შეთავსება
კირჩხიბი
სასწორი
შეთავსება

თავსებადობა - 94%. სიყვარულისთვის ორივე მზად არის, თუმცა ურთიერთობა სხვადასხვაგვარად ესმით.

სიყვარული

ქალ-კრიჩხიბსა და მამაკაც-სასწორს შორის სასიყვარულო ურთიერთბა იქნება ნაზი, რადგან ორივე დიდი რომანტიკოსია. ქალი გაცილებით ღრმა და ინტროვერტულია, მამაკაცი კი მსუბუქი, შინაგან და გარეგან ჰარმონიაზე ორიენტირებული, უყვარს ყველაფერი ლამაზი და მდიდრული. რომანტიკულ ურთიერთობაში ისინი მაქსიმალურ ტაქტიკურობას იჩენენ და მოხერხებულად უწყობენ ხასიათს ერთმანეთს.

თუმცა, ორივეს სჭირდება უფრო სერიოზული და ინიციატივიანი პარტნიორი, ამიტომ, პასუხისმგებლობის აღების მომენტში, ერთმანეთის იმედად რჩებიან. თუ მათი გრძნობები ძლიერი იქნება, წყვილს მეტი შანსი აქვს, რომ დაალაგოს და განავითაროს სასიყვარულო ურთიერთობა.

სექსი

წყვილის ინტიმური ცხოვრება საკმაოდ ნორმალური იქნება, თუმცა ვნების გარკვეული ნაკლებობით. ძლიერი ემოციების მიღებას ისინი ყოველთვის პარტნიორისგან ცდილობენ, ამიტომ, მათ შემთხვევაში, საჭირო იქნება დამატებითი წყაროების მოძიება. საბედნიეროდ, წყვილის გემოვნება ემთხვევა მუსიკის, კინოს და ხელოვნების მიმართულებით და იმის პოვნა, რაც მათ განაწყობს ინტიმისთვის, არ იქნება რთული. ქალი-კირჩხიბი ნაზი და ამავდროულად ძალიან სექსუალური საყვარელია, რომელიც პარტნიორი მამაკაცის ნებისმიერ სურვილს დააკმაყოფილებს. იგივე შეიძლება ითქვას მამაკაც-სასწორზეც.

მათ ურთიერთობაში პრობლემა შეიძლება გაჩნდეს დასაწყისში, სანამ ერთმანეთს კარგად გაიცნობენ და მიხვდებიან, რომელი მათგანია პირველი ნაბიჯის გადადმგაზე პასუხისმგებელი და რა პირობებში. დიდი ალბათობით, ამ ფუნქციის აღება მოუწევს მამაკაც-სასწორს და შემდეგ ყველაფერი დალაგდება.


 

ქორწინება და ოჯახი

თუ ისინი დაქორწინდებიან, მათი ოჯახური ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები თითქმის თანაბარი იქნება. ერთად ძალიან საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაატარებენ დროს, თუმცა საყოფაცხოვრებო საკთხების ისეთი ფორმით დალაგებას, რომ თავი კომფორტულად იგრძნონ, ნაკლებად შეძლებენ. ასევე, ქალ-კირჩხიბს და მამაკაც-სასწორს არ ეყოფათ პოზიტიური მუხტი და მუდმივად დასჭირდებათ ერთმანეთის მოტივაცია და გამხნევება.

მამაკაცი-სასწორი ვერ გახდება ის იდეალური ქმარი, რომელზეც ქალი-კირჩხიბი ოცნებობს, თავად კი კლასიკური ცოლის პირობებზე, მშვენივრად ასრულებს ყველა მოვალეობას: არის შესანიშნავი ცოლი და დიასახლისი, მოსიყვარულე, ნაზი, ყურადღებიანი და მზრუნველი დედა.

მეგობრობა

მათთვის მეგობრული ურთიერთობა მარტივი და სასიამონო პროცესი იქნება. ქალი-კირჩხიბი ძალიან აფასებს მამაკაც-სასწორთან ურთიერთობას, ის კი ცდილობს ყველანაირი მხარდაჭერა გამოხატოს მის მიმართ. ერთად შეუძლიათ ბევრ საკითხზე ისაუბრონ, ისეირნონ, გაუზიარონ იდეები და სურვილები ერთმანეთს. მამაკაცი-სასწორი ქალ-კირჩხიბთან ერთად თავს იგრძნობს მშვიდად, თავად კი ყოველთვის ეცდება შეუქმნას დაცულობის განცდა.

სამსახური და ბიზნესი

ერთად მუშაობა ამ წყვილისთვის ძალიან კომფორტული იქნება, თუ მათი საქმიანობა დაკავშირებულია ხელოვნებასა და შემოქმედებასთან. ორივე აზროვნებს შაბლონურად, ამიტომ, მარტივად შეუძლიათ ამ სფეროებში ახალი იდეების გენერირება და ინოვაციური პროდუქტის შექმნა. მათი რითმები საქმიანობაშიც საკმაოდ თანხვედრია, ქალ-კირჩხიბს არ უყვარს აჩქარება, ყველაფერს ნელა და დაკვირვებით აკეთებს, რაც ეხმარება სწორი მიმართულების შერჩევაში. მამაკაცი-სასწორიც დიდხანს ფიქრობს საქმის შესრულების სწორი გზების და მეთოდების შერჩევაზე და არასოდეს ახდენს ზეწოლას პარტნიორზე. ამიტომ, გაერთიანებული ძალებით, ისინი შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება