თავსებადობა - 85%. ქალი-თევზები მეოცნებე და რომანტიკულია, მამაკაცი-ვერძი კი თამამი და აქტიური - წესით, მათი ურთიერთობა უნდა შედგეს, რადგან საკმაოდ კარგი თავსებადობის მაჩვენებელი აქვთ.
ქალ-თევზებსა და მამაკაც-ვერძს შორის რომანტიკული ურთიერთობა ვნებიანი, საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. წყვილი ერთმანეთს ძალიან კარგად ავსებს განსხვავებული ტემპერამენტის გამო. მამაკაცი აქტიური და თამამია, ქალი პასიური და მორიდებული. მთლიანობაში, მათი ურთიერთობა საკმაოდ ჰარმონიულია, სადაც ქალისა და მამაკაცის როლები კლასიკურ სტილშია გადანაწილებული.
მათ რომანში პრობლემები შეიძლება გაჩნდეს მამაკაცი-ვერძის ხასიათიდან გამომდინარე, რომელიც ხშირად აგრესიაში გადადის ან ქალი-თევზების ზედმეტი პასიურობის და გადაჭარბებული სიმშვიდის გამო. მათი ურთიერთობა ერთგვარი თამაში-ბრძოლაა, სადაც ორივე მხარეს მოსწონს ჩხუბი და შერიგება - ეს მათ სტიმულს მატებს.
წყვილის ინტიმური ცხოვრება შესანიშნავი იქნება. სექსის დროს ოსტატურად ირგებენ მათთვის ჩვეულ და მოსახერხებელ როლებს და პოზებს. მამაკაცი-ვერძი ინიციატორია, ქალი-თევზები კი დამყოლი პასიური მხარე, რომელსაც შეუძლია მშვიდი გარემო შეუქმნას, მოადუნოს და ინტიმურ ატმოსფეროში ჩაძიროს მამაკაცი. წყვილს შეუძლია რეალობად აქციოს ნებისმიერი სექსუალური ფანტაზია და სურვილი.
ქალ-თევზებს და მამაკაც-ვერძს შეიძლება იდეალური ოჯახი ჰქონდეთ. თევზები არ გამოირჩევა დიასახლისობით, თუმცა საკმაოდ მზრუნველი და ალერსიანი ცოლი და დედაა. მამაკაცი-ვერძი იზრუნებს ოჯახის მატერიალურ უზრუნველყოფაზე. მართალია, მისი აგრესიული ხასიათი ხშირად იწვევს დაძაბულობას, მაგრამ ქალი-თევზები ყველაფერს გაუმკლავდება ალერსის გონივრული გამოყენებით. წყვილის ქორწინება დიდხანს გასტანს, თითქმის ცხოვრების ბოლომდე, რადგან ვერძი არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება განქორწინებას და საყვარელი ქალის გაშვებას, თუმცა ეს დიდად არც თევზებს სურს.
ქალ-თევზებს და მამაკაც-ვერძებს თავისუფლად შეუძლიათ მეგობრობა. ისინი ერთმანეთს ხშირად შეხვდებიან, გამართავენ სასიამოვნო საუბრებს, გაანდობენ საიდუმლოს, განიხილავენ წიგნებს და ფილმებს. ასევე, ხშირად ივლიან ღამის ბარებში მოსადუნებლად - ყველაფერი ეს, მათ ძალიან დააახლოვებს. ერთმანეთის გასაცნობად არ სჭირდებათ ზედმეტი დაკვირვება, პირველივე საუბრისას მიხვდებიან, რომ უკეთეს მეგობრებს ვერასოდეს შეხვდებიან.
ერთობლივი მუშაობა ძალიან კარგად მოქმედებს ზოდიაქოს ორივე წარმომადგენლის პორდუქტიულობაზე: მამაკაცი-ვერძი, რომელიც მუდმივად მოძრავი და ენერგიით სავსეა, ძლიერ მუხტს გადასცემს ქალ-თევზებს, რომელსაც ხშირად აქვს კონცენტრაციის პრობლემა და ვერ იღებს გადაწყვეტილებებს. თავის მხრივ, ქალი-თევზები სასიამოვნო და სარელაქსაციო გარემო მოუწყობს მამაკაცს იმისათვის, რომ მან შეძლოს საქმესთან მარტივად გამკლავება. ძალების გაერთიანების შემთხვევაში, წყვილს შეუძლია ნებისმიერი პროექტი ჩაიბაროს. ასევე, ქალი-თევზები დაკავდება საქმიანი კავშირების დამყარებით და მოწესრიგებით. საუკეთესო მიმართულებები წყვილის კარიერული განვითარებისთვის, არის შემოქმედებითი, მომსახურების, საწარმოო და სავაჭრო სფეროები.