შეთავსება
თევზები
თევზები
შეთავსება

თავსებადობა - 100%. ეს არის ორი მოუხელთებელი და იდუმალი პიროვნების კავშირი. 

სიყვარული

ქალ და მამაკაც თევზებს შორის სასიყვარულო ურთიერთობა - რთული თემაა, თუმცა საინტერესო. ნეპტუნი, რომელიც თევზების ნიშანს მართავს, მათ კარნახობს, რომ იყვნენ ნაზი და მეოცნებე პარტნიორები, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას. როცა ქალ და მამაკაც თევზებს ერთმანეთი უყვარდებათ, თანაბრად ინაწილებენ ყველაფერს, რაც გააჩნიათ. მათი ურთიერთობა ორი მოზარდის რომანს გავს. ყველაფერი ძალიან ლამაზი და საოცარია, როგორც “რომეო და ჯულიეტა”-ს ისტორიაში, მაგრამ უპერსპექტივო, რადგან ქალი ყოველთვის დაელოდება მამაკაცის მხრიდან პირველი ნაბიჯის გადადგმას, აქტივობას და სიმტკიცის გამოჩენას, რაც თევზების ნიშნის წარმომადგენლებს ზოგადად არ ახასიათებთ. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მამაკაცი-თევზებიც ეცდება ქალში ძლიერი მხარეების პოვნას და ესეც უშედეგოდ დასრულდება. რეალურად, მათ სჭირდებათ უფრო აქტიური, ემოციური და ძლიერი პარტნიორი, თუმცა, სიყვარულს ვერ უბრძანებ…

სექსი

თევზებს შორის ინტიმური ურთიერთობა ცოტა სტრესული იქნება, რადგან ორივე მოუქნელი, უნიციატივო და მელანქოლიურია. სამაგიეროდ, მათ შეუძლიათ სექსის ისეთი ფორმების პრაქტიკაში გამოცდა, როგორიცაა მაგალითად ტანტრული სექსი. ყველაფერი, რაც წარმოსახვას და დეტალებში წვდომას საჭიროებს, თევზებს კარგად გამოსდით, მაგრამ, როცა საქმე ეხება მოქნილობას, აქტივობას, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას და ამის მატერიალურად გამოხატვას - თევზები უბრალოდ უძლურები და უმოქმედონი არიან. ამიტომ, სექსუალურ პარტნიორად, მათთვის უმჯობესია ზოდიაქს სხვა ნიშნის წარმომადგენლის შერჩევა, რომელიც იქნება აქტიური, ემოციური და ძლიერი როგორც ფიზიკურად, ისე მეტნტალურად.

ქორწინება და ოჯახი

თუ თევზები დაქორწინდებიან, დიდი პრობლემები ექნებათ იმ მიმართულებით, რასაც თანაცხოვრება და საყოფაცხოვრებო საკითხები ქვია. ისინი არ არიან მიჩვეული ცხოვრების მატერიალური მხარისთვის მნიშვნელოვანი დროის და ყურადღების დათმობას. თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებულები ჰიპების მსგავსად მცირედით კმაყოფილდებიან. ამიტომ, პასუხისმგებლობის აღებამდე, მათ ურთიერთბაში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ დაქორწინება, მყისიერად ააქტიურებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მაგალითად ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფა და ეს მათი ურთიერთობისთვის სერიოზული ბარიერი ხდება. არცერთი მათგანი არ შეეფერება კლასიკური გაგების ცოლსა და ქმარს. ამიტომ, ცხოვრებაში ასეთი სერიოზული გადაწყვეტილების მიღებამდე, ქალი და მამაკაცი თევზები კარგად უნდა დაფიქრდნენ. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორ სასიყვარულო და ინტიმურ ურთიერთობაში, მათთვის რეკომენდირებულია ზოდიაქოს სხვა ნიშნის წარმომადგენელთან დაოჯახება.

მეგობრობა

ურთიერთობის ეს ფორმატი, ქალ და მამაკაც თევზებს საუკეთესოდ გამოსდით! მეგობრობაში ისინი სრულყოფილად რეალიზდებიან, თავისუფლებას აძლევენ საკუთარ ფიქრებს და ემოციებს: ბევრს საუბრობენ შეხვედრებისას, ენდობიან ერთმანეთს და უმხელენ ფაქტიურად ყველა საიდუმლოს, აქვთ ბევრი საერთო ინტერესი და ერთად თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ.

მათი მეგობრობა იქნება მსუბუქი, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მყარი, რადგან ქალი და მამაკაცი თევზები არ იძლევიან დაპირებებს და გარანტიებს რაიმე საკითხთან დაკავშრებით, და თუ გასცემენ, მათ შესრულებას არ თვლიან საჭიროდ.

სამსახური და ბიზნესი

ერთობლივი ბიზნესის წამოწყება ქალი და მამაკაცი თევზებისთვის რეკომენდირებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომაგენლებს კარგი ინტუიცია აქვთ სარფიანი საქმისა და ფულის მიმართ, ძალიან უჭირთ საკითხების რეალიზაციის პროცესი და მუდმივად სხვისი დახმარება სჭირდებათ. სამაგიეროდ, ქალ და მამაკაც თევზებს, უპრობლემოდ შეუძლიათ შემოქმედებით სფეროში მოღვაწეობა და ძალების გაერთიანება: მათი ნიჭი სრულიად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ დაიმსახურონ მაყურებლის ან მსმენელის სიმპათია და მოიპოვონ პოპულარობა საზოგადოებაში.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება