შეთავსება
თევზები
თხის რქა
შეთავსება

თავსებადობა - 93%. ქალი-თევზები და მამაკაცი-თხის რქა იშვიათი თანხვედრის წყვილია. მათი ურთიერთობა თითქმის იდელურია.

სიყვარული

ქალ-თევზებსა და მამაკაც-თხის რქას შორის განსაკუთრებულად ფრთხილი და მყარი კავშირი არსებობს. მამაკაც-თხის რქაში გრძნობების აღძვრა ძალიან რთულია, რადგან საკმაოდ ხისტი და სერიოზულია. თევზები კი ის ქალია, რომელიც მის ყურადღებას იპყრობს პასიურობით. ამ მეთოდს ქალი საკმაოდ მოხერხებულად იყენებს და ერთი შეხედვით ცივ, უკარება მამაკაც-თხის რქას, ფაქტიურად მართავს და რაც სურს იმას აკეთებინებს. მამაკაც-თხის რქას იშვიათად უყვარდება, მაგრამ შეყვარებულს არასოდეს ღალატობს და ყოველთვის ზრუნავს მასზე. წყვილის რომანტიკული ურთიერთობა იქნება მშვიდი, რადგან არცერთს არ უყვარს ხმაურიანი და სკანდალებით სავსე ცხოვრება.

სექსი

წყვილის ინტიმური ურთიერთობა იქნება ერთდროულად ნაზიც და ვებიანიც. მამაკაცი-თხის რქასთვის მნიშვნელოვანია ხანგრძლივი პრელუდია, ქალი-თევზებიც არ ჩქარობს, ამიტომ, სექსის დროს ყველაფერი ისეა, როგორც მათ სიამოვნებთ: სიფრთხილით, ყურადღებით და შემდეგ მოულოდნელი ვნებით სავსე. მათი ინტიმი ოკეანეს გავს, სადაც მონაცვლეობით არის მოქცევა და მიქცევა...

ნებისმიერ შემთხვევაში, წყვილს ერთი და იგივე დამოკიდებულება აქვთ ფიზიკურ სიახლოვეზე და სანამ ინტიმით დაკავდებიან, კარგად შეისწავლიან ერთმანეთს, შემდეგ კი გადავლენ ღრმა და ინტენსიურ ურთიერთობაზე.

ქორწინება და ოჯახი

ქალ-თევზებთან დაქორწინება მამაკაცი-თხის რქასთვის - ჯილდოა . თევზები ერთგული და მზრუნველი ცოლია, თხის რქა კი პასუხისმგებლიანი და საიმედო ქმარი. მათი ოჯახური ცხოვრება იქნება მშვიდი, როგორზეც ისინი ოცნებობენ. თუ შვილებს გააჩენენ, მათთვის ყველა პირობას შექმნიან, როგორც სიყვარულით და ყურადღებით სავსე გარემოს, ისე ფიზიკური განვითარების და სწავლა-განათლების მხრივ. 

მეგობრობა

ქალ-თევზებსა და მამაკაც-თხის რქას შორის მეგობრობა მყარი და ხანგრძლივი იქნება. ორივე აფასებს ერთგულებას და ნდობას. პატივს სცემენ ერთმანეთის სურვილებს და შეხედულებებს. ქალ-თევზებს შეუძლია მომენტალურად მოადუნოს მამაკაცო-თხის რქა, რაც თავად ძალიან უჭირს. ის კი თავის მხრივ, ქალს პრაქტიკული რჩევებით დაეხმარება. მათი მეგობრობა უფრო მშობლის და შვილის ურთიერთბას გავს, სადაც პერიოდულად ცვლიან როლებს.

სამსახური და ბიზნესი

მამაკაც-თხის რქასთან ერთად მუშაობა ქალი-თევზებისთვის ნამდვილი გამართლება იქნება, რადგან მისგან ისწავლის როგორ იმოქმედოს ეფექტურად, არ დაკარგოს დრო და საით იმოძრაოს. მისი მსგავსი მეწყვილე ან კოლეგა, თევზებისთვის ნამდვილი მისწრებაა. სართო საქმიანობაში, უმჯობესია, მამაკაცი-თხის რქა ქალი-თევზების უშუალო ხელმძღვანელი იყოს. თუმცა, ბიზნეს-პარტნიორობის შემთხვევაშიც საკმაოდ პროდუქტიულები იქნებიან და სწორად გადაანაწილებენ საკუთარ რესურსებს.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება