თავსებადობა - 94%. ეს წყვილი არის მდუღარე ემოციების, ამბიციების და ღრმა გრძნობების ერთობა. შეხვედრისას, მათ მაშინვე გაუჩნდებათ ერთმანეთის “დაგემოვნების” სურვილი.
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ქალ-მორიელსა და მამაკაც-მორიელს შორის რომანტიკული ურთიერთობა საკმაოდ ხშირი მოვლენაა, რადგან სწორედ ერთმანეთისგან შეუძლიათ იმ ემოციების მიღება, რასაც ზოდიაქოს სხვა ნიშნის წარმომადგენლებისგან ვერ მიიღებენ. მათი სასიყვარულო ისტორია გავს მსახიობის და რეჟისორის ურთიერთობას: ქალი ვნებიანი და აქტიურია, მამაკაცი კი გარეგნულად ცივი, მაგრამ შინაგანად ძალიან ცხელი, რომელიც საკუთარი ოცნებების რეალიზებას ახდენს ქალის დახმარებით, რომელიც თავის მხრივ, ჯერ გამტარის ფუნქციას ასრულებს, იღებს მის ენერგიას, შემდეგ აერთიანებს საკუთარ ენერგიასთან და წარმოქმნის რაღაც ახალს, ნათელს და ძლიერს. მათ ერთმანეთი უზომოდ უყვარდებათ, თუმცა, ძლიერი გრძნობა, მათი რომანის პრობლემური მხარეც ხდება, რადგან ზედმეტად ემოციურები არიან და ორმაგი ვნების ჩაცხრობა საკმაოდ რთულია. ისინი სასიყვარულო ურთიერთობისგან დიდ სიამოვნებას იღებენ მანამ, სანამ რომელიმე მათგანი ემოციურად გადაიწვება ან განელდება.
ინტიმი - ეს არის ის, რის გამოც ორი მორიელი ერთადაა და წარმოადგენს მათი აკვშირის უმაღლეს წერტილს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სექსით არ ანაცვლებენ სიყვარულს. სქესობრივი აქტის დროს, ორივე მაქსიმალურად იხსნება და აშიშვლებენ საკუთარ სუსტ წერტილებს. ქალი და მამაკაცი მორიელის ინტიმური ცხოვრება არის აქტიური, ინტენსიური, ღრმა გრძნობებით სავსე, რომელიც მიმართულია პარტნიორის სრულ დაცლაზე და ეროტიკული სიამოვნების მაქსიმუმის მიღებაზე.
თუ წყვილი დაქორწინებას გადაწყვეტს, საკუთარ თავზე ბევრი მუშაობა მოუწევთ. ქორწინება - სერიოზული საკითხია, რომელიც გულისხმობს სტაბილურობას და შეთანხმებების დაცვას. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები, საკმაოდ არასტაბილური ადამიანებ არიან. თუმცა, პირობის მიცემა და მისი დაცვა ნამდვლად შეუძლიათ. ამიტომ, თუ ორმა მორიელმა მიიღო ურთიერთობის გაფორმების გადაწყვეტილება, შეძლებენ მყარი ოჯახის შექმნას და ცხოვრების ბოლომდე მის შენარჩუნებას.
მათ შეუძლიათ იყვნენ ძალიან თბილი და გამგები მეგობრები. ურთიერთობისას ისინი საკუთარ თავს ხედავენ ერთმანეთში და ეს ასეცაა, რადგან სრულიად თანხვედრი ინტერესები, გემოვნება და სურვილები აქვთ. შეხვედრებისას, მათ შეუძლიათ ბოლომდე მოუსმინონ და გაუგონ ერთმანეთს, შემდეგ კი პრაქტიკული რჩევები მისცენ და დაამშვიდონ ერთმანეთი. ღრმა ურთიერთემპათიის წყალობით, მათი ურთიერთობა ძალიან გამორჩეულია.
ბიზნესში მორიელები საკმაოდ თავდაჯერებულად გრძნობენ თავს. რაც უფრო სარისკო საქმე იქნება, მით უფრო ნათელი გონებით, ძლიერი ინტუიციით, ენერგიულად და ჟინით მოეკიდება მას მორიელი. საერთო საქმით გაერთიანებულ ორი მორიელს შეუძლია სამყაროს ამოტრიალება. ისინი იმდენად მკაფიოდ და დალაგებულად იმოქმედებენ, რომ ნებისმიერ მიზანს მიაღწევენ. მათი ტანდემის მინუსად შეიძლება ჩაითვალოს ჭარბი ემოციურობა, გაუწონასწორებელი ხასიათი და ცივი გონებით მოქმედების უნარის არქონა.
ვარსკვლავები მათ ურჩევენ, რომ საქმიანობისთვის აირჩიონ შემოქმედებითი ან ფინანსებთან დაკავშირებული სფეროები, რადგან ამ მიმართულებით თავს სრულიად კომფორტულად იგრძნობენ და შეძლებენ ბოლომდე რეალიზებას.