თავსებადობა - 95%. ქალი თევზები ნაზი და მოუხელთებელია, მამაკაცი-ლომი კი ქარიზმატული და თავმომწონე. საინტერესოა, შეძლებს თუ არა ლომი თევზების “დაჭერას”?
ქალი-თევზების და მამაკაცი-ლომის სასიყვარულო ურთიერთობაში ბევრი ვნებაა. გრძნობების გამოხატვის დროს ქალის სირბილე და სინაზე ერწყმის მამაკაცის ცეცხლოვან ენერგიას და წარმოიქმნება რაღაც ახალი, საოცრად ძლიერი გრძნობა… მამაკაცი-ლომი ძალიან დელიკატური, აუჩქარებელი და კეთილშობილია. ამ თვისებებს ის სიყვარულშიც ამჟავნებს, რაც ქალ-თევზებს უზომოდ ხიბლავს. წყვილის რომანტიკული ურთიერთობა ვითარდება ეტაპობრივად. პროცესში, ქალი-თევზები მოხერხებულად მანიპულერებს მამაკაცით და სიტუაციას აკონტროლებს ისე, რომ ლომი ამას ვერც კი ამჩნევს.
მათ შორის პრობლემები შეიძლება გაჩნდეს ლომის ეჭვიანობის გამო, თუმცა, ქალი-თევზებიც საკმარისზე მეტ საბაბს მისცემს. მეორეს მხრივ, სწორედ ასეთი ქცევა შესძენს გარკვეულ დინამიკას მათ ურთიერთბას. იმისათვის, რომ ქალი მხოლოდ მასთან იყოს, მამაკაცი-ლომი მზად არის “მთები გადადგას” - პრინციპში, ქალსაც ეს უნდა…
ზოდიაქოს ამ ორი ნიშნის წარმომადგენლებს შორის სექსი ძალიან ხარისხიანი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცი-ვერძი არ იჩქარებს და ძალას არ დაატანს ქალ-თევზებს, რადგან მისთვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია ფანტაზიის გაღვივებისთვის. შემდეგ კი, საოცრებების ჩადენა შეუძლია… ექსპერიმენტებისადმი ლტოლვა, მას უბიძგებს მუდმივად სიახლეების ძიებისკენ, თუმცა, მამაკაცი-ლომის დომინანტობა საწოლში ძალიან მოსწონს და ამ საკითხში კონკურენციის გაწევას არც კი ეცდება. შეიძლება ითქვას, რომ მათი სექსუალური ცხოვრება, საკმაოდ ჰარმონიულად დალაგდება.
თუ წყვილი დაქორწინდება, მათ ოჯახში იქნება პატრიარქატი და როლების ტრადიციული გადანაწილება: მამაკაცი იზრუნებს მატერიალურ საკითხებზე, ქალი კი ოჯახურ კერას მიხედავს. თუმცა, ხშირია შემთხვევები, როცა წყვილს უჭირს ამ პასუხისმგებლობებთან გამკლავება, რადგან მამაკაც-ლომს ყურადღების ცენტრში ყოფნისა და აქტივობის გარეშე არ შეუძლია, ქალი-თევზებისთვის კი დიასახლისობა ძალიან დეპრესიული და მოსაწყენია. ამიტომ, სჯობს წყვილმა საკუთარი თავიც და ერთმანეთიც ისეთებად მიიღონ, როგორიც არიან. ამის წყალობით, მათი ქორწინება იქნება ორი ადამიანის ერთობა, რომლებსაც ერთმანეთიც უყვართ და სამყაროს შეცნობაც.
მათი მეგობრობა საკმაოდ უცნაურია და უფრო სასიყვარულო ურთიერთობას გავს, რადგან ქალი-თევზები გადაჭარბებულ სინაზეს და მზრუნველობას, ხოლო მამაკაცი-ლომი შემაწუხებელ ინტერესს და მფარველობას იჩენენ. ბალანსის დაცვის შემთხვევაში, ისინი ნამდვილად კარგი ურთიერთობის ააწყობენ. შეძლებენ ერთმანეთის მხარდაჭერას და დახმარებას.
საქმიანობაში, რომელსაც ორგანიზებას გაუკეთებს მამაკაცი-ლომი, ქალი-თევზები იქნება მუზა და იზრუნებს უფრო პროდუქტიულად მუშაობისთვის საჭირო ატმოსფეროს შექმნაზე, მოიფიქრებს ბიზნესის კონცეფციას და წვრილმანი საკითხების გადაწყვეტაზე პასუხისმგებლობას აიღებს. სავარაუდოდ, საქმისთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული სარგებლის მოტანა მას ნაკლებად შეეძლება. სამაგიეროდ, მამაკაცი-ლომი იმოქმედებს ძლიერი პოზიციიდან. მისი გონება და ქარიზმა სრულიად საკმარისია მომგებიანი და სასარგებლო საკითხების გაფილტვრისთვის და სწორ დროსა და ადგილას პერსპექტიული ბიზნეს-ურთიერთობების დამყარებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ მამაკაცი-ლომი საქმეს შემოქმედებითად უდგება და აქვს კარგი ინტუიცია ფულის შოვნისა და სარფიანი გარიგებების დადების კუთხით. ქალი-თევზები ამ პროცესში იქნება მისი ერთგული დამხმარე და გუნდური მუშაობით ნამდვილად შეძლებენ რაიმე ფასეულის შექმნას.