თავსებადობა - 83%. ქალი-თევზები და მამაკაცი-კირჩხიბი ძალიან გვანან ერთმანეთს. თუმცა, მათ ურთიერთობაში ეს კარგია თუ ცუდი, საკმაოდ რთული გასაგებია.
ქალი-თევზებიც და მამაკაცი-კირჩხიბიც წყლის სტიქიის წარმომადგენლები არიან, რაც მათ ღირებულებებს და შეხედულებებს განსაზღვრავს. ორივე ოცნებობს ღრმა, ნაზ და ნდობაზე დამყარებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე, როცა შესაძლებელია ბოლომდე გახსნა და დაცულობის შეგრძნება - მათ ერთმანეთისთვის ამ საკთხების უზრუნველყოფა ნამდვილად შეუძლიათ. თუმცა, ურთიერთობის ტექნიკური მხარე, ორივეს სუსტი წერტილია, რადგან ინფანტილურები და არაპრაქტიკულები არიან. ამიტომ, როცა რომანის პირველი ტალღა გადაივლის, შეიძლება იმედგაცრუების გრძნობა გაუჩნდეთ იმის გამო, რომ არცერთი მათგანი არ იღებს გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას. შესაბამისად, ზოდიაქოს ორივე ნიშნისთვის, რეკომენდირებულია უფრო ძლიერი პარტნიორის ყოლა. თუმცა, ერთად ყოფნით მიღებული კმაყოფილების და ამ უარყოფითი მომენტების უგულებელყოფის ხარჯზე, მათი ურთიერთობა შეიძლება საკმაოდ მყარი და ხანგრძლივი იყოს.
წყვილის ინტიმური ურთიერთობა იქნება ღრმა და ნაზი. ქალი-თევზების და მამაკაცი-კირჩხიბის ფანტაზია უსაზღვროა და მათი სექსუალური სურვილები ეფუძნება გრძნობებს. სექსის ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად უგებენ ერთმანეთს, რასაც მშვებივრად ართმევენ თავს, რადგან ორივე საკმაოდ კარგი ფსიქოლოგია. პრობლემური საკითხი, რომელიც შეიძლება მათ ინტიმურ ცხოვრებაში გაჩნდეს, არის - ენერგიულობის და ინიციატივის ნაკლებობა. შესაბამისად, ზოდიაქოს სხვა ნიშნის წარმომადგენლებთან, მათ უფრო აქტიური სექსუალური ურთიერთობა ექნებათ. თუ დროთა განმავლობაში ერთმანეთი არ მობეზრდათ, შეძლებენ ურთიერთობის დიდხანს შეინარჩუნებას.
ქალი-თევზებიც და მამაკაცი-კირჩხიბიც ოცნებობენ ოჯახის შექმნაზე. მათ ზოგადად უყვართ ყველაფერი, რასაც მათთვის სიმყუდროვე და დაცულობა მოაქვს - ოჯახი კი ზუსტად ასეთი ადგილია. გამორიცხული არ არის, რომ წყვილი ქორწინებაში შევიდეს საკმაოდ პატარა ასაკში, მაგრამ დროთა განმავლობაში გააცნობირებენ, რომ უფრო ძლიერი და სერიოზული პარტნიორი სჭირდებათ მორალურად და არა ფიზიკურად.
თუ ზრდასრულ ასაკში დაქორწინდებიან, მაშინ ჰარმონიული ოჯახის შექმნის შანსი უფრო მეტი ექნებათ, რადგან ასაკის მატებასთან ერთად, ქალი-თევზებიც და მამაკაცი-კირჩხიბიც უფრო ბრძენდებიან და იძენენ აუცილებელ გამოცდილებას, რაც საშუალებას აძლევთ მოახდინონ ინიციატივის და აქტივობის ნაკლებობის კომპენსირება.
ურთიერთობის იმ ფორმატში, რასაც ჰქვია - მეგობრობა, ქალი-თევზებიც და მამაკაცი-კირჩხიბიც, თავს ძალიან კომფორტულად იგრძნობენ. ერთმანეთს უსიტყვოდ გაუგებენ, ექნებათ ბევრი საერთო ინტერესი, დროს სასიამოვნოდ გაატარებენ და ისაუბრებენ ყველაფერზე გულახდილად, რადგან ენდობიან ერთმანეთს.
რაც შეეხება ერთად მუშაობას, ქალ-თევზებს და მამაკაც-კირჩხიბს ეს წარმატებით გამოუვათ - მხოლოდ შემოქმედებით სფეროში. საქმე იმაშია, რომ ორივეს აქვს ზეგანვითარებული წარმოსახვა: ისინი ყოველთვის შეძლებენ რაიმე ახალის, ლამაზის და უჩვეულოს შექმნას. რაც შეეხება პრაქტიკულ მხარეს, ამ მიმართულებით მათი ტანდემი მაღალი შეფასებით არ გამოირჩევა. თუმცა, ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან შეუძლიათ დახმარებისთვის უფრო პრაგმატულ და ტქნიკური უნარების მქონე თანაგუნდელებს ან კოლეგებს მიმართონ.