შეთავსება
მორიელი
ლომი
შეთავსება

თავსებადობა - 92%. ორივე აქტიური და ვნებიანია. მათი ურთიერთობისთვის შეიძლება ეს ზემდეტიც კი იყოს.

სიყვარული

ქალი-მორიელი და მამაკაცი-ლომი თითქოს ერთმანეთისთვის შექმნილები არიან: ისინი დიდხანს ეძებენ მეწყვილეს და პოვნის შემდეგ, ყველაფერს აკეთებენ მისი გულის ბოლომდე დასაპყრობად. მათი მიდგომები და მეთოდები სიყვარულის მიმართ ერთნაირია- ორივე ცდილობს რაც შეიძლება მეტი ყურადღება მიიპყროს რათა პარტნიორმა თავად იმოქმედოს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ასეთი ტაქტიკა ქალ-მორიელს უფრო ახასიათებს, მამაკაცი-ლომი გაცილებით ღიად მოქმედებს. ქალი მორიელი ძალიან გულახდილია, რასაც მამაკაცი ლომი ხედავს და სათანადოდ აფასებს. მათი ურთიერთობა ეფუძნება ნამდვილ სიყვარულს და არცერთ პარტნიორს ერთმანეთში ეჭვი არ ეპარება.

სექსი

წყვილის სექსუალური ცხოვრება ისეთივე ნათელია, როგორც მათი პიროვნებები.. მორიელი ქვეცნობიერი ემოციების და სექსუალობის ნიშანია, ლომი კი - შემოქმედების და სექსის. ამიტომ, ადვილი წარმოსადგენია რამდენად მრავალფეროვანი და ნოყიერი შეიძლება იყოს მათი შეხვედრები. ქალი-მორიელის და მამაკაცი-ლომის სექსუალური ცხოვრება არასოდეს იქნება ცარიელი და უინტერესო, რადგან პროცესს ორივე საკმაოდ შემოქმედებითად უდგება. ერთადერთი, რაც შეიძლება დააკლდეთ, არის - მოთმინება. თუმცა ეს არც ისე მნიშვნელოვანია.

ქორწინება და ოჯახი
ქალი მორიელის და მამაკაცი ლომის ოჯახური ურთიერთობა სავსე იქნება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციებით. რამდენადაც ქორწინება გულისხმობს გარკვეულ სტაბილურობას, მათ ძალიან გაუჭირდებათ მისი დაცვა, რადგან არ ჰყოფნით მოთმინება იმისათვის, რომ საკითხები მშვიდად და მეთოდურად გადაჭრან. ის ვნება, რომელიც მათ სექსუალურ და სასიყვარულო ურთიერთობაში აკავშირებდა, ოჯახური თანაცხოვრებისას შეიძლება იქცეს პრობლემად, რომელიც არღვევს ჰარმონიას და სიმშვიდეს.

თუ ორივე ისწავლის საკუთარი ემოციური აღგზნების დარეგულირებას, პარტნიორის მოსმენას და მოიშლის სიჯიუტეს - შეძლებენ  ოჯახის ხანგრძლივად შენარჩუნებას. სხვათა შორის, ქალი-მორიელისა და მამაკაცი-ლომის ოჯახში დაბადებული ბავშვები იქნებიან ძალიან ნიჭიერები და გულახდილები - ზუსტად ისეთი, როგორც მათი მშობლები.

მეგობრობა 

ქალი მორიელისა და მამაკაცი ლომის მეგობრობა ძალიან მყარია. ორივეს ახასიათებს მაღალი მორალური პრინციპები, შესაბამისად, ურთიერთობასაც ძალიან მარტივად და სწორად აგებენ. მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაურეკონთან ერთმანეთს, თან ისე რომ არ დაარღვიონ ერთმანეთის სიმყურდორვე და გეგმები. წყველის მეგობრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მამაკაცი ლომისთვის, რომელიც თავს კომფორტულად ვერ გრძნობს ყველას გვერდით. ქალი მორიელი კი ზუსტად ის პიროვნებაა, ვისაც შეუძლია მეგობარი ნამდვილი ზრუნვით და ყურადღებით აავსოს. თავის მხრივ,  მამაკაცი-ლომი ყოველთვის მხარდაჭერას გამოუცხადებს ქალ-მორიალს, როცა მას ემოციური გადაწვის პერიოდი ექნება, რაც იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს.

სამსახურის ბიზნესი
ერთ პროექტზე მუშაობის შემთხვევაში წყვილი დიდ წარმატებას მიაღწევს. ქალი მორიელი საკუთარ ხელში აიღებს ინიციატივას, დაარეგულირებს ძირითად პროცესებს, ხოლო მამაკაცი ლომი თვალს მიადევნებს და გააკონტროლებს, რომ მთავარი მიზნიდან და სტრატეგიიდან არ გადაუხვიონ. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი საკმაოდ კარგ ტანდემს წარმოადგენს, არიან აქტიურები და ენერგიულები, შრომის პროცესში კიდევ უფრო მეტი წარმატების მისაღწევად, მათ აუცილებლად დასჭირდება ზოდიაქოს სხვა ნიშნის წარმომადგენელი კომპანიონები - ძირითადად ჰაერის და მიწის სტიქიის წარმომადგენლები.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება