თავსებადობა - 77%. მორიელი ყველაზე სექსუალური ქალია, რომელიც მამაკაც-სასწორს ოდესმე შეხვედრია. თავად სასწორი მშვიდი, მორიდებული და დიპლომატიურია. საინტერესოა, შეძლებს თუ არა ქალი-მორიელი სასწორის ბოლომდე გახსნას ისე, რომ მათი ურთიერთობა შედგეს?
ქალი-მორიელი და მამაკაცი-სასწორი ერთმანეთს მალევე შეამჩნევენ. ორივე განწყობილია ისეთი სიყვარულისთვის, როგორსაც მისი ფართო გაგება გულისხმობს. მაგრამ საქმე ისაა, მათ ეს საკითხი სხვადასხვანაირად ესმით. ქალისთვის სიყვარული ცეცხლია, რომელიც ათბობს და აძლიერებს. მამაკაცისთვის კი უფრო ნაზი, ჰაეროვანი მდგომარეობა. კიდევ ერთი პუნქტი, რომელზეც წყვილი ვერ შეთანხმდება, არის პიროვნული თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
როცა ქალი-მორიელი მესაკუთრეობრივ ქცევას გამოავლენს, მამაკაცი-სასწორი მედგრად დაიცავს საკუთარ პიროვნულ თავისუფლებას. თუმცა, მიუხედავად ამისა, შერიგება ისევ მისი სწორი ქმედებებით მოხდება, რადგან ქალი-მორილი იშვიათად აღიარებს დანაშაულს და დგამს ნაბიჯს შერიგებისკენ. წყვილის რომანი იქნება ხანგრძლივი და ღრმა, მაგრამ ძალიან რთული.
მათი ინტიმური ურთიერთობა იქნება ნაზიც და ვნებიანიც. ქალი-მორიელი პროცესში ყოველთვის სიღრმისეულად შევა და შეავსებს მას ძლიერი შეგრძნებებით. მამაკაცი-სასწორი ძალიან ფრთხილად, ნაზად და დელიკატურად დაიწყებს პარტნიორი-ქალის სურვილების ამოცნობას და ნელ-ნელა შესრულებას. საკუთარ სურვილებზე მეტად, მისთვის მნიშვნელოვანია ის, რაც ქალს სურს. იდეალურ ვარიანტში, მამაკაცი-სასწორი პარტნიორი ქალის სურვილებს აღიქვამს, როგორც საკუთარს. ინტიმური ურთიერთობით ქალი-მორიელი ყოველთვის კმაყოფილი დარჩება.
სასწორი არის პარტნიორულ, მათ შორის ოჯახურ ურთიერთობებზე პასუხისმგებელი ნიშანი. ამიტომ, დაქორწინების ინიციატორიც იქნება ის, თუმცა, არც ქალი-მორიელია ამის წინააღმდეგი. მათი ოჯახი მყარი იქნება, სადაც ყველა წევრი ერთმანეთს მხარს დაუჭერს. სასწორი ყოველთვის დაამშვიდებს ემოციურ მორიელს, ის კი ენერგიით დამუხტავს, რწმენას და იმედს ჩაუსახავს. მათი შვილები გაიზრდებიან სიყვარულსა და ზრუნვაში.
მამაკაც-სასწორთან მეგობრობა ძალიან მარტივია და ამას ქალი-მორიელი სათანადოდ აფასებს. ის არ შეიჭრება მეგობრის პირად სივრცეში ნებართვის გარეშე - დაელოდება, სანამ მორიელი თავად მოუყვება რა აწუხებს და ტანჯავს. ამის შემდეგ, მისცემს პრაქტიკულ რჩევას ყოველგვარი თავსმოხვევის გარეშე, რასაც ქალი-მორიელი აუცილებლად გაითვალისწინებს. თავის მხრივ, მეგობარი მორიელისგან მამაკაცი-სასწორი მიიღებს ულევ პოზიტიურ ენერგიას და სიღრმისეულ საკითხებზე სრულ გაგებას. ქალი ბოლომდე ჩაწვდება მის ნაზ შინაგან სამყაროს, რაც იშვიათად შეუძლია ვინმეს. ამიტომ, მათი მეგობრობა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, თუ ურთიერთობა რომანში არ გადაიზარდა.
ერთად მუშაობისას, მთავარი მამოძრავებელი იქნება ქალი-მორიელი. მას შეუძლია ერთდროულად მოიგონოს რამე ახალი და საინტერესო და მოახდინოს მისი რეალიზაცია. რეალურად ის იმდენად ენერგიულია, რომ პარტნიორი საქმიანობაში არც კი სჭირდება.
რაც შეეხება მამაკაც-სასწორს, მისი როლი შრომით ტანდემში განისაზღვრება პარტნიორებთან და დამკვეთებთან კონტაქტების დამყარებით და ბიზნეს-პროცესის კონტროლით. ასევე, სასწორი იზრუნებს პროფესიულ და ბიზნესის რეპუტაციაზე - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია მათ თანამშრომლობაში, რადგან ქალი-მორიელის ყველაზე სუსტ წერტილს წარმოადგენს მისი ეპატაჟურობისკენ მიდრეკილება.