თავსებადობა - 88%. ქალი-მორიელი და მამაკაცი-მერწყული საკმაოდ კარგად ეწყობიან ერთმანეთს. ორივე მიზანდასახული, თამამია და ძალიან აფასებენ პიროვნულ თავისუფლებას.
ისინი პირველივე შეხვედრისას მიაქცევენ ერთმანეთს ყურადღებას, რადგან ბევრი საერთო თვისება აქვთ. ქალი-მორიელი დაინტერესდება მამაკაცი-მერწყულის შეხედულებებით სამყაროს, ახალი ტექნოლოგიების, მუსიკის და სხვა საკითხების მიმართ, ის კი მოიხიბლება მორიელის სექსუალურობით და სითამამით. მათ შეუძლიათ ერთდროულად ღრმა, მარტივი და ჰაეროვანი ურთიერთობა ააწყონ. შეიძლება მამაკაცმა-მერწყულმა ყოველთვის ვერ გაიგოს ქალი-მორიელის გადაჭარბებული ემოციურობა, ხოლო ქალს მოეჩვენოს, რომ მისი საყვარელი მამაკაცი სხვა სამყაროდანაა. ყველაფერი ეს, მათ რომანს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, ერთმანეთის შესწავლის პროცესში კი ქალი და მამაკაცი უფრო ახლობლები ხდებიან.
წყვილის ინტიმური ურთიერთობა წესით შესანიშნავი უნდა იყოს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ფიზიკური სიახლოვე ქალ-მორიელთან ყოველთვის ხარისხიანია, რადგან ის სექსუალურობის და ვნების ნიშანია. ასევე იმიტომ, რომ მამაკაცი-მერწყული ვერ იტანს მოწყენილობას, მათ შორის სექსშიც. შესაბამისად, მათი ურთიერთობა ექსპექრიმენტებით იქნება სავსე.
მათი ოჯახი ძალიან სტაბილური ვერ იქნება, რადგან ქალი-მორიელი საჭიროებს სტაბილურ და მისი ემოციების განეიტრალების უნარის მქონე პარტნიორს, რომელიც შეუქმნის სიმშვიდეს. მამაკაცი-მერწყული ასეთი არ არის. ისიც არანაკლებ ყვება ემოციებს და ფანტაზიას, რის გამოც “გაფრენა” ორივეს კარგად გამოუვა, “მიწაზე დაშვება” კი ნაკლებად… გარდა ამისა, ქალი-მორიელი დიდად არ გამოირჩევა დიასახლისობით, კარგი ცოლობით და დედობით, თუმცა, მონდომების შემთხვევაში შეუძლია ამ როლის მორგება. მათი ქორწინება საინტერესო პროექტი იქნება, რომლის მონაწილეებიც არასოდეს მოიწყენენ.
ქალ-მორიელსა და მამაკაც-მერწყულს შორის მეგობრობა სრულიად შესაძლებელია. ერთად გატარებული დრო ყოველთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება მათთვის: ქალი შეძლებს მამაკაცის ჩაძირვას ემოციების სამყაროში, ის კი უსასრულო შესაძლებლობების და პერსპექტივების დანახვაში დაეხმარება. ერთად სიამოვნებით ივლიან მუზეუმებში, გამოფენებზე, კონცენრტებზე, ფილმების სანახავად, წვეულებებზე და მეგობრებთან შეკრებებზე - და ეს ყველაფერი, მათ ურთიერთობაში ძალიან დიდი დოზით იქნება. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ერთმანეთის მხარდაჭერას ყოველთვის შეძლებენ - ქალი-მორიელი მთასავიდ დგას მათ უკან, ვისაც “თავისიანად” თვლის, ხოლო მამაკაცი-მერწყული მეგობრებს ყველაზე და ყველაფერზე წინ აყენებს.
შრომის პროცესის მიმართ, მათ სხვადასხვა მიდგომები და მეთოდები აქვთ. ქალი-მორიელი მიჩვეულია გეგმის მკაცრად დაცვას, მაშინაც კი, თუ ხვდება, რომ რომელიმე საკითხი არასწორად წარმართავს პროცესს. მამაკაცი-მერწყული ემხრობა სპონტანურობას, თუმცა, მთელ ძალისხმევას დებს იმაში, რომ მას თანმიმდევრულ ადამიანად თვლიდნენ, რომელსაც შეუძლია ყველაფრის გათვლა და გათვალისწინება.
ასეთი განსხვავებული მუშაობის მეთოდები და მიდგომა, შეიძლება ნეგატიურად აისახოს მათ ერთობლივ საქმიანობაზე. იმ შემთხვევაში, თუ კარგად შეისწავლიან ერთმანეთს, ეს ინდივიდუალური მახასიათებლები, შეიძლება გაერთიანდეს საერთო საქმის სასარგებლოდ.