თავსებადობა - 100%. ქალი-თეზები საკუთარ თავშია ჩაფლული, მამაკაცი-ქალწული კი პრაქტიკული და რეალისტია. საინტერესოა, რა საერთო აქვს წყვილს?
ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენელთა სასიყვარულო ურთიერთობა ცოტა უჩვეულოა, მაგრამ საკმაოდ კანონზომიერი. საქმე იმაშია, რომ ისინი ურთიერთსაწინააღმდეგო საწყისების მატარებლები არიან. ქალი-თევზები მეოცნებე, ირეალური და ზემგრძნობიარეა. მამაკაცი-ქალწული კი პრაგმატული, ცივი გონებით მოქმედი. სწორედ ამ თვისებების გამო, ისინი ერთმანეთის შინაგან სამყაროს კარგად შეავსებენ. თუმცა, დიდი დრო და მოთმინება დასჭირედებათ იმისათვის, რომ ერთმანეთს სრულყოფილად გაუგონ და მიიღონ ისეთებად, როგორიც არიან. თუ ეს გამოუვათ, ურთიერთობა უდიდეს სიამოვნებას მოუტანთ.
ქალი-თევზები და მამაკაცი-ქალწული საკმაოდ ემოციურები არიან, ამიტომ, მათი ინტიმური ცხოვრება საინტერსო და მრავალფეროვანი იქნება. ქალი ყოველთვის სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნის, საყვარელ მამაკაცს მოადუნებს და განაწყობს ინტიმისთვის. ის კი თვდაჯერებულად და მოხერხებულად იმოქმედებს და ეცდება, რომ ორივეს სასიამოვნო შეგრძნებები გაუჩნდეთ ალერსის დროს. რაც დრო გავა, მით უფრო მეტად ისწავლიან ერთმანეთისადმი მიდგომას და სექსუალური ცხოვრებისგან მეტი კმაყოფილების მიღებას.
ქალ-თევზებსა და მამაკაც-ქალწულს შორის ქორწინება, შეიძლება საკმაოდ წარმატებული იყოს. ქალწული იდეალური ქმარია: მშრომელი, პასუხისმგებლიანი და ერთგული. ქალ-თევზებს შეუძლია იყოს ნაზი და ალერსიანი ცოლი, შთააგონოს ქმარი და ოჯახისთვის ბევრი რამ გააკეთებინოს. მათ სახლში ყოველთვის სიმშვიდე და სიკეთე იქნება გამეფებული, რადგან არცერთს არ უყვარს ხმამაღლა საუბარი, კამათი და სკანდალების მოწყობა. წყვილს აუცილებლად ეყოლება შვილები, რომელბიც გაიზრდებიან სრულ ჰარმონიაში.
ქალი-თევზები და მამაკაცი-ქალწული ოჯახს დიდხანს შეინარჩუნებენ თუ დაიცავენ შემდეგ წესებს: ყველა თავის მოვალეობას შეასრულებს, მეუღლეს არ გააკრიტიკებს და ყოველთვის მხარდაჭერას გამოუცხადებს.
ისინი შეიძლება კარგი მეგობრები იყვნენ, თუ შეძლებენ ერთმანეთის ხასიათის დეტალების გაგებას და მიღებას. საქმე იმაშია, რომ როგორც ქალი-თევზებისთვის, ისე მამაკაცი-ქალწულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის ქონა, მაგრამ ორივე ჩაკეტილი პიროვნებები არიან და უჭრით ადამიანებთან კომუნიკაცია, რის გამოც ხშირად ცდებიან მათში. თუ შეძლებენ ერთმანეთთან სწორი მიდგომის მოძებნას და ბოლომდე გახსნას, ნდობასაც მალე მოიპოვოებენ. ქალი-თევზები ყოველთვის დაამშვიდებს მამაკაც-ქალწულს, ის კი პრაქტიკულ დახმარებას აღმოუჩენს, რისი საჭიროებაც მას საკმაოდ ხშირად აქვს.
ერთობლივად მუშაობისას, წყვილში ლიდერი იქნება მამაკაცი-ქალწული. ის შეძლებს პროცესის იმგვარად ორგანიზებას, რომ არავინ გადაიტვირთოს და ყველამ ეფექტურად და სწრაფად იმუშაოს. ქალ-თევზებს სოწრედ მამაკაცი-ქალწულის მსგავსი მეწყვილე სჭირდება, ვინც უბიძგებს გონივრული ნაბიჯების გადადგმისკენ. ქალი-თევზები იქნება იდეების გენერატორი, რომელთა განხორციელება წყვილს კარიერულ წინსვლას და ფინანსურ კეთილდღეობას მოუტანს.