შეთავსება
თევზები
მორიელი
შეთავსება

თავსებადობა - 100%. ორივე საკმაოდ მგრძნობიარე და ემოციურია იმისათვის, რომ ერთმანეთს კარგად გაუგონ. თუმცა, საინტერესოა, სად გადის ის ზღვარი, როცა მათი განსხვავებული თვისებები თავს იჩენს და ხილული გახდება?

სიყვარული

ქალ-თევზებსა და მამაკაც-მორიელს შორის სასიყვარულო ურთიერთობა ვითარდება რბილად და მიზანმიმართულად. საქმე იმაშია, რომ ზოდიაქოს ეს ნიშნები მიეკუთვნებიან წყლის სტიქიას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბევრი საერთო ღირებულება და ემოციური მიჯაჭვულობა გააჩნიათ. ქალი-თევზები მოხერხებულად ალაგებს ურთიერთობას, მამაკაცი-მორიელი კი ზრუნავს იმაზე, რომ მათი სიყვარული იყოს ნათელი და ვნებიანი. ამის დახმარებით, მათ შორის ხდება გრძნობების ისეთი გაღრმავება, რასაც სხვა წყვილში იშვიათად შეხვდებით. 

პრობლემები, რომლებმაც შეიძლება თავი იჩინონ წყვილის სასიყვარულო ურთიერთობაში, დაკავშირებულია უშუალოდ საყოფაცხოვრებო საკითხებთან, რადგან ქალი-თევზებიც და მამაკაცი-მორიელიც მოქმედებენ და განსჯიან გულით, რის გამოც, მიმდინარე მოვლენების რაციონალურად და საღად შესაფასებლად ხშირად არ ჰყოფნით ლოგიკა.

სექსი

წყვილის ინტიმური ურთიერთობა ძალიან ღრმა და სრულყოფილია. ფიზიკური სიახლოვის ქონის ინიციატორი მამაკაცი-მორიელია, ქალი-თევზები კი მოხერხებულად იღებს ამ წინადადებას და ნაზად ერწყმის საყვარელი მამაკაცის სხეულს. საწოლში მათთვის არ არსებობს შეზღუდვები და აკრძალვები. ქალი-თევზები, თავისი კარგი ინტიუციის ხარჯზე, პროცესამდე მიხვდება რა სურს მის საყვარელ მამაკაცს და შესაბამის გარემოს შექმნის ორივეს სექსუალური სურვილების განსახორციელებლად.

ქორწინება და ოჯახი

ქალი-თევზების და მამაკაცი-მორიელისგან შეიძლება შედგეს საუკეთსო წყვილი, რადგან ორივე ოცნებობს ოჯახის შექმნაზე. ამიტომ, თუ მათი სიყვარული დროს და გამოცდას გაუძლებს, შემდეგი ეტაპი აუცილებლად ურთიერთობის დაკანონება იქნება. თანაცხოვრებისას, მათ მოუწევთ ემოციებისგან დაცლილი გადაწყვეტილებების მიღება და ამას მამაკაცი-მორიელი უფრო ადვილად შეძლებს, ვიდრე ქალი-თევზები.

ოჯახში ქალ-თევზებს მუზას როლი ექნება, მამაკაცი-მორიელი კი საკუთარ თავზე აიღებს მოვალეობების დიდ ნაწილს, რაც ძირითადად მატერიალურ უზრუნველყოფას უკავშირდება.

მეგობრობა

ქალ-თევზებს და მამაკაც-მორიელს სიამოვნებთ ერთად ყოფნა. მათი მეგობრობა იქნება ხანგრძლივი, რადგან ერთმანეთს კარგად ავსებენ: ქალი-თევზები ყოველთვის ენერგიით დამუხტავს, გაათბობს და დაამშვიდებს საყვარელ მამაკაცს, ის კი დაცულობის გრძნობას გაუჩენს და ფიზიკურად დაეხმარება, როცა ამას სიტუაცია მოითხოვს. ქალი-თევზების და მამაკაცი-მორიელის მეგობრობაში ჩნდება გარკვეული მისტიკური კავშირი: ქალი ყოველთვის უსიტყვოდ ხვდება რა რჩევა სჭირდება მის საყვარელ მამაკაცს, ის კი არასოდეს დაუწყებს ზედმეტი შეკითხვების დასმას, უბრალოდ ჩაუსახავს იმედს და სწორ ემოციურ განწყობაზე დააყენებს. საერთო ინტერესების დახმარებით, მათი მეგობრობა კიდევ უფრო სასიამოვნო და მყარი გახდება.

სამსახური და ბიზნესი

მათი ერთობლივი საქმიანობის დაუღალავი და ენერგიული ცენტრი, რა თქმა უნდა მამაკაცი-მორიელი იქნება. ქალ-თევზებსაც შეუძლია საკმაოდ ქმედით იყოს, მაგრამ ხშრიად, მისი აქტივობა ძალიან ხანმოკლე პერიოდზეა გათვლილი და არც პრაქტიკულობით გამოირჩევა. სამაგიეროდ, შეუძლია საუკეთესო ფორმით მოახდინოს კოლეგების და პარტნიორის შთაგონება, კონკურენტების საიდუმლობების გაგება, ბიზნესის განვითარების ტრაექტორიის განსაზღვრა და მომგებიანი გარიგებების დადება. უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცი-მორიელი ყოველთვის მხარს დაუჭერს მის ინიციატვიებს.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება