თავსებადობა - 93%. ქალი-თევზები და მამაკაცი-მერწყული საკმაოდ გვანან ერთმანეთს - არცერთი არ აღიარებს საზღვრებს. საინტერესოა, როგორი იქნება მათი ურთიერთობა?
წყვილის სასიყვარულო ურთიერთობა ძალიან საინტერესო და აქტიურია. ქალ-თევზებს უყვარს განმარტოვება და ოცნებებში ჩაძირვა. მამაკაც-მერწყულს კი დამკვირვებლის როლში ყოფნა, სიტუაციის განსჯა, შემდეგ კი მოქმედება. ეს წყვილი საინტერესოა იმით, რომ არცერთი არ ცდილობს ლიდერობას: ყველა მოვალეობა გადანაწილებულია თანასწორად, თითოეული აკეთებს იმას, რაც შეუძლია და მოსწონს. მათი ურთიერთობა ძალიან სულიერია. ისინი გრძნობენ ერთმანეთს მაშინაც კი, როცა ერთად არ არიან.
წყვილში ქალი-თევზები პასუხისმგებელია ემოციებზე, მამაკაცი-მერწყული კი გონიერებაზე. მათ ურთიერთობაში პერიოდულად იქნება სითბოს ნაკლებობა, ამიტომ, დასჭირდებათ ერთმანეთის გრძნობების გაღვივება.
ქალი-თევზების და მამაკაცი-მერწყულის ინტიმური ურთიერთობა საკმაოდ შთაბეჭდავია, რადგან მუდმივად ახდენენ საკუთარი სექსუალური სურვილების რეალიზებას. ორივეს საკმაოდ კარგად განვითარებული ინტუიცია აქვს, ცნობისმოყვარენი არიან და ვერ ეგუებიან უნიტერესო გარემოს. ამიტომ, ექსპერიმენტები მათ სექსუალურ ცხოვრებაში, საკმარისზე მეტი იქნება.
შესაძლოა, მათ ინტიმურ ცხოვრებას აკლდეს სენსორული მგრძნობელობა და მისი კომპენსაცია მაღალი ემოციური განცდების და ძლიერი წარმოსახვის დახმარებით მოახდინონ.
მათი ქორწინება იქნება ძალიან ორიგინალური, ნაკლებად ტრადიციული და უფრო პარტნიორული, სადაც ყველა ისე იქცევა, როგორც სიტუაცია მოითხოვს. თუმცა, ასეთი ფორმატით ცხოვრება ქალ-თევზებს ცოტა გაუჭირდება. სამაგიეროდ, მამაკაცი-მერწყულისთვის - ზედგამოჭრილი. მათი ოჯახი უდაოდ მეგობრული და მშვიდი იქნება. თუ შვილები ეყოლებათ, გაზრდიან სიმყუდროვესა და კომფორტში.
წყვილს შორის მეგობრული ურთიერთობა ძალიან თბილი და ხანგრძლივი იქნება. ქალ-თევზებს და მამაკაც-მერწყულს ბევრი საერთო ინტერესი აქვთ და კარგად ესმით ერთმანეთის სულიერი და ემოციური მდგომარეობა. ამიტომ, ურთიერთობის ამ ფორმატს ზოდიაქოს ორივე წარმომადგენელი ძალიან აფასებს. შეიძლება მათი მეგობრობა არ გამოირჩეოდეს აქტივობით, მაგრამ იმ მიკროსამყაროში ყოფნა, რომელსაც შექმნიან, ძალიან ესიამოვნებათ, დაამშვიდებთ და დააახლოვებთ.
ქალი-თევზები და მამაკაცი-მერწყული ერთად მუშაობას უპრობლემოდ შეძლებენ და საუკეთესო შედეგებს შემოქმედებით სფეროში აჩვენებენ - რუტინული საქმე მათთვის უბრალოდ უინტერესოა. ასევე, შეუძლიათ ნაყოფიერად იმუშაონ სამეცნიერო და კვლევითი მიმართულებს ისეთ პროექტებზე, სადაც საჭიროა ახალი იდეები და არასტანდარტული მიდგომა. წყვილს პრაქტიკულობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვს, ამიტომ, ფინანსური საკითხებით და რესურსების განაწილებით, სჯობს არ დაკავდნენ.