შეთავსება
კირჩხიბი
ტყუპები
შეთავსება

თავსებადობა - 77%. ქალი-კირჩხიბი ნაზი და ფრთხილია, მამაკაცი-ტყუპები კი ზედაპირული და გართობის მოყვარული. საინტერესოა, რით მოხიბლავენ ისინი ერთმანეთს?

სიყვარული

ქალ-კირჩხიბსა და მამაკაც-ტყუპებს შორის ორმანტიკული ურთიერთობა იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს. საქმე იმაშია, რომ ისინი ერთმანეთს იზიდავენ, ორივეს აქტიური და ცვალებადი ემოციური ფონი აქვთ, უყვართ ურთიერთობა, შთაბეჭდილებების გაზიარება და ძალიან სჭირდებათ სხვებთან კომუნიკაცია. ზოგჯერ, ქალი-კირჩხიბი საკუთარ თავში ჩაკეტილი ჩანს, თუმცა, მას ისეთი ადამიანი სჭირდება გვერდით, ვინც შეძლებს მის გახსნას ეს შეუძლია მამაკაც-ტყუპებს.

ერთად ძალიან საინტერესოდ გაატარებენ დროს: ისაუბრებენ ყველაფერზე და შეისწავლიან ერთმანეთის სულიერ მდგომარეობას. მათი სასიყვარულო კავშირი იქნება ღრმა და სასიამოვნო, რადგან ორივეს უყვარს სიმარტივე, მრავალფეროვნება და არასოდეს ახდენენ ზეწოლას სხვებზე.

სექსი

წყვილის ინტიმურ ურთიერთობაში მრავლად იქნება მოულოდნელობები და აღმოჩენები. საკუთარ თავში იპოვიან ბევრ ისეთ რამეს, რაც მანამდე არც კი შეუმჩნევიათ: სექსუალურ ფანტაზიას, სურვილებს და მისწრაფებებს. ერთად მათ შეუძლიათ ინტიმური ფანტაზიების რეალიზება ყოველგვარი შიშის და რიდის გარეშე. 

ერთადერთი, რაც მათ სექსში დააკლდებათ, იქნება სტაბილურობა და მუდმივობა, რის გამოც, გულდაწყვეტილი უფრო ქალი-კირჩხიბი დარჩება, რადგან მათი შეხვედრების ჩაშლის ან გადადების ინიციატივა, ყოველთვის მამაკაცი-ტყუპების მხრიდან წამოვა. მშვიდი, დაგეგმილი და გათვლილი ცხოვრების მოყვარული კირჩხიბისთვის, ასეთი სიტუაცია ინტიმშიც კი მიუღებელია.


 

ქორწინება და ოჯახი

დაქორწინების შემთხვევაში, მათ “სტუდენტური” ოჯახი ექნებათ. რა თქმა უნდა, ქალ-კირჩხიბს მეტის მოლოდინი აქვს და თანაცხოვრებისას უნდა რომ ყავდეს ყურადღებიანი და ნაზი ქმარი, რომელიც ზრუნავს მასზე, ოჯახზე და მომავალი შვილების ბედზე, მაგრამ მამაკაცი-ტყუპები ნაკლებად არის მზად პასუხისმგებლობის აღებისთვის. ის ფიგაროს გავს - ხან აქ არის და ხან იქ… თუ ქალი-კირჩხიბი მზად იქნება ბოლომდე მოითმინოს ასეთი ყოფა, მაშინ ოჯახის შენარჩუნებას შეძლებენ და ერთმანეთსაც კარგად შეავსებენ: ცოლი ყოველთვის დაელოდება სახლში ქმრის მოსვლას, დაახვედრებს თბილ კერძს და საწოლს, ის კი ყოველ საღამოს ახალი შთაბეჭდილებებით დაბრუნდება.

მეგობრობა

ქალი-კირჩხიბი და მამაკაცი-ტყუპები შესანიშნავი მეგობრები იქნებიან: ერთად დროს ძალიან საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაატარებენ. მამაკაცი ყოველთვის შეძლებს ქალის გამხირულებას, ის კი ყურადღებით და სითბოთი აავსებს. პრაქტიკული რჩევებით სავარაუდოდ ნაკლებად, მაგრამ, ემოციურად და მენტალურად ყვოელთვის გვერდში დაუდგებიან ერთმანეთს.

მათი მეგობრული ურთიერთობა მყარია და ამ ფორმატით ყველაზე მეტად კმაყოფილი მამაკაცი-ტყუპები იქნება, რადგან ის ვალდებულებებისგან თავისუფალია. ქალი-კირჩხიბი კი უფრო ღრმა და სტაბილურ კავშირს ეძებს - მათ შორის მეგობრობაშიც, თუმცა, მამაკაც-ტყუპებთან ურთიერთობას მაინც გააგრძელებს.

სამსახური და ბიზნესი

გუნდურ ან პარტნიორულ მუშაობას წყვილი შეძლებს იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთის რითმთან ადაპტირდებიან. მამაკაცი-ტყუპები აქტიურად და ანერგიულად მოქმედებს, მას სჭირდება მუდმივად ახალი ინფორმაციის მიღება და საქმის კურსში ყოფნა. ქალი-კირჩხიბი კი მეთოდურია, მშვიდად მუშაობს და მისთვის მნიშვნელოვანია დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. საქმიანობაში შესაძლოა მას ხშირად მოუწიოს მამაკაცი-ტყუპების დაწყებული საქმის დასრულება, რადგან ის მიდრეკილია სიახლეებისადმი ინტერესის გამოჩენისკენ, რის გამოც, ხშირად შუა გზაზე ტოვებს დაწყებულ საქმეს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ასეთ სიტუაციაში ქალი-კირჩხიბი ბევრ სარეგებელს მიიღებს, რადგან მის ხელთ აღმოჩნდება დიდი ოდენობით ახალ ინფორმაცია, ფაქტები და დეტალები, რაც სამომავლო წინსვლასა და წარმატების მიღწევაში ძალიან დაეხმარება.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება