შეთავსება
მორიელი
კირჩხიბი
შეთავსება

თავსებადობა - 89%. ქალი-მორიელი და მამაკაცი-კირჩხიბი ერთმანეთს ფაქტიურად უსიტყვოდ გაუგებენ, რადგან ორივე დელიკატური, მგრძნობიარე, ნაზი და ვნებიანია. მათ ნამდვილი და ძლიერი სიყვარული შეუძლიათ.

სიყვარული

ქალ-მორიელსა და მამაკაც-კირჩხიბს შორის რომანტიკული ურთიერთობა ძალიან ღრმა იქნება. ინტერესი ერთმანეთის მიმართ, შეხვედრის პირველივე წუთიდან გაუჩნდებათ, რადგან ძალიან გვანან. ზოდიაქოს ორივე ნიშანი წყლის სტიქიას ეკუთვნის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ცხოვრებაში მამოძრავებელი ძალა სიყვარულია, მისი ყველა გამოვლინებით. ქალი-მორიელი გამოირჩევა ძლიერი ვნებით, პარტნიორის დაუფლების სურვილით და საკმაოდ კარგი ნებისყოფით. მისი ბოლო თვისება, ძალიან იმპონირებს მამაკაც-კირჩხიბს, რადგან ის სწორედ ასეთ ქალ-პარტნიორს ეძებს, რომელიც დაეხმარება როგორც შინაგან, ისე ფიზიკურ მობილიზებაში. თავად კი მზად არის ქალს გაუზიაროს ალერსი და შეუქმნას სასიამოვნო გარემო. წყვილმა შეიძლება ხშირად იჩხუბოს და შერგიდეს, მაგრამ თუ მათ შორის ურთიერთობა ერთხელ შედგება, არღარასოდეს დაშორდებიან.

სექსი

ქალი-მორიელის და მამაკაცი-კირჩხიბის ინტიმური ურთიერთობა ძალიან მგრძნობიარე, საინტერესო და ინტენსიურია, რადგან ორივე უდიდეს მინშვნელობას ანიჭებს საკუთარ სექსუალურ ცხოვრებას - განსაკუთრებით ქალი-მორიელი, რომლისთვისაც ის თვითგამოხატვის, ინტიმურობის და ემოციურობის ჩვენების საშუალებაა. მამაკაცი-კირჩხიბი სექსში იქნება ნაზი და გამგები, რომელიც მიდრეკილია ფანტაზიორობისკენ - ეს ქალ-მორიელს ძალიან მოსწონს. რაც უფრო მეტ დროს გაატარებენ ერთად და დეტალურად გაიცნობენ ერთმანეთს, მით უფრო კარგი და ღრმა იქნება მათი ინტიმური ცხოვრება.

ქორწინება და ოჯახი

ქალი-მორიელიც და მამაკაცი-კირჩხიბიც ძალიან სერიოზულად უდგებიან ოჯახის საკთხის. ორივე ოცნებობს საკუთარ კუთხეზე, სადაც მოდუნდებიან და უბრალოდ თავისუფლად იგრძნობენ თავს. ამიტომ, ურთიერთობებს საკმაოდ სწრაფად გააფორმებენ ან უბრალოდ იცხოვრებენ ერთად, ექნებათ საერთო საყოფაცხოვრებო გარემო და შეიძლება შვილებიც გააჩინონ. სხვათა შორის, წყვილი შვილების ყოლაზეც ერთნაირად ოცნებობს, რომლებსაც სიყვარულით და ზრუნვით გაზრდიან.

რაც შეეხება ოჯახში როლების გადანაწილებას, ამ მხრივ მათ გარკვეული პრობლემები ექნებათ, რადგან არცერთს არ უნდა კლასიკური მეუღლის როლის მორგება, იციან რა, რომ ეს არ გამოუვათ და თან არც აოჯახი საკითხების მოგვარებით არიან დაინტერესებული.

მეგობრობა

ქალი-მორიელი და მამაკაცი-კირჩხიბი საუკეთესო მეგობრები იქნებიან. ერთმანეთს გაუგებენ ყველა საკითხში, რადგან ბევრი პრობლემა მათ ცხოვრებაში ემთხვევა. ზოდიაქოს ორივე ნიშანი არც ისე ლოგიკური და პრაგმატულია, მათ უფრო მეოცნებე და ემოიური შეიძლება უწოდო, ამიტომ, მათი ყოველი საუბარი გულახდილად შედგება და ერთმანეთის მიმართ ემპათიის წყალობით, ყოველთვის შეძლებენ სათანადო მხარდაწერის და თანადგომის გამოხატვას.

სამსახური და ბიზნესი

თუ ქალი-მორიელი და მამაკაცი-კირჩხიბი ერთად იმუშავებენ, ქალს მოუწევს მისი პერიოდულად გაკონტროლება - რაც საუკეთესოდ გამოსდის. შრომისას, ქალი-მორიელი უფრო თამამი, ინიციატივიანი და პასუხისმგებლიანია, ვიდრე მამაკაცი-კირჩხიბი. სამაგიეროდ მამაკაცს აქვს უძლიერესი ნებისყოფა და ამტანობა, რაც დეტალების დამუშავებას სჭირდება. თუ ქალი-მორიელი დასახავს მიზნებს, მამაკაცი-კირჩხიბი იპოვის ყველა ხერხს და საშუალებას, რომელთა დახმარებითაც ერთად მიაღწევენ სასუველ შედეგებს.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება