეთრეულით, სურნელოვანი სანთლებით, დაბალ ხმაზე ჩართული მშვიდი მუსიკით და იდუმალი გარემოს შემქმნელი განათებით. ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლები მონოგამიურები არიან, შესაბამისად, მიდრეკილება აქვთ ხანგრძლივი და მყარი კავშირისკენ.
ქალი-კირჩხიბიც და მამაკაცი-ქალწულიც ოცნებობენ ოჯახის შექმნაზე. ორივე კარგი მეუღლეები არიან. კირჩხიბი შესანიშნავი ცოლი და მეოჯახეა, მოსიყვარულე და მზრუნველი. მამაკაცი-ქალწული კი მთელი პასუხისმგებლობით უდგება საოჯახო და მატერიალური უზრუნველყოფის საკითხებს. როლების გადანაწილება მათ ოჯახში ტრადიციულია და მხოლოდ არჩევანის გამართლება და შენარჩუნება სჭირდებათ იმისათვის, რომ ყველაფერი იყოს კარგად.
კირჩხიბის და ქალწულის ქორწინებაში ნაკლებად მოსალოდნელია სერიოზული ჩხუბი და კონფლიქტი - ქალს შეუძლია ნებისმიერი სკანდალის განეიტრალება, მამაკაცი კი არ არის ხმაურის და არეულობის მოყვარული.
ზოდიაქოს ამ ნიშნებს შორის მეგობრობა ორივესთვის სასარგებლო იქნება. მამაკაცი-ქალწული უფრო ყურადღებიანი და ნაზი ხდება, უვითარდება მეტი ემპათია მეგობარი-კირჩხიბის გავლენით, რომელიც თავის მხრივ იზიარებს ქალწულის გამოცდილებას, აზრებს და რჩევებს - ხდება უფრო პრაქტიკული, მშვიდი და ემოციურად გაწონასწორებული. საჭიროების შემთხვევაში, ორივე მზად იქნება ერთმანეთის მხარდასაჭერად და დასახმარებლად.
წყვილს შორის ხშირია შემთხვევები, როცა ქალი-კირჩხიბი ხანგრძლივი დროის მანძილზე ინარჩუნებს მხოლოდ მეგობრულ ურთიერთობას მამაკაც-ქალწულთან, ის კი კარგა ხნის შეყვარებულია მასზე, მაგრამ ვერაფრით ახერხებს ამის აღიარებას და შეიძლება ქალმა ეს ვერასოდეს გაიგოს.
მათ საქმიან კავშირში წამყვანი როლი ექნება მამაკაც-ქალწულს, ხოლო ქალი-კირჩხიბი შეეცდება სწორი ემოციური ატმოსფერო შექმნას ნაყოფიერი მუშაობისთვის და ასევე, ქალწულს სიფრთხილით და ძალდატანების გარეშე შესთავაზებს იდეებს, რომლებშიც მამაკაცი შეეცდება რაციონალურობის მარცვლის პოვნას და იმის გაგებას, რომელი მათგანის განხორციელებაზე ღირს დროისა და ენერგიის დახარჯვა. ამიტომ, მათი ერთობლივი შრომა და შესრულებული პროექტები, ყოველთვის შემოსავლის მომტანი იქნება.
ამ წყვილის შრომით საქმიანობაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ქალი-კირჩხიბის მხრიდან საჭირო კავშირების დამყარების უნარი: ის ყოველთვის შეძლებს იმ ადამიანებთან კონტაქტზე გასვლას, რომლებზეც დამოკიდებულია მისი და მამაკაცი-ქალწულის ერთობლივი საქმიანობის წარმატება.