თავსებადობა - 60%. ქალი-მორიელი თამამი და ვნებიანია, მამაკაცი-კურო კი - სიმშვიდის განსახიერება. მათ ერთმანეთი სჭირდებათ, თუმცა, ამას მაშინვე ვერ ხვდებიან.
მათი რომანტიკული ურთიერთობა დაძაბულია ქალი-მორიელის ხასიათის გამო: მას უბრალოდ არ შეუძლია მშვიდად ყოფნა. მამაკაცი-კურო ყოველთვის ცდილობს მისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნას, ზოგჯერ მოსწონს კიდეც მორიელის ასეთი ემოციურობა, მაგრამ ძალიან ახლოს არასოდეს მიდის, რადგან შიშობს, რომ ვერ გაუძლებს ნეგატივის ინტენსიურ ნაკადს. თავიდან, არც ქალი-მორიელი უშვებს მამაკაც-კუროს ძალიან ახლოს, რადგან თვლის, რომ მისი სიმშვიდე გადაედება და ჩაუცხრობს ემოციებს.
დროთა განმავლობაში, ისინი ხვდებიან, რომ ერთმანეთზე დადებითად მოქმედებენ და ძალიან სჭირდებათ ერთად ყოფნა. ქალი-მორიელის და მამაკაცი-კუროს რომანი ვითარდება ნელა. მათი სიყვარული არის ღრმა და ნამდვილი, რომლის მოპოვება ძალიან რთულია, დაკარგვა კი მარტივი.
წყვილს ძალიან ხარისხიანი სექსი ექნება. ზოგადად, ინტიმური ცხოვრების საკითხებში, ქალი-მორიელიც და მამაკაცი-კუროც ძალიან ჩაკეტილი არიან. ამიტომ, რაც მათ საწოლში ხდება, მოცულია იდუმალებით და დაფარულია უცხო თვალისგან. მათ ინტიმს ყოველთვის უნდა ახლდეს ძლიერი ვნება და ურთიერთპატივისცემა - სხვა შემთხვევაში, ადგილი ექნება მუდმივ ღალატს…
სექსუალური სურვილების სტიმულირება, მათ შეუძლიათ მუსიკის და არომატების დახმარებით. ორივე ძალიან აფასებს დახვეწილ და ხარისხიან ეროტიკას. ქალი-მორიელი ყოველთვის გააოცებს მამაკაც-კუროს სხვადასხავ როლში შესვლის უნარით, მაცდუნებელი შიდა თეთრეულით და რა თქმა უნდა - განწყობით.
თუ წყვილს ერთმანეთი ნამდვილად შეუყვარდებათ - აუცილებლად დაქორწინდებიან. ინიციატორი იქნება მორიელი. ზოგადად, ქალ-მორიელს და მამაკაცი-კუროს შორის ძლიერი მიჯაჭვულობაა და ამიტომ, ქორწინების მთელი ცხოვრების მანძილზე შენარჩუნების სურვილი უჩნდებათ. შვილების ყოლის შემთხვევაში, ისინი ყველაფრით უზრუნველყოფილი იქნებიან: დედა მათ ემოციურ ზრუნვას და სიყვარულს აჩუქებთ, მამა კი ფიზიკურ და მატერიალურს.
ქალ-მორიელს და მამაკაც-კუროს საკმაოდ მაყრი ოჯახი ექნებათ, რადგან მათი კავშირი, ერთ-ერთი საუკეთესოა ზოდიაქოს ნიშნებს შორის. რა თქმა უნდა სირთულეებიც იჩენს თავს პერიოდულად, მაგრამ ყველაფერს გადალახავენ ერთობლივი ძალებით.
ხშირად, ამ წყვილის მეგობრობა, სასიყვარულო ურთირთობის საბაბი ხდება. როგორც უკვე ითქვა, მათ დიდი დრო სჭირდებათ ერთმანეთის გასაცნობად, შესაგრძნობად და ნდობის გასაჩენად. თუ მათი მეგობრობა რომანში არ გადაიზარდა, ურთიერთბას გააგძელებენ, თან საკმაოდ კარგად, რადგან ბევრი საერთო ინტერესი აქვთ, როგორიცაა: მუსიკა, კინო, წიგნები და სპორტიც კი.
ყოველი შეხვედრისას ეცდებიან რამე სიახლე შეიტანონ ურთიერთობაში, რადგან ორივე მრავალფეროვანი შეგრძნებების მოყვარულია და სიამოვნებით ივლიან ლაშქრობებსა და ტურებში. ერთი სიტყვით, დროს ყოველთვის სანტერესოდ გაატარებენ.
საერთო სქმიანობისას მათი ურთიერთობა ტიპიურია, როგორც - მუზას და ოსტატის, როცა იდეების გენერირებას ახდენს ქალი-მორიელი, მამაკაცი-კურო კი მათ რეალიზებას. საუკეთესო მიმართულება ამ წყვილის ერთობლივი მუშაობისთვის, არის შემოქმედებითი სფერო, სადაც ქალ-მორიელს შეუძლია თავისი პოტენციალის სრულად რეალიზება, ხოლო მამაკაც-კურო მოიფიქრებს როგორც მოახდინოს მისი ნიჭის მონეტიზაცია. კარიერული წარმატების მიღწევა განსხვავებული მიმართულების აირჩევის შემთხვევაშიც გარანტირებული ექნებათ.
ორივეს უყვარს ფული, მაგრამ თავისებურად: ქალი-მორიელიც და მამაკაცი-კუროც დაინტერესებული არიან ენერგიის უწყვეტ გაცვლაში, ფინანსებს კი სწორი აქტივობის ნაწილად თვლიან.