შეთავსება
კირჩხიბი
თხის რქა
შეთავსება

თავსებადობა - 96%. ისინი კარგად ეწყობიან, თუმცა, რამდენადაც უყვართ, იმდენად ცდილობენ ერთმანეთისგან გაქცევას.

სიყვარული

ქალი-კირჩხიბის და მამაკაცი-თხის რქას ურთიერთობა ძალიან ნაზი და ცვალებადია. მამაკაცი ხიბლავს ქალს სერიოზულობით, მტკიცე ხასიათით და სითამამით, მის გვერდით, კირჩხიბი თავს უსაფრთხოდ გრძნობს - ეს კი, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მამაკაცი-თხის რქა კირჩხიბის სახით იღებს ერთგულ პარტნიორს, რომელიც მუდმივად ავსებს ემოციებით.

ერთმანეთთან სწორი მიდგომის ძიებას დიდ დროს მოანდომებენ, რადგან ძალიან განსხვავებულები არიან. ქალი-კირჩხიბის და მამაკაცი-თხის რქას რომანტიკული ურთიერთობა კლასიკური და სამაგალითოა. ემოციურ ფონზე პასუხისმგებელია კირჩხიბი, ხოლო ურთიერთობის მდგრად განვითარებაზე - მამაკაცი-თხის რქა.

სექსი

წყვილის ინტიმური ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება. ისინი შესანიშნავად ავსებენ ერთმანეთს საწოლში. ქალი შექმნის განწყობას, მამაკაცი კი პრაქტიკული კუთხით დააგვირგვინებს საქმეს. კირჩხიბს შეუძლია ზუსტად იპოვოს ის ქვეცნობიერი წერტილები, რასაც თხის-რქა საგულდაგულოდ მალავს და მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცის დამორჩილება და მისით მანიპულირება ძალიან რთულია, კირჩხიბი ყოველთვის მოახერხებს სექსში მისი ემოციების და სურვილების მართვას, რითაც უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს და სამაგიეროდ, მისგან მიიღებს ულევ ალერსს, ენერგიას, სინაზეს და უსაფრთხოების შეგრძნებას.

ქორწინება და ოჯახი

თუ წყვილი დაქორწინდება - შესანიშნავი ოჯახი ექნებათ. ქალი-კირჩხიბი იდეალურად ართმევს თავს ცოლის და დიასახლისის მოვალეობებს, მამაკაცი-თხის რქა კი სრულად საკუთარ თავზე აიღებს უზრუნველყოფის საკითხებს. სწორედ ქორწინებაში შეძლებენ ორივე სრულყოფილად რეალიზებას, რადგან ოჯახური ბედნიერების და კარიერული წარმატების ნიშნები არიან. ამის მიღწევა კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა სახლში ყველაფერი რიგზეა.

მეგობრობა

ქალ-კირჩხიბს და მამაკაც-თხის რქას მეგობრობა უპრობლემოდ შეუძლიათ. ორივე ძალიან პასუხისმგებლიანია. ამიტომ, მათი ურთიერთობა იქნება ხანგრძლივი და მყარი. ქალი-კირჩხიბი ყოველთვის შეძლებს გაუგოს მის ცოტა უხასიათო მეგობარ თხის რქას, გახსნის ემოციურად, გამოხატავს სითბოს და ყურადღებას. ის კი ყოველთვის დაიცავს ქალ-კირჩხიბს, აღმოუჩენს ფიზიკურ და მორალურ დახმარებას, როცა საჭირო იქნება. ერთმანეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები გახდებიან და უმეტესობა მათგანი, მეგობრობას სასიყვარულო ურთიერთობით დაასრულებს.

სამსახური და ბიზნესი

ერთობლივი მუშაობისას, სჯობს, რომ მამაკაცი-თხის რქა იყოს ხელმძღვანელის პოზიციაზე, რადგან ის იძლევა მაქსიმალურად გასაგებ და სწორ ინსტრუქციებს, აკონტროლებს პროცესს, რაც ქალ-კირჩხიბს სასურველი შედეგის მიღწევაში ძალიან ეხმარება. თუ პირიქით იქნება, ცოტა არაბუნებრივ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, თუმცა, ქალ-კირჩხიბს ყოველთვის შეუძლია მიენდოს მამაკაცი-თხის რქას მახვილგონიერებას და საერთო საქმეში მიზნის მიღწევის გზაზე, ნაკლები აქცენტი გააკეთოს იერარქიაზე.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება