თავსებადობა - 81%. ქალი-თევზები და მამაკაცი-ტყუპები საკმაოდ განსხვავებულები არიან და ამავდროულად ძალიან გვანან ერთმანეთს. საინტერესოა, რა გამოვა მათი ურთიერთობიდან?
ქალი-თევზები - ინტროვერტი, საკუთარ თავში ჩაფლული, მშვიდი, არააგრესიული და იდუმალია. მამაკაცი-ტყუპები კი აქტიური ექსტრავერტია, ყოველთვის ყუარდღების ცენტრშია, უყვარს აქტიური ურთიერთობები. ერთი შეხედვით, მათ უნდა შეავსონ ერთმანეთი დ თავიდან ასეცაა, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტად დაინახავენ ერთმანეთის უარყოფით მხარეებს და გააცნობიერებენ, რომ არცერთს არ აქვს რეალურად ის თვისებები, რაც მათ შეყვარებულს უნდა ჰქონდეს. ეს მათში დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს და ხელს შეუშლის რომანის განვითარებას.
ქალ-თევზებს და მამაკაც-ტყუპებს საკმაოდ კარგი ინტიმური ცხოვრება ექნებათ. ერთად ყოფნა ყოველთვის სიამოვნებას მოგვრით და ყოველგვარი რიდის გარეშე გაუზიარებენ ერთმანეთს თავის ყველაზე ფარულ სექსუალურ სურვილებს, შეისწავლიან ერთმანეთის სხეულებს და იმოქმედებენ თამამად. თუმცა, ისევე როგორც სასიყვარულო ურთიერთბაში, სექსშიც აქტივობის, ინიციატივის, და ფიზიკური ზრუნვის ნაკლებობა ექნებათ.
წყვილს დაქორწინება შეუძლია, მაგრამ ნაკლებად დააკმაყოფილებენ ერთმანეთის მოთხოვნებს. საქმე იმაშია, რომ მამაკაცი-ტყუპები არ არის კლასიკური გაგების ქმარი: ის საკმაოდ თავისუფლებისმოყვარე, ზედაპირული და უპასუხისმგებლოა. ოჯახური თანაცხოვრება ნამდვილად არ წარმოადგენს მის ძლიერ მხარეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არც ქალი-თევზებია სამაგალითო დიასახლისი და ცოლი. ის მუდმივად ჩაფიქრებული და არაპრაქტიკულია, მაგრამ შეუძლია იყოს ძალიან ნაზი და ყურადღებიანი, ყოველთვის მხარი დაუჭეროს მეუღლეს და სიყვარული აჩუქოს შვილებს, რომლებიც უნდა ითქვას, რომ მამაკაცი-ტყუპებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან და მათი კეთილდღეობისთვის ყველაფერს გააკეთებს, რაც მის შესაძლებლობებშია.
მეგობრობას ისინი ნამდვილად შეძლებენ და ურთიერთობების ეს ფორმატი, მათთვის ყველაზე შესაფერისია. ორივეს უყვარს მყუდრო გარემოში შეხვედრა და გულახდილი საუბრების გამართვა, გართობა, მოდუნება და რაიმე ახალის გაგება. მათ ბევრი საერთო ინტერესი აქვთ, ამიტომ, სასაუბრო თემებიც არ გამოელევათ წიგნების, ხელოვნების, კინოს გარეშემო და ეს ყველაფერი მათ კიდევ უფრო დააახლოვებთ.
ერთად მუშაობის შემთხვევაში, ქალი-თევზები და მამაკაცი-ტყუპები საკმაოდ კარგ შედეგებს მიაღწევენ. მათ შრომის ერთნაირი მეთოდები აქვთ და უფრო ინტუიციურები არიან, ვიდრე რაციონალურები. თუ რაიმე შემოქმედებით პროექტზე იმუშავებენ, ორივე ბოლომდე მოახდენს საკუთარი პოტენციალის რეალიზებას და მნიშვნელოვანი შედეგების ჩვენებას. მამაკაცი-ტყუპები შეეცდება სწორი გადაწყვეტების მოძებნას, ხოლო ქალი-თევზები გახდება ყოველი პროექტის შთაგონების წყარო - მისი ფანტაზიის და სიტუაციისთვის შესაფერისი გარემოს შექმნის უნარის წყალობით, ნებისმიერი საქმე სრულფასოვნად შესრულდება. თუმცა, მათთვის უმჯობესია, რომ გვერდით ყავდეთ პრაგმატული თანაგუნდელებიც, რათა კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ.