თავსებადობა - 58%. ისინი საკმაოდ განსხვავებულები არიან. მამაკაცი-ტყუპები, ვერასოდეს გაიზიარებს ქალი-მორიელის ემოციურად მსუყე ცხოვრების მიმართ მისწრაფებას.
ქალი-მორიელის და მამაკაცი-ტყუპების რომანტიკული ურთიერთობა იქნება უცნაური, დაუსრულებელი და შეუვსებელი. ქალი ეძებს სიღრმეს, მამაკაცი კი ძალიან ზედაპირულია. მორიელს სიტუაციის დრამატიზება უყვარს, ტყუპები ყოველთვის თავს არიდებს კონფლიქტებს. თუ ერთმანეთი ძალიან შეუყვარდებათ, მოუწევთ საკუთარი სურვილების და მოლოდინების ძირფესვიანად კორექტირება. ქალი უნდა გახდეს უფრო მშვიდი, შეეშვას კონფლიქტების პროვოცირებას და არ ეცადოს საყვარელი მამაკაცის სულში ხელების ფათურს.
ურთიერთობაში წამყვანი როლი სწორედ მორიელს ექნება, რადგან მამაკაცი-ტყუპები არ არის განწყობილი სიტუაციის ჰარმონიზაციაზე. მას კონტაქტი შეუძლია უსასრულოდ, მაგრამ იმის გაკონტროლება თუ რამდენად ემთხვევა მისი და პარტნიორის გრძნობები, ძალინ უჭირს.
ქალი-მორიელი გამოირჩევა მაღალი სექსუალურობით, სწორედ ამიტომ, ინტიმურ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებსაც ის გააკონტროლებს. საკუთარი თავის და ტყუპების საჭირო ტალღაზე დაყენება არასოდეს გაუჭირდება და პროცესში ასწავლის ადვილად მოდუნებას, ქვეცნობიერი სურვილების ამოცნობას და მათთვის თავისუფლების მიცემას. მართალია მამაკაც-ტყუპებს სრულიად სხვა მიდგომა აქვს სექსის მიმართ, მაგრამ ქალ-მორიელთან საწოლში დიდი არჩევანის საშუალება ნამდვილად არ ექნება. წყვილი ერთმანეთთან ფიზიკური სიახლოვით სიამოვნების მიღებას შეძლებს, თუმცა არასრულფასოვნად.
თუ წყვილი დაქორწინდება, კლასიკური ოჯახის შექმნა არ გამოუვათ. ქალ-მორიელს მეტნაკლებად შეუძლია ცოლის და დიასახლისის როლის მორგება, მაგრამ მამაკაც-ტყუპებს საერთოდ არ გამოსდის კარგ ქმრად ყოფნა. ოჯახურ გარემოში დროის გატარებასა და მასში სიმყუდროვის შეტანაზე მეტად, ვერძს იზიდავს სიახლეები, უცხო ადამიანებთან ურთიერთობა და ახალი ემოციების განცდა, რაც ქალ-მორიელს საშინლად აბრაზებს, და რაც უფრო მეტად დააძალებს ამ ყველაფერს, მით მეტ წინააღმდეგობას მიღებს მისგან. შესაძლოა სიყვარულმა და დრომ თავისი გაიტანოს და წყვილმა მეტად გაუგოს ერთმანეთს…
მეგობრობა
ქალ-მორიელსა და მამაკაც-ტყუპებს შორის მეგობრობა სრულიად შესაძლებელია. გართობა ორივეს ძალიან უყვარს, ტყუპებს განსაკუთრებით, ამიტომ, პოზიტიური შთაბეჭდილებები ნამდვილად არ მოაკლდებათ. ერთმანეთის მხარდაჭერა ყოველთვის არ გამოუვათ - საქმე იმაშია, რომ მორიელიც და ტყუპებიც, ყოველთვის ცდილობენ თავად იპოვონ გამოსავალი ნებისმიერ სიტუაციაში. ურჩევნიათ იმოქმედონ სწრაფად და დამოუკიდებლად, ხოლო პირადი პრობლემები არავისთან განიხილონ, მათ შორის არც მეგობრებთან. სხვა მხრივ, მათ ნებისმიერ დროს, შეუძლიათ სიამოვნებით შეხვდნენ ერთმანეთს, ისაუბრონ სხვადასხვა თემებზე და სასარგებლო რჩევებიც გაცვალონ.
მათი რითმები ერთმანეთს არ ემთხვევა, რაც სამუშაო პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქალი-მორიელი მოქმედებს ნელა და მიყვება ლოგიკას. მას ყოველთვის სერიოზული მიზანი აქვს და ამაშია მისი განსაკუთრებულობა. მამაკაცი-ტყუპები უმეტესწილად ქაოტურად და ირაციონალურად მუშაობს, აგროვებს უამრავ ახალ ინფორმაციას, ცდილობს მის გადარჩევას და დასახული მიზნების მისაღწევად გამოყენებას.
შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქალი-მორიელი და მამაკაცი-ტყუპები შეძლებენ შრომის ერთი და იგივე სტილზე მორგებას. მაგრამ, საერთო და დიდი მიზნის არსებობის შემთხვევაში, მათ ნამდვილად შეუძლიათ გონივრულობის გამოჩენა, ძალისხმევის გაერთიანება და შედეგების მიღწევა, რის შემდეგაც, აუცილებლად დასჭირდებათ დასვენება და ძალების აღდგენა, რაც ერთმანეთისგან მაქსიმალურად შორს უნდა გააკეთონ.