თავსებადობა - 74%. ქალი-თევზები ყველა სხვა ნიშნებს შორის ერთ-ერთი მოუხელთებელია. იგივეს თქმა შეიძლება ძალიან თავისებული ხასიათის მქონე მამაკაც-მშვილდოსანზეც. საინტერესოა, ვინ იქნება მათ შორის “მადევარი?”...
ქალი-თევზებიც და მამაკაცი-მშვილდოსანიც - განწყობილი არიან სრულფასოვნ სასიყვარულო ურთიერთობაზე. არასოდეს წვრილმანდებიან, არ გასცემენ ცარიელ დაპირებებს და უპირატესობას ანიჭებენ გულახდილ გრძნობებზე დაფუძნებულ სიყვარულს. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში, ძალიან უჭირთ ისეთი იდეალური რომანის შექმნა, როგორიც სურთ. ამიტომ, ურთიერთობის დაწყებისას ნდობის ფაქტორი დიდხანს არ უჩნდებათ და იწყებენ ერთმანეთის შემოწმებას სხვადასხვა სიტუაციებში მანამ, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ნამდვილ სიყვარულს შეხვდენენ.
ამის შემდეგ, ქალი-თევზები დუნდება, ხდება უფრო გულახდილი, ხოლო მამაკაცი-მშვილდოსანი ზოგჯერ ურთიერთობის წარმართვასაც კი მთლიანად მას გადასცემს, რადგან ნდობის მაღალი ფაქტორი აქვს. წყვილის რომანი დიდხანს და ბედნიერად გაგრძელდება იმის საფუძველზე, რომ ორივე ძალიან თავისუფლებისმოყვარეა და ერთმანეთს არ ზღუდავენ.
მათ ინტიმურ ცხოვრებაში ბევრი გრძნობები და ვნებაა. მუდმივად აჩქარებული მამაკაცი-მშვილდოსანი, ქალ-თევზებთან სულიერად მშვიდდება და დუნდება, რადგან მასზე გადმოდის საყვარელი ქალის ემოციური მდგომარეობა. ერთად მათ შეუძლიათ აისრულონ ნებისმიერი ინტიმური ფანტაზია: ორივეს უყვარს უჩვეულო სიტუაციები და ექსპერიმენტები. ერთადერთი, რაც შეიძლება მათ დააკლდეთ, არის სტაბილურობა სექსუალურ კავშირში. თუმცა, ეს იმდენად გავლენიანი ფაქტორი არ არის, რომ რომანს საფრთხე შეუქმნას.
თუ ისინი დაქორწინებას გადაწყვეტენ, მათი ოჯახი ძალიან არასტანდარტული იქნება. ქალი-თევზები ნაკლებად მოისურვებს სამზარეულოში ფუსფუსს და ბავშვების გაჩენას. მამაკაცი-მშვილდოსანი კი ვერ იქნება კლასიკური გაგების ქმარი, რომელიც ზრუნავს ოჯახის უზრუნვეყოფაზე და მისი დასაყრდენია. მაგრამ, წყვილს ერთმანეთი ყოველთვის დააინტერესებს და თანაცხოვრებაც მრავალფეროვანი ექნებათ - ეს იმიტომ, რომ ბევრი საერთო ინტერესი აქვთ. მამაკაცი-მშვილდოსანი დააფასებს ცოლს მხარდაჭერის, გაგების და ხალისიანი განწყობის შექმნისთვის. ქალი-თევზები კი არ გაკიცხავს ქმარს მისი ზედაპირულობისთვის და არასტაბილურობისთვის. საბოლოოდ, მათ შეიძლება გადაწყვიტონ ე.წ. “ტურისტული ოჯახი” გახდნენ და მთელი ცხოვრება მოგზაურობაში გაატარონ, რაც ორივეს ძალიან გააბედნიერებს.
ქალ-თევზებს და მამაკაც-მშვილდოსანს საინტერესო მეგობრობა ექნებათ. შეხვედრების დროს ისინი ბევრს ისაუბრებენ მუსიკაზე, კინოზე, ივლიან ლაშქრობებში, დაესწრებიან მოდის ჩვენებებს და ა.შ. ერთმანეთთან შეუძლიათ განიხილონ ნებისმიერი საკითხი - სწორედ ამაშია მათი ურთიერთობის ფასეულობა. ერთმანეთისთვის პრაქტიკული რჩევების მიცემას ნაკლებად შეძლებენ, რადგან არცერთი დიდად არ ინტერესდება ცხოვრების პრაქტიკული მხარით. ქალი-თევზების და მამაკაცი-მშვილდოსანის მეგობრობა შეიძლება იყოს ძალიან ხანგრძლივი, მრავალფეროვანი და ხშირ შემთხვევაში, შეიძლება რომანით დასრულდეს.
საერთო საქმიანობაში ორივე ძალიან კომფორტულად იგრძნობს თავს, განსაკუთრებით თუ შემოქმედებით სფეროში იქნებიან. ორივე არატრივიალურად აზროვნებს და სურთ შექმნან რამე ახალი, არაშაბლონური. მამაკაცი-მშვილდოსანის მჩქეფარე ენერგიის შერწყმა ქალი-თევზების ენთუზიაზმთან, წარმოქმნის სუპერძალას, რომელიც უნიკალური ქმნილებების საწინდარია. თუმცა, ზოდიაქოს ორივე ნიშანს აკლია პრაგმატიზმი, ამიტომ, მათთვის ბიზნესის დაწყება რეკომენდირებული არ არის. სჯობს ვინმეს მიერ კარგად ორგანიზებულ სტრუქტურაში დასაქმება, სადაც შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას.