თავსებადობა - 84%. ქალი-კირჩხიბი ნაზი და მოსიყვარულეა, მამაკაცი-მერწყული ჰაეროვანი და თავისუფლებისმოყვარე. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა ისინი შეხების წერტილების პოვნას?
ქალ-კირჩხიბს და მამაკაც-მერწყულს სიყვარული ცოტა სხვადასხვაგვარად ესმით. კირჩხიბისთვის ეს არის ორი ადამიანის მჭიდრო კავშირი, რომლებიც ერთმანეთზე ზრუნავენ. შესაბამისად, ზრუნვა - მთავარია, რასაც ის სიყვარულისგან ელის. მერწყულისთვის კი სიყვარული ორი თავისუფალი პიროვნების კავშირია, რომლებიც ერთად ყოფნისას თავს კარგად და საინტერესოდ გრძნობენ. რომანტიკულ ურთიერთობაში მათთვის აუცილებელია მეგობრული დამოკიდებულებაც, სხვა ვარიანტში არაფერი გამოუვათ, რადგან ქალი-კირჩხიბი ნებისმიერი სახის ურთიერთობაში ეძებს დაცვას, უსაფრთხოებას და მისდამი ნაზ მოპყრობას, ხოლო მამაკაცი-მერწყული საინტერესო პიროვნებას. ამიტომ, დასაწყისში, სანამ ერთმანეთის ხასიათს და განწყობებს კარგად შეისწავლიან, წყვილს ურთიერთობა ძალიან გაუჭირდებათ.
ქალ-კირჩხიბსა და მამაკაც-მერწყულს შორის ინტიმური ურთიერთობა შესაძლებელია, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, პრობლემური საკითხი იქნება მათი განსხვავებული განწყობები და დამოკიდებულებები სექსუალური ცხოვრების მიმართ. მამაკაცს სურს შემოქმედებითი მიდგომა ინტიმში, ქალი კი მისგან მეტი პასუხისმგებლობის და ინიციატივის აღებას ელის, რადგან ის კლასიკური და ძველმოდური პრიცნიპებით აზროვნებს. აქედან გამომდინარე, ამ წყვილს ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვს ერთმანეთის ენერგეტიკულად შევსების მხრივ და სექსუალურობასაც სრულფასოვნად ვერ ავლენენ.
კირჩხიბი ოცნებობს ტრადიციულ ქორწინებაზე, სადაც ქმარი იცავს, მართავს და უზრუნველყოფს ოჯახს. მამაკაც-მერწყულს არანაირი სურვილი არ აქვს, ასეთი სქემით იცხოვროს. მას სურს ცოლის ნაცვლად მეგობარი და პარტნიორი ქალი ყავდეს. შესაბამისად, წყვილის შეხედულება ოჯახურ ცხოვრებაზეც სრულიად განსხვავებულია და ურთიერთობის გაფორმების შემთხვევაში, უდიდესი ძალისხმევის გამოჩენა მოუწევთ მის შესანარჩუნებლად.
თუ გრძნობები და ერთად ყოფნის სურვილი ძლიერი იქნება, მეტი შანსია, რომ მათი ქორწინება გადარჩეს და ისეთი ფორმით გაგრძელდეს, როგორიც ორივეს აკმაყოფილებს.
მამაკაც-მერწყულს შეუძლია იმეგობროს ნებისმიერ ადამიანთან. ქალ-კირჩხიბთან ურთიერთობით ის ნამდვილად ისიამოვნებს, რადგან შესაძლებლობა ექნება გულახდილად ისაუბროს ნებისმიერ საკთხზე და მისგან მიიღოს ბევრი სითბო, ყურადღება და საინტერესო რჩევები. მათი კავშირი გამოირჩევა ერთგულებით. ისინი არასოდეს დაიხევენ უკან მხარდაჭერის და დახმარების საჭიროებისას. ამიტომ, ქალი-კირჩხიბის და მამაკაცი-მერწყულის მგობრობა იქნება მყარი და გაგრძლედება დიდხანს.
სამუშაო გარემოში ერთად ყოფნა მათ ძალიან გაუჭირდებათ. საქმე იმაშია, რომ ორივეს განსხვავებული მუშაობის ტემპი და მეთოდები აქვთ. ქალი აუჩქარებლად და დაკვირვებით ასრულებს ყველა საქმეს, მამაკაცი კი პირიქით, ჩქარობს, გულს ვერ უდებს ერთი და იგივე საქმეს და გადაწყვეტილებებს ძირითადად ინტუიციაზე დაყრდნობით იღებს. მათი მუშაობა გამორიხულია კოლექტივშიც, რადგან დაპირისპირების და გაუგებრობის მიზეზები, ამ შემთხვევაშიც არ დაილევა. ერთ სამსახურში მუშაობა დასაშვებია იმ პირობით, თუ ერთმანეთთან არ გადაიკვეთებიან. რაც შეეხება საერთო ბიზნესის წარმოებას - ეს საკითხი სჯობს დაივიწყონ.