შეთავსება
თევზები
სასწორი
შეთავსება

თავსებადობა - 100%. ქალი-თევზებიც და მამაკაცი-სასწორიც საკმაოდ გვანან ერთმანეთს მერყევი ხასიათით, თუმცა, ორივე ერთნაირად მიისწრაფვის ჰარმონიისკენ.

სიყვარული

ქალი-თევზები და მამაკაცი-სასწორი სწრაფად იპოვნიან საერთო ენას: ისინი განწყობილი არიან გულახდილი ურთიერთობისთვის, უყვართ ყველაფერი რაც ლამაზი, დახვეწილი და რომანტიკულია. მათი სასიყვარულო ურთიერთობა ერთდროულად მყარიცაა და არასტაბილურიც. ეს იმიტომ, რომ ორივეს აკლია პრაქტიკულობა და საკითხების მიმართ რეალისტური დამოკიდებულება. ამიტომ, მათ გვერდით უმჯობესია იყოს მეტად აქტიური, მიზანდასახული პარტნიორი. მაგრამ, თუ ძლიერი გრძნობები ექნებათ და შეეგუებიან ერთმანეთის ნაკლოვან მხარეებს - მათ რომანს არსებობის შანსი აქვს.

სექსი

სექსში მათ სჭირდებათ ლიდერი, რომლის ფუნქციასაც, სამწუხაროდ არცერთი არ აიღებს. ზოდიაქოს ორივე ნიშანს ურჩევნია იყოს დაქვემდებარებული, ვიდრე თავად აიღოს პასუხისმგებლობა და სიტუაციაზე კონტროლი. ერთმანეთის ეროტიკულ სურვილებს საკმაოდ კარგად ხვდებიან, მაგრამ მათ რეალიზებაზე გადასვლა ცუდად გამოსდით.

ერთმანეთში მათ ყოველთვის დააკლდებათ ვნება, აქტიურობა და იდეები, სექსით სიამოვნების მიღებისთვის საჭირო ტექნიკა, ენერგია და ერთმანეთის აღგზნების შესაძლებლობა. სამაგიეროდ საკმარისად ექნებათ სითბო და ალერსი.

ქორწინება და ოჯახი

თუ წყვილი დაოჯახდება, მათი ურთიერთობა ძალიან ნაზი და თანასწორი იქნება. ქალი-თევზებიც და მამაკაცი-სასწორიც პატივს სცემენ ტრადიციებს და ცდილობენ იდეალური ოჯახი ჰქონდეთ. თუმცა, არაპრაქტიკულობის გამო, საყოფაცხოვრებო საკთხებთან გამლავება ძალიან გაუჭირდებათ. ამის გამო, ორივე საკმაოდ ხშირად ჩავარდება დეპრესიაში. თუმცა, ძლიერი გრძნობების და თანაცხოვრების სურვილის ქონის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ ძალები გააერთიანონ და ყველა საკითხს გაუმკლავდნენ. ოჯახში სიტუაცია კი ისე დაალაგონ, რომ მათ ქორწინებას არაფერი დაემუქროს.

მეგობრობა

მეგობრობა - ეს არის ურთიერთობის ის ფორმატი, რომელიც ქალ-თევზებს და მამაკაც-სასწორს საუკეთესოდ გამოსდით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც არააქტიური და არაინტენსიური კავშირი ექნებათ. სამაგიეროდ, მათი მეგობრობა სავსე იქნება ნდობით. ისინი ყოვეთვის მოუსმენენ, გაუგებენ და დაეხმარებიან ერთმანეთს. არასოდეს თავს არ მოახვევენ საკუთარ აზრს და არ ეცდებიან შეზღუდონ ერთმანეთის უფლებები.

სამსახური და ბიზნესი

ერთობლივი მუშაობისთვის, ქალ-თევზებს და მამაკაც-სასწორს დასჭირდებათ გუნდი, რომელშიც იქნებიან აქტიურობით და ენერგიულობით გამორჩეული ადამიანები. ორგანიზებულ და სტრუქტურირებულ პირობებში, ქალი-თევზების და მამაკაცი-სასწორის შრომა ძალიან ნაყოფიერია. მხოლოდ ერთმანეთის შესაძლებლობებზე და უნარებზე დაყრდნობით, მათი ტანდემისთვის გამორიცხულია საკითხების სრულფასოვნად განხორციელება და წინსვლა.

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება