თავსებადობა - 82%. მათ საკმაოდ კარგად ესმით ერთმანეთის, თუმცა, ზოგჯერ ქალ-თევზებს მამაკაცი-კურო ზედმეტად უხეში და უგრძნობი ეჩვენება, მამაკაცისთვის კი ქალი-თევზები ცოტა მოსაწყენი და უინტერესოა.
წყვილის სასიყვარულო ურთიერთობა შეიძლება იყოს ნაზი და რომანტიკული, რადგან ორივე ღრმად სენტიმენტალური პიროვნებაა და მიდრეკილი არიან სულიერი და ფიზიკური სიმშვიდისა და კომფორტისკენ. ურთიერთობის პირველი ეტაპი ყველაზე სასიამოვნო იქება მათ ცხვორებაში და უსიტყვოდ გაუგებენ ერთმანეთს. შემდეგ, საკუთარ თავში პერიოდულად ჩაკეტვის მომენტები გაუჩნდებათ, რადგან მამაკაცს გაუჭირდება ქალთან ემოციური კონტაქტის მუდმივად შენარჩუნება, ხოლო მისი მხრიდან ყველაფერი თვითდინებაზე იქნება მიშვებული იმ პრინციპით, რომ მამაკაცმა უნდა უხელმძღვანელოს ურთიერთობებს. კურო ნამდვილად არ მიეკუთვნება ასეთი ტიპის მამაკაცებს, ამიტომ, მათი გრძნობები შეიძლება ძალიან მალე ჩაიფერფლოს…
სექსუალურ ურთიერთობაში, ქალ-თევზებს შეიძლება არ ეყოს მამაკაცი-კუროს ინიციატივა და აქტივობა. ის მიჩვეულია, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები, ყოველთვის ცდილობენ მისი გულის მონადირებას და ამიტომ, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გრძნობდეს, რომ სასურველი ქალია. მამაკაცი-კურო მოქმედებს თავისუფლად, არასოდეს ძალას არ ატანს ქალს და არ უზღუდავს თავისუფლებას, მითუმეტეს ფიზიკურს. ქალი-თევზების მხრიდან კუროს დააკლდება ფანტაზია, რადგან მისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორ ქალს შეეძლოს სწრაფად რეაგირება და გადართვა ერთი სურვილიდან მეორეზე, რაიმე ახალის მოფიქრება და სიტუაციის ისე მოწყობა, რომ ორივეს სექსუალური მხარე გამოვლინდეს თავისუფლად და სრულყოფილად. თუმცა, ეს გამორიცხულია და მაქსიმუმი, რაც მისგან შეიძლება მიიღოს არის - სინაზე და სიმშვიდე.
თუ წყვილი დაქორწინდება, მშვიდი ოჯახური ცხოვრება ელით, რადგან არცერთს არ უყვარს ცვლილებები და სკანდალები. ქალი-თევზები შინაგანად მშიშარა და მეოცნებეა, მას მხოლოდ ფიქრი შეუძლია იმაზე, რომ რაღაც შეიძლებოდა სხვაგვარად ან უკეთესად ყოფილიყო. ის ზედმეტად ინერტულია იმისათვის, რომ ცვლილებები განახორციელოს. მამაკაცი-კურო სტაბილურობის და კომფორტის მოყვარულია, არასოდეს მოსწონს ჩვევების და არსებული სიტუაციის შეცვლა. ამ თვისებების წყალობით, მათი თანაცხოვრება შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს.
ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლების მეგობრობა მშვიდი და სტაბილურია. ერთმანეთს ყოველთვის გაუზიარებენ საკუთარ ტკივილს, სიხარულს და საიდუმლოს. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ მათი შეხვედრები მხიარული და აქიტური იქნება - უფრო მყუდრო, განმარტოებულ გარემოში დროის გასატარებელი ფორმატის. მამაკაცი-კურო ყოველთვის მისცემს სასარგებლო პრაქტიკულ რჩევებს ქალ-თევზებს, ის კი ჩაუტარებს ფსიქოანალიზის სეანსებს, როცა ამის აუცილებლობა იქნება.
ქალი-თევზები საკმაოდ ზარმაცია. მაქსიმუმი რაც მას საქმიანობის მხრივ სიამოვნებას ანიჭებს, არის ადამიანებთან ურთიერთობა და მყუდრო გარემოს შექმნა. რაც შეეხება მამაკაც-კუროს, ის პირიქით, დაუღალავად შრომობს მიზნების მისაღწევად და სწორედ ისეთი გარემო სჭირდება, სადაც სიტუაცია მშვიდი, მოწესრიგებული და სასიამოვნო იქნება, რათა შეძლოს შრომითი პროცესის უწყვეტად წარმართვა. თუ შევაჯამებთ, გამოდის, რომ ქალი-თევზები და მამაკაცი-კურო ერთობლივი საქმიანობისთვის თითქმის იდეალური წყვილია.