შეთავსება
ლომი
ვერძი
შეთავსება

თავსებადობა - 99%. ორივემ კარგად იცის რა უნდათ. ამიტომ, ბევრს არ ფიქრობენ, იყვნენ თუ არა ერთად .

სიყვარული

ქალ-ლომს და მამაკაც-ვერძს ერთმანეთი უყვარდებათ მომენტალურად. მათი სიყვარული იქნება ვნებიანი და ურთიერთობა ძალიან აქტიური. მასში იქნება გრძნობების ყველანაირად გამოხატვის საშუალება და ადგილი, რასაც სხვა პარტნიორებთან ეს ნიშნები ვერასოდეს გააკეთებდნენ. თუ შევადარებთ ვერძის და ლომის ხასიათს - პირველი არის ნაპერწკალი, რომლითაც ყველაფერი იწყება, ხოლო მეორე - ცეცხლი, რომელიც ნელა ინთება, მაგრამ დიდხანს ათბობს.

მამაკაცი-ვერძი, იქნება გაცნობის ინიციატორი - მისთვის მარტივია პირველი ნაბიჯის გადადგმა, ხოლო ქალი-ლომი იზრუნებს იმაზე, რომ მათი გრძნობები გამყარდეს და სინაზით აივსოს.

სექსი

ამ წყვილის სექსუალური ცხოვრება ისეთივე ნათელი იქნება, როგორიც თავად არიან. მათი ტემპერამენტი საკმაოდ თანხვედრია, ამიტომ, ინტიმურ სფეროში უთანხმოება ფაქტიურად არ იქნება. ორივეს უყვარს შთაბეჭდილებების მიღება, მომენტით ტკბობა და ფიზიკური სიახლოვით სიამოვნების მიღება. სექსში ისინი არ ჩერდებიან მიღწეულზე და ყოველთვის ცდილობენ განავითარონ უნარები - როგორც ტექნიკური, ისე იდეური. ისინი ერთად არასოდეს მოიწყენენ - მათ საწოლში ყოველთვის იქნება სიახლეების ადგილი.

ქორწინება და ოჯახი

თუ მათი ურთიერთობა მყარი და საინტერესო იქნება - ქორწინებასაც არ დააყოვნებენ. მამაკაცი-ვერძი ისწრაფვის, რომ მალე დაეუფლოს თავის საყვარელ ქალს, ამიტომ, მოითხოვს ურთიერთობის დაკანონებას. ქალი-ლომი, დარწმუნდება რა, რომ ის ნამდვილად უყვართ - მალევე თანხმდება ქორწინებას.

შესაძლოა, რომ დასაწყისში წყვილს გარკვეული ემოციური არასტაბილურობა ჰქონდეთ, თუმცა, ასაკთან და დროსთან ერთად ესეც ჩაივლის.

მეგობრობა

ისინი შესანიშნავი მეგობრები არიან: ქალი-ლომი და მამაკაცი-ვერძი ყოველთვის მოძებნიან სასაუბრო თემას, ერთმანეთის კარგად ესმით იმიტომ, რომ ძალიან გვანან - აქვთ საერთო ინტერესები და ჰობი. ურთიერთობაში გარკვეული პრობლემები შეიძლება გაჩნდეს მათი ფეთქებადი ხასიათის გამო. თუმცა, მალევე რიგდებიან და ეს მათ კიდევ უფრო აახლოვებს.

სამსახური და ბიზნესი

რა საქმესაც არ უნდა მოკიდონ ხელი, ამ წყვილს ყველაფერი გამოუვა. ორივე მზად არის დაუღალავად იშრომონ და მათ მიერ ერთობლივად მიღწეული შედეგები ყოველთვის იქნება სრულყოფილი. მათი საერთო საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწლია კოლექტივში კეთილგანწყობილი ატმოსფეროს შექმნა და თანამოაზრეთა წრის გაფართოვება - რაც ასევე მშვენივრად გამოსდით.

 

ცადე სხვა წყვილი
ფეისბუქზე გაზიარება